ნეკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 52 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1673
ხაზი 20: ხაზი 20:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/407707/Neckar-River ნეკარი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/407707/Neckar-River ნეკარი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%9D%D0%B5%D0%BA%D0%BA%D0%B0%D1%80/ ნეკარი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru}}
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%9D%D0%B5%D0%BA%D0%BA%D0%B0%D1%80/ ნეკარი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}


[[კატეგორია:გერმანიის მდინარეები]]
[[კატეგორია:გერმანიის მდინარეები]]

18:18, 10 ივლისი 2013-ის ვერსია

ნეკარი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები შტუტგარტი
მანჰაიმი
ჰაიდელბერგი
სათავე შვარცვალდი
48°02′42″ ჩ. გ. 8°31′41″ ა. გ. / 48.04500° ჩ. გ. 8.52806° ა. გ. / 48.04500; 8.52806
სიგრძე 367 კმ
აუზის ფართობი 14,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნეკარი ვიკისაწყობში

ნეკარი (გერმ. Neckar) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში. მიედინება ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. სიგრძე 367 კმ, აუზის ფართობი 14,000 კმ². მდინარე რაინის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს შვარცვალდისა და შვაბიის ალბის კალთებზე, ზღვის დონიდან 706 მ სიმაღლეზე. უმეტესწილად მიედინება ვიწრო, ადგილ-ადგილ კანიონისებურ ხეობაში. აქვს ჩრდილოეთური და ჩრდილოეთ-აღმოსავლური მიმართულება. ქალაქ პლოხინგენთან მოიხრება ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ და გაივლის ქალაქ შტუტგარტს. შემდეგ სვლას აგრძელებს ჩრდილოეთური მიმართულებით, აქ ხეობა ფართო და ღრმაა. ნაპირებზე ფეოდალური ციხე-სიმაგრეა. ძლიერ მეანდრირებულია. მკაცრ ზამთარში იყინება. მდინარე რაინს შეერთვის ქალაქ მანჰაიმის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 95 მ სიმაღლეზე. სანაპიროები მჭიდროდ არის დასახლებული. სანაოსნოა 200 კილომეტრამდე. წყლის საშუალო ხარჯი 145 მ³/წმ.

სახელწოდება „ნეკარი“ კელტური წარმოშობისაა და აღნიშნავს „ველურ წყალს“. ჯერ კიდევ II საუკუნეში მოიხსენიება Nicretes-ის სახით.

რესურსები ინტერნეტში