ბერნის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 24 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q327221
ხაზი 16: ხაზი 16:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/62500/Bernese-Alps ბერნის ალპები – ბრიტანიკა] {{en}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/62500/Bernese-Alps ბერნის ალპები – ბრიტანიკა] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Бернские%20Альпы/ ბერნის ალპები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru}}
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Бернские%20Альпы/ ბერნის ალპები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}


[[კატეგორია:შვეიცარიის ქედები]]
[[კატეგორია:შვეიცარიის ქედები]]

19:28, 3 ივლისი 2013-ის ვერსია

ბერნის ალპების პანორამა, წინა პლანზეა ფინსტერაარჰორნი (4274 მ).

ბერნის ალპები (გერმ. Berner Alpen; აგრეთვე ცნობილია როგორც ბერნის ობერლანდი) — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი შვეიცარიაში. გადაჭიმულია მდინარე რონის ხეობიდან მდინარე აარეს ხეობამდე. სიგრძე დაახლოებით 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4274 მ (ფინსტერაარჰორნი). სხვა მთავარი მწვერვალებია: ალეჩჰორნი (4195 მ), იუნგფრაუ (4158 მ), მენხი (4099 მ), შრეკჰორნი (4078 მ). გაბატონებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები.

ბერნის ალპები გამოეყოფა პენინის ალპებს სამხრეთიდან მდინარე რონის ხეობის მეშვეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ლეპონტინის ალპებს რონის ხეობითა და ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, აღმოსავლეთით გლარნის ალპებს მდინარე როისის ხეობით. ბერნის ალპების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით ჟენევისა და ფირვალდშტედტის ტბების ხაზზე. გამყინვარების მძლავრი კერაა. ქედის სამხრეთ კალთებიდან ეშვება ალპების დიდი მყინვარები: ალეჩი და ფიშერი.

ფიშერის მყინვარი

გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს აარის მასივის ნაწილს. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და დანალექი ქანებით. დასავლეთ ნაწილში უმეტესად გაბატონებულია ცარცული კირქვები.

განსაკუთრებული ლანდშაფტების გამო განვითარებულია ტურიზმი. უცხოელებისათვის თავიდანვე ცნობილი იყო გრინდელვალდის, ლაუტერბრუნენისა და ინტერლაკენის პუნქტები. მოგზაურები და მკვლევარები არაერთხელ სტუმრობდნენ შვეიცარიის ამ ადგილებს. იკვლევდნენ მთათა სისტემებსა და აწარმოებდნენ მწვერვალების დაპყრობას. 1841 წელს ლუი აგასისმა და მისმა კოლეგებმა ქვემო აარის მყინვარზე შექმნეს დროებითი სადგური. პოპულარულია აგრეთვე ალპინიზმი.

ბერნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია, რომელიც მოიცავს იუნგფრაუს მწვერვალების ჩრდილოეთ ნაწილს და ეიგერის მთებს, ასევე უდიდეს მყინვარულ არეალს მთელს დასავლეთ ევრაზიაში, სადაც მდებარეობს მოზრდილი ალეჩის მყინვარი. 2001 წელს ტერიტორია იუნესკომ თავის სიაში შეიტანა. დაცული ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით.


იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში