ფორთოხალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 115 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q13191
removing old-formated (incorrect) interwiki
ხაზი 54: ხაზი 54:
[[კატეგორია:ციტრუსები]]
[[კატეგორია:ციტრუსები]]
{{Link FA|hr}}
{{Link FA|hr}}

[[lij:Çetron]]

04:58, 3 ივლისი 2013-ის ვერსია

ფორთოხალი

ფორთოხალი — მარადმწვანე ყეგანისებრთა ოჯახს. ნაყოფის რბილობი წვნიანია, ტკბილი ან მომჟავო-მოტკბო. საქართველოში ხარობს ფორთოხლის რამდენიმე ჯიში: ”ვაშინგტონ-ნაველი”, ”ჰამლინი”, ”კარალიოკი” და სხვა. მისი ნაყოფი შეიცავს: წყალს, ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, აზოტოვან ნივთიერებებს, B1, B, C ვიტამინებს და A პროვიტამინს. ფორთოხალში B ვიტამინის შემცველობა უტოლდება ამ ვიტამინის შემცველობას რძეში. ნაყოფის კანში შედის ეთერძეთების სხვადასხვა სახეობა. ფორთოხლის ნაყოფი გამოიყენება ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ, ასევე, პროფილაქტიკისთვის. ის კარგი მადის მომყვანია და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ამ ციტრუსის ნაყოფის მიღებას უზღუდავენ ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას.

წარმოება

ფორთოხლის უდიდესი მწარმოებელია ბრაზილია, ის აწარმოებს მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 25%-ს. ფორთოხლის წარმოება ძირითადად ხდება სან-პაულუს შტატში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონში. მდებარეობს.

მეორე უდიდესი მწარმოებელი არის აშშ. ფორთოხალი ძირითადად მოყავთ: ფლორიდაში, კალიფორნიაში, ტეხასში და არიზონაში. კალიფორნიაში მოყვანილი ფორთოხლის უმეტესი ნაწილი იყიდება ცოცხლად, ხოლო არიზონასას ამუშავებენ წვენად. აშშ-ში საუკეთესოდ ფლორიდაში, ინდიური მდინარის რეგიონში მოყვანილი ფორთოხალი ითვლება.

ფორთოხლის მსხვილი ექსპორტიორები 2005 წელს.
ფორთოხლის უმსხვილესი მწარმოებლები
(მილიონი ტონა)
2005 2008 2010 Footnote
(2010)
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 17.9 18.5 18.1
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 8.4 9.1 7.5
ინდოეთის დროშა ინდოეთი 3.3 4.9 6.0
დროშა: ჩინეთი ჩინეთი 2.7 4.2 5.0 *
მექსიკის დროშა მექსიკა 4.1 4.3 4.1
დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2.4 3.4 3.1
დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე 1.9 2.1 2.4
იტალიის დროშა იტალია 2.3 2.2 2.4
ინდონეზიის დროშა ინდონეზია 2.2 2.5 2.0
დროშა: თურქეთი თურქეთი 1.4 1.4 1.7
პაკისტანი 1.7 1.6 1.5
დროშა: ირანი ირანი 2.3 2.6 1.5
მსოფლიოში სულ 63.1 69.6 68.3
*= არა ოფიციალური მონაცემი. ყველა მონაცემი 2005 - 2008 წლებში არის ოფიციალური.
წყარო: საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).
ეკონომიკის და სოციალური დეპარტამენტი: სტატისტიკის განყოფილება[1]

სხვა მსხვილი მწარმოებლები არიან: სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა, მაროკო და არგენტინა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. FAOSTAT. FAO Statistics. ციტირების თარიღი: 2012-09-10.

თარგი:Link FA