მარიამ ბაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9: ხაზი 9:




[[კატეგორია:გერმანელები]]
[[კატეგორია:ქართველი ბალერინები]]
[[კატეგორია:ქართველი ბალერინები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1909]]
[[კატეგორია:დაბადებული 1909]]

21:18, 5 ივნისი 2013-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაუერი (მრავალმნიშვნელოვანი).

მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი (დ. 16 მაისი/29 მაისი, 1909, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი, დაკრალულია თბილისში), ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955)

1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათბდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის „კორსარი“), ზარემა (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), თოჯინა (დელიბის „კოპელია“), ოდეტა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ტაო-ხოა (გლიერის „წითლი ზვავილი“) და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის „დონ კიხოტი“), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ინდური ცეკვა (თორაძის „გორდა“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 233, თბ., 1977
  • გვარამაძე ლ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 370, თბ., 1997