თემურ ქეცბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია
{{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია
|მოთამაშის სახელი = თემურ ქეცბაია
|მოთამაშის სახელი = თემურ ქეცბაია
|სურათი = ფაილი:Temur Ketsbaia (cropped).jpg
|სურათი = Temur Ketsbaia (cropped).jpg
|სურათის ზომა =
|სურათის ზომა =
|წარწერა =
|წარწერა =

10:54, 1 ივნისი 2013-ის ვერსია

თემურ ქეცბაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თემურ ქეცბაია
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 1968 (1968-03-18) (56 წლის)
დაბადების
ადგილი
გალი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1986 დინამო სოხუმი
1987 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1987–1992 დინამო თბილისი 104 (23)
1992–1994 ანორთოსისი 76 (36)
1994–1997 აეკი 84 (24)
1997–2000 ნიუკასლ იუნაიტედი 78 (8)
2000–2001 ვულვერჰემპტონ უონდერერსი 24 (3)
2001–2002 დანდი 22 (6)
2002–2006 ანორთოსისი 99 (39)
ეროვნული ნაკრები
1992–2003 საქართველო 49 (16)
სამწვრთნელო კარიერა
2004–2009 ანორთოსისი
2009 ოლიმპიაკოსი
2009– საქართველო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

თემურ ქეცბაია (დ.18 მარტი, 1968, გალი) — ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მისი ამჟამინდელი მწვრთნელი.

საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის "AEK" ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.

1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება. 2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.

2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.