დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 8 interwiki links, now provided by Wikidata on d:q1363744 (translate me)
ხაზი 39: ხაზი 39:
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1526]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1526]]

18:02, 31 მაისი 2013-ის ვერსია

დავით X
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1505
მმართ. დასასრული: 1525
წინამორბედი: კონსტანტინე II
მემკვიდრე: გიორგი IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1482
გარდ. თარიღი: 1526
გარდ. ადგილი: თბილისი
მეუღლე: 1.ნესტან-დარეჯანი (მირანგული)
2.თამარი
შვილები: 3 ქალიშვილი და 5 ვაჟიშვილი 1.ლუარსაბ I
2. დიმიტრი
3.ბეჟანი
4.ადარნასე
5.რამაზი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: კონსტანტინე II
დედა: თამარი

დავით X (გ. 1526), ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე.

მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). 1513, როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. 1518 ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. 1522 დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.

ლიტერატურა

  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 3, გვ. 336, თბ., 1978
წინამორბედი:
კონსტანტინე II
ქართლის მეფე
1505 - 1525
შემდეგი:
გიორგი IX

თარგი:Link GA