ივანე კრამსკოი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 33 interwiki links, now provided by Wikidata on d:q207758 (translate me)
ხაზი 30: ხაზი 30:
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}


[[კატეგორია:რუსები]]
[[კატეგორია:რუსი მხატვრები]]
[[კატეგორია:რუსი მხატვრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1837]]
[[კატეგორია:დაბადებული 1837]]

22:05, 29 მაისი 2013-ის ვერსია

ავტოპოტრეტი

ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი (რუს. Иван Николаевич Крамской) (დ. 27 მაისი, 8 ივნისი, 1837, ოსტროგოჟსკი, ახლანდელი ვორონეჟის ოლქი — გ. 24 მარტი, 5 აპრილი, 1887, პეტერბურგი) — რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.

სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1857-1863). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპრბისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის "პერედვიჟნიკების" ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები (ლ. ტოლსტოი, 1873; ი.შიშკინი, 1873; პ. ტრეტიაკოვი, 1876; მ. სალტიკოვ-შჩედრინი, 1879 - ყველა ტრეტიაკოვის გალერეა), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში ("მინა მოისეევი", 1882, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია: "ქრისტე უდაბნოში", 1872. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები («ნეკრასოვი ""უკანასკნელი სიმღერების" პერიოდში», 1877-1878; "უცნობი ქალი", 1883; "უნუგეშო მწუხარება", 1884 - ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.

გალერეა

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 14, თბ., 1983
  • (რუსული) Долгополов, Игорь Викторович Мастера и шедевры: В 3 т. Т.2 — მოსკოვი: Изобраз. искусство, 1987.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: