ივანე ბაქრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
{{DEFAULTSORT:ბაქრაძე, ივანე}}
{{DEFAULTSORT:ბაქრაძე, ივანე}}


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი ინჟინრები]]
[[კატეგორია:ქართველი ინჟინრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1898]]
[[კატეგორია:დაბადებული 1898]]

14:50, 26 მაისი 2013-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.

ივანე ირაკლის ძე ბაქრაძე (დ.9 სექტემბერი/21 სექტემბერი, 1898,სოფ. ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი ― გ. 13 ნოემბერი, 1980, თბილისი) ― ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1955), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1956).

1925 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი. 1925-1933 წლებში მუშაობდა თბილისის საბურღი იარაღების ქარხანაში (ახლანდელი თბილისის საწარმოო გაერთიანება „ჩარხმშენებელი“), 1933-1959 წლებში ― თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში (1953-1959 წლებში ― პრორექტორი). 1959-1962 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათა ნაწილების კათედრის გამგე. 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა ნაწილების გაანგარიშების განყოფილების გამგედ.

ბაქრაძის შრომები ეხება კბილა და ჭიახრახნული გადაცემების ცვეთისა და ჩაჭექის თეორიის, ელექტრომავლებში გამოზენებული კბილანების გამლეობის გადიდებისა და პოლიმერული მასალისაგან დამყადებული დეტალების გაანგარიშების საკითხებს და სხვა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 241, თბ., 1977
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 375, თბ., 1997