გიზო ნიშნიანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44: ხაზი 44:
{{DEFAULTSORT:ნიშნიანიძე, გიზო}}
{{DEFAULTSORT:ნიშნიანიძე, გიზო}}


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1928]]
[[კატეგორია:დაბადებული 1928]]

18:52, 25 მაისი 2013-ის ვერსია

გიზო ნიშნიანიძე
დაბადების თარიღი 1928
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 19 სექტემბერი, 2011
გარდაცვალების ადგილი საჩხერე
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
Magnum opus „პაემანი ვერაზე"

გიზო ნიშნიანიძე (დ. 1928, თბილისი — გ. 19 სექტემბერი[1], 2011, საჩხერე) — ქართველი მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, ვერის უბანში, ზემელზე. 1963 წელს დაწერა ფილმის „ომარ ჯოხაძე“ სცენარი.[2]. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო.[3] 1980-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა „პაემანი ვერაზე“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. მასვე ეკუთვნის ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის შესახებ შედგენილი ბიოგრაფიული კრებული.

2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ნიშნიანიძე საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო