ხევსურები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 72: ხაზი 72:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat|Khevsurs}}
* [http://www.swordhistory.com/excerpts/crusaders.html Sword and Buckler Fighting among the Lost Crusaders]
* [http://www.swordhistory.com/excerpts/crusaders.html Sword and Buckler Fighting among the Lost Crusaders]



02:59, 29 აპრილი 2013-ის ვერსია

ხევსურები აბჯარში (დაახ. 1900).

ხევსურებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, დიდი კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.[1]

ვახუშტი ბაგრატიონი ხევსურებს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის ( იციან სისხლის აღება ). გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. ცოტაოდენს წყენასაც არავის დაუთმობენ და არავის არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და ჭკვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს.“

საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.

ხევსურული სამოსი

ხევსური ქალის სამოსელი - ტალავარი

ფაილი:Xevsuri qali.gif
კალთამოკერებული სადიაცო
მანდილი

ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშავური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი „ჩაქურა“.

ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი - ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა, მას შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან.

ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა - „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი - „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“.

სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.

ქოქა
ქოქლო
ტყავი
სათაურა

ხევსური ქალის კაბა ორგვარია: „გლუ“ და „კალთამოკერებული“.

კალთამოკერებულს „თიკვ-ჩოფასაც“ უწოდებენ. მას უბის ქვემოთ ოთხკუთხა ფერადი ნაჭრები აქვს გამოკერებული. სადიაცოს ამარა გარეთ გასვლა ძველად დიდი სირცხვილი იყო.

კაბის ზემოდან შემოსაცმელი, შალის ზედა სამოსელი „ქოქლო“, რომელსაც ჩოხის მოყვანილობა აქვს, შედგება „წინა კალთების“, „ზურგნის“ და „აზღოტებისაგან“. „ქოქლოს“ ეკერებოდა მაღალი საყელო და ქვემოდან შეხსნილი მოკლე სახელოები. ქოქლოს თავისებურება ისაა, რომ მისი წელი ჩვეულებრივზე მაღლაა და გვერდებიც შეხსნილია.

ქოქლოზე უფრო ძველია „ფაფანაგი“, რომელსაც დღეს მარტო სადღესასწაულოდ, სახატოდ იცვამენ. ისიც ქოქლოს მსგავსია, მაგრამ აქვს განსხვავებული ნიშნებიც: მას უფრო გრძელი სახელოები აქვს და გვერდის კალთა ფარაგის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. შემდგომ ქოქლოს გვერდით ჩნდება „ქათიბი“. ისიც ქოქლოს მსგავსია, ოღონდ ფაბრიკული ქსოვილისაგან მზადდება.

ხევსური ქალები ზამთარში სამოსად ტყავებსაც ხმარობდნენ და ამისათვის შინაური ცხოველების - თხის, ცხვრისა და ძროხის - ტყავს იყენებდნენ. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმაროდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ეფინა ოთხკუთხა დიდი საყელო.

ხევსური ქალის თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: „სათაურასა“ და „მანდილისაგან“. მოკლედ შეჭრილ და შუბლზე ჩამოყრილ ყვითლად შეღებილ თმაზე (ადრე ხევსურ ქალებსაც გრძელი თმა ჰქონდათ. ორად განაწილებულ ნაწნავებს - „ნაჭაპნებს“ - შუბლზე ჯვარედინად გადაიგრეხდნენ და ბოლოებს ჩაიმაგრებდნენ. ამით შუბლზედაც ჯვარს ისახავდნენ) ჯერ სათაურას დაიდგამდნენ, შემდეგ მის ზემოდან გრძელსა და ვიწრო მანდილს შემოიკრავდნენ. სათაურას ერთნაირად ხმარობდა გათხოვილი და გაუთხოვარი, მანდილს კი მხოლოდ გათხოვილი ქალი ხმარობდა.

ხევსურეთში ისევე, როგორც ძველ საქართველოში, ქალისათვის თავსაფრის ახდა შეურაცხყოფად მიაჩნდათ. მანდილი ქალის სინდის-ნამუსის სიმბოლოს წარმოადგენდა. საკმარისი იყო, ქალს მანდილი მოეხადა და მოჩხუბართა შორის ჩაეგდო, რომ ისინი დაზავებულიყვნენ.

ხევსურეთში ფეხსამოსად ხმარობდნენ ყელიანი წინდის ფორმის, ძირზე ტყავგამოკრულ „თაუბს“ და ტყავის ქალამნებს. ქალები ფეხზე წინდებთან ერთად ნაქსოვ „ბაჭიჭებსაც“ იცმევდნენ.

ხევსური ქალის სამოსელი უხვადაა შემკული ნაქარგით. ნაქარგისათვის იყენებდნენ აბრეშუმის, შალის ან ბამბის ძაფებს, ასევე ვერცხლის სამკაულებს, მონეტებს, ფერადი ნაჭრების აპლიკაციებს. ნაქარგის ძირითადი მოტივია ჯვარი.

ორიგინალური თარგითა და მხატვრული შემკულობით ხევსურულ ტანსაცმელს ბადალი არ მოეძებნება არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.

ხევსურული სამზარეულო

ხევსურული ლუდი

ლუდი ხევსურეთში საპატიო სასმელია. ლუდი ქერისა და სვილისაგან იხარშება. ღირსებით აქ სვილის ლუდს ამჯობინებენ. სალუდე ჭირნახულს ჯერ ფორად აქცევენ და შემდეგ მას დაფქვავენ. ფქვილს წყალში ჩაყრიან და ადუღებენ. როცა ის დაიდუღებს, გასაწურავად.

ტომრებში ჩაასხამენ, თავებს ჭუჭკიტ მოუკრავებ და მას ორკაპიან „კედნით” (ჯოხი) მოუჭერენ: პარკიდან ლუდის წვენი ქვაბში იწურება. ტომარაში რჩება მხოლოდ ქატო, რომელსაც საქონელს აჭმევენ.

გამონაწურ ლუდის ტკბილს ისევ ქვაბში ჩაასხამენ, სვებს (ბალახია) ჩაატანენ და ადუღებენ. როცა ტკბილი დაიდუღებს, მას ხელმეორედ კარგად გასწურავენ, ლუდს შეანელებენ, შემდეგ კოდში ჩააყენებენ და ჭიჭს მისცემენ. ჭიჭი ლუდის წვენს ოთხ დღეში დაამაჭრებს და მეხუთე დღეს მშუშხავ ლუდს მიირთმევენ. ხევსურები ლუდს კარგად აკეთებენ და ბევრსაც სვამენ.

ფოტოგალერეა

სქოლიო

  1. Большая советская энциклопедия. Гл. ред. Б. А. Введенский, 2-е изд. Т. 46. Фусе — Цуруга. 1957. 672 стр., илл. и карты; 48 л. илл. и карт.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: