სოციალისტ-ფედერალისტები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3: ხაზი 3:
{{ქსე|9|495|სიდამონიძე უ.}}
{{ქსე|9|495|სიდამონიძე უ.}}


[[კატეგორია:საქართველოს პარტიები]]
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]]

10:53, 19 აპრილი 2013-ის ვერსია

სოციალისტ-ფედერალისტები, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია — 1901 პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა გაზეთ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ გარშემო შემოკრებილ ქართველ ინტელიგენტთა ჯგუფი (ა. ჯორჯაძე, გ. ლასხიშვილი, გ. და ა. დეკანოზიშვილები, გ. რცხილაძე, ს. ფირცხალავა და სხვები) და დაიწყო მუშაობა პარტიის შესაქმნელად. აირჩიეს ხელმძღვანელი კომიტეტი. 1903 წელს პარიზში დაიწყეს გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა. სოციალისტ-ფედერალისტები საქართველოს ავტონომიას კონსტიტუციური პარლამენტარიზმის საფუძველზე ვარაუდობდნენ. 1904 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ იმ ქართველ ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით, რომლბიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, ჟენევაში მოიწვია კონფერენცია. სოციალისტ-ფედერალისტებმა მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და საქართველოს ავტონომიისა და ფედერალიზმის იდეა წამოაყენეს.

ლიტერატურა