ჯაინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
== რესურსები ინტერნეტში == |
== რესურსები ინტერნეტში == |
||
{{Commons category|Jainism}} |
{{Commons category|Jainism}} |
||
⚫ | |||
* [http://www.jaingyan.com JainGyan.com] |
* [http://www.jaingyan.com JainGyan.com] |
||
* [http://jainworld.com/ Jainworld - World's oldest Jain site] |
* [http://jainworld.com/ Jainworld - World's oldest Jain site] |
||
ხაზი 18: | ხაზი 17: | ||
* [http://www.umich.edu/~umjains/jainismsimplified/jainsimp.html Simplified Jainism in University of Michigan] |
* [http://www.umich.edu/~umjains/jainismsimplified/jainsimp.html Simplified Jainism in University of Michigan] |
||
* [http://www.jainuniversity.org/ Jain University] |
* [http://www.jainuniversity.org/ Jain University] |
||
⚫ | |||
== სქოლიო == |
== სქოლიო == |
12:43, 21 მარტი 2013-ის ვერსია
ჯაინიზმი (სანსკრ.: जैन - „გამარჯვებული“) — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.
ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).
ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ.: जीव) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა (სანსკრ.: अनन्त ज), უსასრულო შემეცნება (სანსკრ.: अनन्त दर्शन्), უსასრულო გათვითცნობიერება (სანსკრ.: अनन्त चरित्र, ananta caritra?) და უსასრულო ბედნიერება (სანსრკ. अनन्त सुख, ananta sukha?). ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.
ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
- JainGyan.com
- Jainworld - World's oldest Jain site
- Jainism at Florida International University
- Ahimsa Times World's Leading Jain News e-letter
- Simplified Jainism in University of Michigan
- Jain University
- ჯაინიზმი (ჩემი ინდოეთი)თარგი:ჯაინიზმი
სქოლიო
- ↑ JainSymbol. Jainworld. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2012.