რომის პროვინციები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ru:Римская провинция
Bot: 45 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q182547
ხაზი 17: ხაზი 17:


[[კატეგორია:რომის პროვინციები|*]]
[[კატეგორია:რომის პროვინციები|*]]

[[ar:ولاية رومانية]]
[[bg:Римска провинция]]
[[br:Proviñs roman]]
[[ca:Administració provincial romana]]
[[cs:Římské provincie]]
[[cy:Talaith Rufeinig]]
[[da:Romerske provinser]]
[[de:Römische Provinz]]
[[el:Ρωμαϊκή επαρχία]]
[[en:Roman province]]
[[es:Administración provincial romana]]
[[et:Rooma provintsid]]
[[eu:Erromatar Inperioko probintziak]]
[[fi:Rooman provinssit]]
[[fr:Province romaine]]
[[gl:Provincia romana]]
[[he:פרובינקיה רומית]]
[[hr:Rimska provincija]]
[[hu:Római provinciák]]
[[is:Rómverskt skattland]]
[[it:Provincia romana]]
[[ja:属州]]
[[ko:로마의 속주]]
[[lt:Romos provincijos]]
[[lv:Senās Romas province]]
[[nl:Romeinse provincie]]
[[no:Romersk provins]]
[[oc:Província romana]]
[[pl:Prowincje rzymskie]]
[[pt:Província romana]]
[[ro:Provincie romană]]
[[ru:Римская провинция]]
[[sh:Rimske provincije]]
[[simple:Roman province]]
[[sl:Rimska provinca]]
[[sr:Римске провинције]]
[[sv:Romerska provinser]]
[[sw:Jimbo la Kiroma]]
[[th:มณฑลของโรมัน]]
[[tl:Lalawigang Romano]]
[[tr:Roma eyaleti]]
[[uk:Римська провінція]]
[[vi:Tỉnh của La Mã]]
[[zh:罗马帝国行省]]
[[zh-min-nan:Lô-má hêng-séng]]

12:14, 21 მარტი 2013-ის ვერსია

რომის იმპერიის ტერიტორიული ცვლილებები დროის მიხედვით

რომის პროვინციებიიტალიის ფარგლებს გარეთ მდებარე რომის ხელქვეითი ტერიტორია, რომელსაც საგანგებო მოხელე მართავდა. პირველი რომის პროვინციები იყო კუნძლები: სიცილია (ძვ. წ. 241 წლიდან), კორსიკა და სარდინია (ძვ. წ. 227 წლიდან). რესპუბლიკის ხანის მიწურულისათვის მათი რიცხვი ოცამდე გაიზარდა. გადასახადების ამკრებნი ძარცვვდნენ რომის პროვინციის მოსახლეობას, რომლის ნაწილი მონებადაც იყიდებოდა. ხდებოდა პროვინციების იძულებითი რომანიზაცია.

რომის პროვინციების მმართველებად ყოველწლიურად იგზავნებოდნენ პროკონსულები და პროპრეტორები, რომლებიც უკონტროლოდ მართავდნენ მათ. პროვნციათა ზედაფენის რომთან დაკავშირების მიზნით იულიუს კეისარმა დაიწყო მათთვის რომის მოქალაქეობის ან ლათინური მოქალაქეობის მინიჭება, მათი სენატში შეყვანა და გადასახადის ამკრებთა თვითნებობის შეზღუდვა (ძვ. წ. 59 წლის კანონი გამომძალველთა შესახებ). ავგუსტუსმა რომის პროვინციები დაყო (ძვ. წ. 27 წელი) სენატისეულ და საიმპერატორო პროვინციებად, რომელთაგან უკანასკნელნი ძირითადად საზღვრისპირა პროვინციები იყო და მათ იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები, პროკურატორები, მართავდნენ, არსებითად კი ყველა პროვინცია საიმპერატორო კონტროლს დაექვემდებარა.

პროვინციათა და ცენტრის თანდათანობით ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გათანაბრება დასრულდა დიოკლეტიანეს დროს (III საუკუნე), როცა მთელი რომის იმპერია, იტალიის ჩათვლით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად – პროვინციებად (რომელთა საზღვრები რომის პროვინციების საზღვრებს არ ემთხვეოდა) დაიყო.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში