გიორგი შავგულიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q4519210 |
||
ხაზი 41: | ხაზი 41: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1910]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1910]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1959]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1959]] |
||
[[ru:Шавгулидзе, Георгий Владимирович]] |
16:11, 15 მარტი 2013-ის ვერსია
გიორგი შავგულიძე | |
---|---|
გიორგი შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი − გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1910 წლის 16 ნოემბერს. საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომში მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.
გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.
დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში[1].
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი შავგულიძე, ეროვნული ფილმოგრაფია
- გიორგი შავგულიძე, burusi.wordpress.com
სქოლიო
- ↑ გაზ. „კვირის პალიტრა“, 7–13 მარტი, 2011, №10 (866), გვ. 15.