სამართებელზე მორბენალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: an:Blade Runner
Bot: 42 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q184843
ხაზი 103: ხაზი 103:
{{Link FA|es}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|en}}

[[an:Blade Runner]]
[[ast:Blade Runner]]
[[bg:Блейд Рънър]]
[[bn:ব্লেড রানার]]
[[br:Blade Runner]]
[[bs:Istrebljivač]]
[[ca:Blade Runner]]
[[cs:Blade Runner]]
[[cy:Blade Runner]]
[[da:Blade Runner]]
[[de:Blade Runner]]
[[en:Blade Runner]]
[[es:Blade Runner]]
[[et:Blade Runner]]
[[eu:Blade Runner]]
[[fa:بلید رانر]]
[[fi:Blade Runner]]
[[fr:Blade Runner (film)]]
[[gl:Blade Runner]]
[[he:בלייד ראנר]]
[[hi:ब्लेड रनर]]
[[hr:Istrebljivač]]
[[hu:Szárnyas fejvadász]]
[[hy:Սայրի վազորդ]]
[[it:Blade Runner]]
[[ja:ブレードランナー]]
[[ko:블레이드 러너]]
[[lt:Bėgantis skustuvo ašmenimis]]
[[lv:Pa asmeni skrejošais]]
[[nl:Blade Runner]]
[[no:Blade Runner]]
[[pl:Łowca androidów]]
[[pt:Blade Runner]]
[[ro:Vânătorul de recompense]]
[[ru:Бегущий по лезвию]]
[[simple:Blade Runner]]
[[sr:Истребљивач]]
[[sv:Blade Runner]]
[[te:బ్లేడ్ రన్నర్]]
[[tr:Bıçak Sırtı]]
[[uk:Той, хто біжить по лезу]]
[[zh:银翼杀手]]

15:10, 15 მარტი 2013-ის ვერსია

„სამართებელზე მორბენალი“
ჟანრი ფანტასტიკა, კიბერპანკი
რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი მაიკლ დილი
სცენარის ავტორი ჰემპტონ ფენჩერი
დევიდ პიპლზი
როლებში ჰარისონ ფორდი
რუტგერ ჰაუერი
შონ იანგი
ედვარდ ჯეიმზ ოლმოსი
კომპოზიტორი ვანგელისი
ოპერატორი ჯორდან კრონენვეთი
მონტაჟი ტერი როულინგზი
ლეს ჰილი
(რეჟისორის ვერსია)
სტუდია The Ladd Company
Tandem Productions
Sir Run Run Shaw
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 25 ივნისი, 1982 (1982-06-25)
ხანგრძლივობა 116 წთ (ორიგინალური ვერსია)
(იხილეთ ინფორმაცია
სხვა ვერსიებზე
)
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 28 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 32,768,670 აშშ დოლარი

სამართებელზე მორბენალი1982 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია რიდლი სკოტი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჰარისონ ფორდი, რუტგერ ჰაუერი და შონ იანგი. სცენარის ავტორები არიან ჰემპტონ ფენჩერი და დევიდ პიპლზი. ფილმი ეფუძნება მწერალ ფილიპ დიკის რომანს ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?.

სიუჟეტით, მოქმედება მიმდინარეობს ლოს ანჯელესში, 2019 წელს. გენეტიკური ინჟინერიით შექმნილი ორგანული რობოტი რეპლიკანტები იწყებენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ეწინააღმდეგებიან კანონებს, ქმნიან რა საშიშროებას საზოგადოებისათვის. მთავარ გმირს, ე.წ. სამართებელზე მორბენალს, რიკ დეკარდს, დაევალება რამდენიმე მათგანის განადგურება.

როლები

გარდა ჰარისონ ფორდისა, ფილმში იმ პერიოდში ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მსახიობები თამაშობენ, დერილ ჰანასა და შონ იანგის მსგავსად. ძირითადი პერსონაჟები არიან:

გადაღება

რიდლი სკოტის ინტერესი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებისადმი გამოწვეული იყო უფროს ძმა ფრენკის კანის კიბოსგან გარდაცვალებით.[1] მისი ხანგრძლივი წამება რეჟისორის გონებაზე იმდენად დამთრგუნველად მოქმედებდა, რომ მრავალი წლის მანძილზე მას, საკუთარი აღიარებით, ღამის კოშმარები აწუხებდნენ. სწორედ ამ უსიამოვნო ფიქრებისგან მოწყვეტის მიზნით, სკოტი დაინტერესდა ფილიპ დიკის რომანის ეკრანიზაციით, თუმცა თავად წიგნი მთლიანად არ წაუკითხავს.

ეკრანიზაცია ეფუძნება ფილიპ დიკის რომანს ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?. ინტერესი მისდამი გაჩნდა 1968 წელს გამოცემის შემდეგ. თავდაპირველად ამ რომანით მარტინ სკორსეზე იყო დაინტერესებული. 1970-იან წლებში მსგავსი იდეა ჰერბ ჯეფსა ჰქონდა, მაგრამ დიკს არ მოსწონდა მისი სცენარი. დიკი: "იგი იმდენად ცუდი იყო, რომ პირდაპირ ვუთხარი, ხომ არ სურდა, რომ იქვე, აეროპორტში მეცემა იგი ან სასტუმროს ნომრამდე მომეთმინა".[2].

პროდიუსერი მაიკლ დილი დაინტერესდა ფენჩერის მიერ დაწერილი სცენარის შავი ვერსიით და რიდლი სკოტს შესთავაზა, მის კარიერაში პირველი ამერიკული ფილმი შეექმნა. მანამდე სკოტი უარს ამბობდა პროექტში მონაწილეობაზე, მაგრამ ფილმ დიუნის შენელებული წარმოების მიტოვების შემდეგ, 1980 წლის 21 თებერვალს, სამართებელზე მორბენალი მის ხელში გადავიდა. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა დაფინანსების გაზრდა 13-დან 15 მილიონ აშშ დოლარამდე. ფენჩერის სცენარი ამ პერიოდში ყურადღებას უფრო მეტად გარემოს აღწერას უთმობდა, ჰუმანურობისა და რწმენის მაგივრად, რაც სინამდვილეში რომანის მთავარ აზრს წარმოადგენდა. სკოტს სურდა ცვლილებების შეტანა. პირველ რიგში, ფენჩერმა შეცვალა ფილმის სათაური. ახალი სათაური მომდინარეობდა ალან ნოურსის რომანისგან სამართებელზე მორბენალი (იწერება The Bladerunner). სიტყვა გაყოფილი იქნა ორ ნაწილად - Blade Runner. სკოტს მოეწონა ახალი სახელწოდება და დილიმ იზრუნა სათაურზე უფლებების მოპოვებაზე. მანვე იქირავა დევიდ პიპლზი, რომელმაც შეცვალა სცენარი. ფენჩერმა პროექტი 1980 წლის 21 დეკემბერს დატოვა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა, რათა სცენარში დამატებითი ელემენტები შეეტანა.

თავდაპირველად დეკარდის როლისათვის დასტინ ჰოფმანი მოიაზრებოდა. იყვნენ სხვა პრეტენდენტებიც - ჯეკ ნიკოლსონი და ჯეიმზ კაანი. ფორდის კანდიდატურად მხარს უჭერდა სტივენ სპილბერგი, რომელმაც იმ პერიოდში დაასრულა ინდიანა ჯონსის პირველი ფილმის გადაღებები.[3]

გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა Warner Brothers-ის კალიფორნიულ სტუდიაში, რაც სკოტისათვის არატიპიური იყო. თავდაპირველად გადამღები ჯგუფი ბუნებრივი სცენების გადასაღებად ნიუ-იორკში, ლონდონში, ბოსტონსა და ატლანტაში დადიოდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ არც ერთი თანამედროვე ქალაქი არ გადმოსცემს მომავლის ქალაქის იერს ისე, როგორც ჰოლივუდური სტუდია.

ვიზუალურად, ფილმში ნაჩვენები ქალაქი ახლოს არის ფრიც ლანგის ფილმ მეტროპოლისთან. მსგავსება შეიმჩნევა ურბანულ გარემოცვასთანაც. სპეციალური ეფექტების ერთ-ერთი ავტორი, დევიდ დრაერი, შენობების მინიატურული ვერსიების აგებისას, იყენებდა მეტროპოლისის კადრებს.

სტილისტური განწყობისათვის რიდლი სკოტი იყენებდა ედვარდ ჰოპერის ნახატს ღამის ქურდები და ფრანგულ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კომიქსს მძიმე მეტალი. მხატვარმა მობიუსმა ასევე შექმნა ჰონგ კონგის ხედი ცუდ დღეს და ინგლისის ჩრდილო-დასავლეთის ინდუსტრიული ლანდშაფტი. სკოტმა ფონების ძირითადად მხატვრად პროექტში მოიყვანა სიდ მიდი, რომელიც ასევე მძიმე მეტალის გავლენის ქვეშ იყო. მობიუსს შესთავაზეს ფილმის გადაღების პირველ ეტაპზე თანამშრომლობა, მაგრამ მან უარი თქვა და მუშაობდა რენე ლალუს ანიმაციურ ფილმზე დროის მბრძანებლები. სამართებელზე მორბენალის პირველი კადრები 1981 წლის 9 მარტს იქნა აღბეჭდილი. გადაღებები 4 თვის შემდეგ დასრულდა.

გადაღებების დროს ფორდსა და სკოტს შორის დაძაბულობას ჰქონდა ადგილი, რომელიც თითქმის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. რეჟისორის მძიმე ხასიათმა გადამღებ ჯგუფს ისეთი სტრესი გაუჩინა, რომ ყველა ატარებდა მაისურებს ’უილ როჯერსი არასოდეს შეხვედრია რიდლი სკოტს’ - ფრაზა ეხებოდა ცნობილ პიროვნება უილ როჯერსს და მის გამონათქვამს ’არასოდეს შემხვედრია ისეთი ვინმე, ვინც მომწონებია’.

აღმოჩნდა, რომ ფილიპ დიკისთვის არავის უცნობებია ფილმის გადაღების შესახებ, რამაც მისი ნდობა ჰოლივუდისადმი კიდევ უფრო შეამცირა. მას შემდეგ, რაც დიკმა გააკრიტიკა ჰემპტონ ფენჩერის პირველი სცენარი, სტუდიამ მას დევიდ პიპლზის ვარიანტი წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ დიკი გარდაიცვალა ფილმის უშუალო პრემიერამდე, სტუდიაში მოწვევისას მას უჩვენეს სატესტო, 20 წუთიანი ნაწყვეტი და სცენარი. დიკმა კმაყოფილმა უთხრა სკოტს, რომ მის მიერ წარმოდგენილი სამყარო სწორედ ასეთი იყო. საბოლოოდ გამოსული ფილმი დიკის ხსოვნას მიუძღვნეს. თავად დიკის აზრით, რუტგერ ჰაუერის მიერ გათამაშებულ პერსონაჟში ნიცშეური ზეადამიანის ხორცშესხმა შეიმჩნეოდა. იგი იყო ’ყინულოვანი, არიული, უნაკლო’. თავად ჰაუერიც ამჟამად რეპლიკანტ როის როლს თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებს.[4]

მუსიკა

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA