ასო (ნიშანი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 91 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q9788
ბოტის წაშლა: ar:حرف (strong connection between (2) ka:ასო (ნიშანი) and ar:حرف (أبجدية))
ხაზი 24: ხაზი 24:
[[კატეგორია:ანბანური დამწერლობები]]
[[კატეგორია:ანბანური დამწერლობები]]


[[ar:حرف]]
[[it:Lettera (alfabeto)]]
[[it:Lettera (alfabeto)]]

12:01, 15 მარტი 2013-ის ვერსია

ასო არის ანბანური დამწერლობის სისტემის შემადგენელი ნაწილი და წერილობითი ნიშანი, გრაფემა, რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად, ან ცალკე, იხმარება ფონემის, მისი ძირითადი ვარიანტის ან მათს თანამიმდევრობათა გადმოსაცემად[1]. ისეთ სრულყოფილ დამწერლობებში, როგორიცაა ქართული, თითოეული ასო გადმოსცემს მხოლოდ ერთ ფონემას. თუმცა, ზოგჯერ, ერთი ასო გადმოსცემს ორ (ან მეტ) ფონემას(მაგ., ლათინურში x=/ks/, ბერძნულში Ψ=/ps/) და პირიქით — ერთზე მეტი ასო აღნიშნავს ერთ ფონემას(მაგ., ინგლისური sh=/š/, გერმანული sch=/š/, ფრანგული eau=/o/, პოლონური sz=/š/, cr=/č'/ და სხვა).

ერთი და იგივე ასო, ზოგჯერ, იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოცვაში იხმარება, გამოყენებულია სხვადასხვა ფონემის აღსანიშნად. მაგალითად, ინგლისური o იხმარება /ow/, /a/, /ə/, /ɔ/-ს გადმოსაცემად, s გადმოსცემს s-სა და z-ს; რუსული o a-სა და o-ს და სხვა.


არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად(მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულში pomme(=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ინგლისურში duke(=/dju:k/) ბოლო e არ იკითხება და სხვა[1].

ზოგიერთ დამწერლობათა სისტემაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს ვარიანტები(ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, არაბული ق(იზოლირებული), ـقـ(შუაში) გადმოსცემენ კ-ს და სხვა.

ასოები სხვადასხვა დამწერლობებში

ბერძნული ანბანი: Α, Β, Γ, Δ, Ε, Ζ, Η, Θ, Ι, Κ, Λ, Μ, Ν, Ξ, Ο, Π, Ρ, Σ, Τ, Υ, Φ, Χ, Ψ, Ω

ქართული ანბანი: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 637.