ძველი მაკედონია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა ITshnik გვერდი „მაკედონია (ძველი)“ გადაიტანა გვერდზე „ძველი მაკედონია“
Bot: 59 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q83958
ხაზი 21: ხაზი 21:
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
[[კატეგორია:ევროპის ყოფილი ქვეყნები]]
[[კატეგორია:ევროპის ყოფილი ქვეყნები]]

[[af:Koninkryk van Makedonië]]
[[ar:مقدونيا القديمة]]
[[ast:Macedonia Antigua]]
[[be:Старажытная Македонія]]
[[be-x-old:Старажытная Македонія]]
[[bg:Древна Македония]]
[[bs:Antička Makedonija]]
[[ca:Regne de Macedònia]]
[[cs:Starověká Makedonie]]
[[cy:Macedon]]
[[da:Makedonien i oldtiden]]
[[de:Makedonien (antikes Königreich)]]
[[el:Μακεδονικό βασίλειο]]
[[en:Macedonia (ancient kingdom)]]
[[eo:Antikva Makedonio]]
[[es:Reino de Macedonia]]
[[et:Vana-Makedoonia]]
[[eu:Mazedonia (Antzinako Grezia)]]
[[fa:مقدونیه باستان]]
[[fi:Makedonian valtakunta]]
[[fiu-vro:Makõdoonia kuningriik]]
[[fr:Royaume de Macédoine]]
[[fy:Makedoanje (âldheid)]]
[[gl:Reino de Macedonia]]
[[he:מוקדון]]
[[hr:Kraljevina Makedonija]]
[[hu:Makedónia]]
[[hy:Հին Մակեդոնիա]]
[[id:Kekaisaran Makedonia]]
[[it:Regno di Macedonia]]
[[ja:マケドニア王国]]
[[ko:마케도니아 왕국]]
[[la:Macedonia antiqua]]
[[lb:Kinnekräich Makedonien]]
[[lt:Senovės Makedonija]]
[[lv:Maķedonija (senā)]]
[[mk:Античка Македонија]]
[[mn:Македоны эзэнт гүрэн]]
[[ms:Empayar Macedonia]]
[[nds:Makedonien (Antike)]]
[[nl:Macedonië (oudheid)]]
[[no:Oldtidens Makedonia]]
[[oc:Reialme de Macedònia]]
[[pl:Starożytna Macedonia]]
[[pt:Macedónia Antiga]]
[[ro:Macedonia Antică]]
[[ru:Древняя Македония]]
[[sco:Macedon]]
[[sh:Makedonija (antička)]]
[[simple:Macedonian Empire]]
[[sk:Macedónia (historické územie)]]
[[sr:Античка Македонија]]
[[th:ราชอาณาจักรมาซิโดเนีย]]
[[tl:Kaharian ng Masedonya]]
[[tr:Makedonya (antik krallık)]]
[[uk:Стародавня Македонія]]
[[vi:Vương quốc Macedonia]]
[[war:Macedonia (hadto nga ginhadian)]]
[[zh:馬其頓王國]]

09:14, 15 მარტი 2013-ის ვერსია

მაკედონია ფილიპე II-ის გარდაცვალების შემდეგ

მაკედონიის სამეფო (ბერძ. Μακεδονία) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ. წ. V-ძვ. წ. II საუკუნეებში.[1] მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკია და სამხრეთიდან თესალია. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.

ძვ. წ. V საუკუნეში, არგეადების დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე არქელაეს (დაახლ. ძვ. წ. 413-399 წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი ეგიადან პელაში გადაიტანეს.

მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. ძვ. წ. 338 წელს გამართული ქერონეიის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე (ძვ. წ. 338-337 წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.

მაკედონიის იმპერია ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების პერიოდში.

ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის ალექსანდრე დიდის მეფობის პერიოდში. მან ძვ. წ. 336-334 წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, (სპარტის გამოკლებით) შემდეგ კი ძვ. წ. 334-323 წლებში სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა ანტიგონიდების გამარჯვებით დასრულდა (ძვ. წ. 306 წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო ელინიზმის ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ძვ. წ. III საუკუნის 70-იან წლებში გალატების შემოსევა. ბერძნულ პოლისებს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდოდათ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა ეტოლიის კავშირის შექმნისა (ძვ. წ. 320 წ.) და აქაველთა კავშირის აღდგენის (ძვ. წ. 280 წ.) შემდეგ, მაგრამ ძვ. წ. 221 წელს ქ. სელასიასთან მაკედონიამ სპარტა დაამარცხა და ლაკონიკე იძულებული გახდა მაკედონიის ბატონობა ეცნო. მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ (ძვ. წ. 221-ძვ. წ. 179 წწ.) ეტოლიის კავშირის წინააღმდეგ ძვ. წ. 220 წელს მოკავშირეთა ომი წამოიწყო, მაგრამ ძვ. წ. 217 წელს, რადგან რომთან საბრძოლველად ემზადებოდა იძულებული გახდა ნავპაქტოსში ზავი დაედო სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობებით. მაკედონია რომთან ბრძოლებში დამარცხდა მაკედონური ომების დროს, რომაელებმა მეფე პერსევსის (ძვ. წ. 179-ძვ. წ. 168 წწ.) ჯარი პიდნასთან გაანადგურეს. მაკედონია გაძარცვეს და 4 ოლქად დაყვეს. ძვ. წ. 148 წელს მაკედონიაში იფეთქა ანტირომაულმა აჯანყებამ ანდრისკეს მეთაურობით. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მაკედონია სამხრეთ ილირიასა და ეპირთან ერთად რომის პროვინციად გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. მაკედონია. ენციკლოპედია ბრიტანიკა. Encyclopædia Britannica Online (2008). ციტირების თარიღი: 2008-11-03.