გივი ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
 
(განსხვავება არ არის)

11:03, 25 მაისი 2007-ის ვერსია

გივი იოთამის ძე ამილახვარი (― † 1700), საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშის სარდალი და გორის მოურავი (1656-1696).

ვახტანგ V-ისა და არჩილ II-ის პოლიტიკის მიმდევარი. აქტიური მონაწილეობა მიიღო გიორგი XI-ის აჯანყებაში სპარსეთის წინააღმდეგ (1688). აჯანყების დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა რაჭას. გარდაიცვალა იქვე.