გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მოწყობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 22 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q678363
ხაზი 27: ხაზი 27:
[[კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა]]
[[კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა]]


[[bg:Държавно устройство на Обединеното кралство Великобритания и Северна Ирландия]]
[[cs:Politický systém Spojeného království]]
[[cy:Gwleidyddiaeth y Deyrnas Unedig]]
[[de:Politisches System des Vereinigten Königreichs]]
[[el:Πολιτικά του Ηνωμένου Βασιλείου]]
[[en:Politics of the United Kingdom]]
[[es:Política del Reino Unido]]
[[fr:Politique au Royaume-Uni]]
[[fr:Politique au Royaume-Uni]]
[[gl:Política do Reino Unido]]
[[he:פוליטיקה של הממלכה המאוחדת]]
[[id:Politik Britania Raya]]
[[it:Politica del Regno Unito]]
[[ja:イギリスの政治]]
[[lt:Jungtinės Karalystės politinė sistema]]
[[ms:Politik United Kingdom]]
[[no:Storbritannias politiske system]]
[[pl:Ustrój polityczny Wielkiej Brytanii]]
[[pt:Política do Reino Unido]]
[[ro:Politica Regatului Unit]]
[[ru:Государственный строй Великобритании]]
[[sq:Sistemi shtetëror në Mbretërinë e Bashkuar]]
[[sv:Storbritannien#Statsskick och politik]]
[[sv:Storbritannien#Statsskick och politik]]
[[vi:Chính trị Anh]]
[[zh:英国政治]]

16:02, 13 მარტი 2013-ის ვერსია

გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მოწყობა- გაერთიანებული სამეფო არის კონსტიტუციური მონარქია, რომელშიც მონარქი არის ქვეყნის მეთაური, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის და უელსის მთავრობებს და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ძალას. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მთავრობასაც და ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, ლორდთა და თემთა პალატას ისევე როგორც შოტლანდიის პარლამენტს და უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის საკრებულოებს. მოსამართლეთა კორპორაცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო სისტემებისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო არის ქვეყნის ყველაზე უმაღლესი სასამართლო. დიდი ბრიტანეთი არის მულტი-პარტიული სისტემა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიაა კონსერვატიული პარტია და ლეიბორისტული პარტია. მიუხედავას იმისა, რომ ბრიტანეთის საპარლამენტო პოლიტიკის ისტორიას კოალიციური და უმცირესობათა მთავრობები უხილავს, first-past-the-post სისტემა, რომელიც დიდი არჩევნებისათვის გამოიყენება, ამ ორ პარტიას ძალაუფლებაში დარჩენაში ხელს უმართავს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი საუკუნის განმავლობაში, ლეიბორისტულ და კონსერვატიულ პარტიებსაც მოუწიათ მესამე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ მათ საპარლამენტო სამუშაო უმრავლესობა მოეპოვებინათ. შოტლანდიაში და უელსში, ნაციონალისტური პარტიების მიმართ ელექტორატის მზარდმა სიმპათიამ, 1970-იან წლებში ამ ქვეყნების ადმინისტრაციული გამოყოფის (devolution) საკითხი წამოჭრა. თუმცა, შოტლანდიისა და უელსის საბოლოო დევოლუცია 1990-იან წლებამდე არ მომხდარა. დღესდღეობით, შოტლანდიას, უელსს და ჩრდილოეთ ირლანდიას ყავთ საკუთარი საკანონმდებლო ინსტიტუციები და მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად. ინდივიდუალური მთავრობები პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყნების საშინაო საკითხების მოგვარებაზე.

კონსტიტუცია შედგება კონსტიტუციური კონვენციების, საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ელემენებისაგან და როგორც ასეთი არის არაკოდიფიცირებული.

ბრიტანეთის პოლიტიკური მართვის სისტემა, ასევე ცნობილი როგორც უესტმინსტერის სისტემა, გადაღებული იქნა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების: კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, მალაიზიის და იამაიკის მიერ.

აღმასრულებელი ძალაუფლება

გაერთიანებულ სამეფოში, აღმასრულებელი ძალაუფლება ხორციელდება სოვერინის სახელით, რომელიც ნომინალურად აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. აღამასრულებელი ძალაუფლება გაერთიანებულ სამეფოში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შოტლანდიის მთავრობის, უელსის ასამბლეის და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელის მიერ ხორციელდება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი, დიდ ბრიტანეთში მისი აღმატებულესობა დედოფლის მთავრობის ხელმძღვანლად, მონარქის მიერ ინიშნება. პრემიერ-მინისტრის დანიშვნისას, მონარქი აუცილებლად ითვალიწინებს იმ კონვენციას, რომ პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს თემთა პალატის ისეთი წევრი, რომელსაც ყველაზე უკეთ ხელეწიფება ამ პალატის მხარდაჭერით მთავრობის ფორმირება. რეალურად, ეს ნიშნავს იმას რომ პრემიერ-მინისტრად ინიშნება იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც თემთა პალატაში ადგილთა აბსოლუტური უმრავლესობა უკავია. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირჩევს სხვა მინისტრებს, რომლებიც ერთად გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შეადგენენ და მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების, ანუ სამინისტროების, პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ სისტემაში, მთავრობა და კაბინეტი ერთი და იგივე მცნებებს არ წარმოადგენს. კაბინეტის შემადგენლობაში დაახლოებით ოცი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი, მთავრობაში კი დაახლოებით ასამდე მინისტრი შედის. კონსტიტუციური კონვენციის მიხედვით, მთავრობაში შემავალი ნებისმიერი მინისტრი ან თემთა პალატის ან ლორდთა პალატის წევრი უნდა იყოს. როგორც რამონდენიმე სხვა საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, აღმასრულებელი (ან "მთავრობა") არის პარლამენტის წევრი და პასუხისმგებელი პარლამენტთან - პარლამენტის მიერ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება მთავრობას აიძულებს ან გადადგომას ან პარლამენტის დაშლას და საზოგადო არჩევნების ხელახლა ჩატარებას.

პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი