გამოცხადება იოანესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (Robot: Modifying pl:Apokalipsa świętego Jana to pl:Apokalipsa św. Jana
Bot: 74 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q42040
ხაზი 71: ხაზი 71:


{{Link FA|es}}
{{Link FA|es}}

[[am:የዮሐንስ ራዕይ]]
[[ar:رؤيا يوحنا]]
[[arc:ܓܠܝܢܐ ܕܝܘܚܢܢ]]
[[ast:Apocalipsis]]
[[bar:Offnbarung vom Johannes]]
[[be:Кніга Апакаліпсіс]]
[[bg:Откровение на Йоан]]
[[bs:Otkrivenje]]
[[ca:Apocalipsi]]
[[cdo:Mĕk-sê Liŏh]]
[[cs:Zjevení Janovo]]
[[cy:Datguddiad Ioan]]
[[da:Johannes' Åbenbaring]]
[[de:Offenbarung des Johannes]]
[[el:Αποκάλυψη του Ιωάννη]]
[[en:Book of Revelation]]
[[eo:Apokalipso de Johano]]
[[es:Apocalipsis]]
[[et:Johannese ilmutuse raamat]]
[[eu:Apokalipsi]]
[[fa:مکاشفه یوحنا]]
[[fi:Johanneksen ilmestys]]
[[fo:Opinbering Jóhannesar]]
[[fr:Apocalypse]]
[[fur:Libri de Apocalìs]]
[[gl:O Apocalipse]]
[[hak:Khí-sṳ-liu̍k]]
[[he:חזון יוחנן]]
[[hr:Otkrivenje]]
[[ht:Apokalips]]
[[hu:A jelenések könyve]]
[[hy:Հայտնություն Հովհաննեսի]]
[[id:Wahyu kepada Yohanes]]
[[it:Apocalisse di Giovanni]]
[[ja:ヨハネの黙示録]]
[[jv:Kitab Wahyu]]
[[kk:Жохан аяны]]
[[ko:요한 묵시록]]
[[la:Apocalypsis Ioannis]]
[[lmo:Apucaliss de Giuan]]
[[lt:Apreiškimas Jonui]]
[[lv:Jāņa atklāsmes grāmata]]
[[mk:Откровение на Јован]]
[[ml:യോഹന്നാനു ലഭിച്ച വെളിപാട്‌]]
[[ms:Kitab Wahyu]]
[[nl:Openbaring (boek)]]
[[nn:Johannes' openberring]]
[[no:Johannes' åpenbaring]]
[[oc:Apocalipsi]]
[[pl:Apokalipsa św. Jana]]
[[pt:Apocalipse]]
[[qu:Huwanpa Apokalipsisnin]]
[[ro:Apocalipsa lui Ioan]]
[[ru:Откровение Иоанна Богослова]]
[[sc:Apocalisse]]
[[scn:Apucalissi di Giuvanni]]
[[sh:Knjiga Otkrivenja]]
[[simple:Book of Revelation]]
[[sk:Zjavenie Jána]]
[[sl:Razodetje (Apokalipsa)]]
[[sm:O le Faaaliga ia Ioane]]
[[sn:Zvakazarurwa]]
[[sr:Откровење Јованово]]
[[sv:Uppenbarelseboken]]
[[sw:Ufunuo wa Yohane]]
[[ta:திருவெளிப்பாடு (நூல்)]]
[[th:หนังสือวิวรณ์]]
[[tl:Aklat ng Pahayag]]
[[ug:ۋەھىيلەر]]
[[uk:Апокаліпсис]]
[[vep:Nägudezkirj]]
[[vi:Sách Khải Huyền]]
[[yo:Ìwé Ìfihàn]]
[[zh:启示录]]

20:45, 11 მარტი 2013-ის ვერსია

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება - აპოკალიფსი, რუსეთი, XVIII ს.

გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესიახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები.

იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა.

ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები.

ერთი წერილი შვიდი ეკლესიისადმი

ვიკიციტატა
„”ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა: ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტა ან ცივი იყო, ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. მე გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმენდილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე.

აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”. [2]

ეს შვიდი ეკლესია მაშინ არსებობდა, როცა იოანე თავის ”გამოცხადებას” წერდა, მაგრამ ეს წერილები ქრისტიანული ეკლესიის და მორწმუნეთა მომავალ ბედსაც გადმოგვცემს.

ახალი ცა და ახალი მიწა...

იოანე მოციქულის ხილვა
მეშვიდე საყვირი

იოანეს გამოცხადების უკანასკნელი თავებიდან გამოიხატება ბოლო დღეთა სამსჯავროს, ახალი ცისა და ახალი მიწის მეტ-ნაკლებად სიმბოლური აღწერილობა.

ვიკიციტატა
„”ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განსჯილ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განსჯილ იქნა თავის საქმეებისამებრ...

ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმინდა ქალაქი - ახალი ერუსალიმი, რომელიც ღვთისგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: ”აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის. და ის დამკვიდრდება მათ შორის. ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ”.

თქვა ტახტზე მჯდომარემ: ”აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: ”დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტია”. მითხრა: ”აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია...”

ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე... ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური და ვერც ერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი”.[3]

ბიბლიის უკანასკნელი გვერდი

წმინდა წერილი, ბიბლია სრულდება ღვთის ძის, იესო ქრისტეს მომავალი, მეორედ მოსვლის შესახებ საუბრით.

უკანასკნელი ნაწყვეტი ”იოანეს გამოცხადებიდან” - უკანასკნელი გვერდი ბიბლიისა:

ვიკიციტატა
„’მითხრა: ”ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა.

მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა.

მე, იესომ მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაში ვარსკვლავი”.

სული და სასძლო ამბობენ: ”მოდი!” გამგონემაც თქვას: ”მოდი!” მწყურველი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცლხის წყალი.

მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამის მამოწმებელი ამბოს: ”ჰე, მალე მოვალ!” ამინ.

ჰე, მოდი, უფალო იესო! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა წმიდასთან. ამინ”.“

შინაარსი

რესურსები

  • საბავშვო ბიბლია, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1998 წ. გვ. 508-514

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. გამოცხ. 1,8-11
  2. გამოცხ. 3,14-22
  3. გამოცხ. 20,11-13; 21,1-8,23,27

თარგი:Link FA