მატყლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: new:तँय्
Bot: 72 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q42329
ხაზი 41: ხაზი 41:


[[კატეგორია:ცხოველების ანატომია]]
[[კატეგორია:ცხოველების ანატომია]]

[[an:Lana]]
[[ar:صوف]]
[[ast:Llana]]
[[ay:T'arwa]]
[[az:Yun]]
[[be:Воўна]]
[[be-x-old:Воўна]]
[[bg:Вълна (материал)]]
[[bs:Vuna]]
[[ca:Llana]]
[[cs:Ovčí vlna]]
[[cy:Gwlân]]
[[da:Uld]]
[[de:Wolle]]
[[en:Wool]]
[[eo:Lano]]
[[es:Lana]]
[[eu:Artile]]
[[fa:پشم]]
[[fi:Villa]]
[[fr:Laine]]
[[ga:Olann]]
[[gl:La]]
[[gu:ઊન]]
[[he:צמר]]
[[hi:ऊन]]
[[hr:Vuna]]
[[ht:Lenn]]
[[hu:Gyapjú]]
[[hy:Բուրդ]]
[[id:Wol]]
[[io:Lano]]
[[is:Ull]]
[[it:Lana]]
[[ja:ウール]]
[[kn:ಉಣ್ಣೆ]]
[[ko:양모]]
[[ku:Hirî]]
[[ln:Nkunza ya mpatá]]
[[lt:Vilna]]
[[lv:Vilna]]
[[mr:लोकर]]
[[nah:Ichcatohmitl]]
[[nds:Wull]]
[[new:तँय्]]
[[nl:Wol]]
[[nn:Ull]]
[[no:Ull (tekstil)]]
[[nv:Aghaaʼ]]
[[os:Къуымбил]]
[[pl:Wełna]]
[[pt:Lã]]
[[qu:Millma]]
[[ro:Lână]]
[[ru:Шерсть (материал)]]
[[sco:Oo]]
[[sh:Vuna]]
[[simple:Wool]]
[[sl:Volna]]
[[sq:Leshi]]
[[sr:Вуна]]
[[su:Wol]]
[[sv:Ull]]
[[ta:கம்பளி]]
[[tg:Пашм]]
[[tl:Lana]]
[[tr:Yün]]
[[uk:Вовна]]
[[ur:اون]]
[[vi:Len]]
[[yi:וואל]]
[[zh:羊毛]]

13:44, 11 მარტი 2013-ის ვერსია

გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი მატყლი
სხვადასხვა ტიპის მატყლი

მატყლიძუძუმწოვრების ბეწვიანი საფარი, რომელსაც აქვს ძაფად დაგრეხისა და მოთელვის თვისებები. მატყლისთვის დამახასიათებელია დაბალი თბოგამტარობა, ტენის ჭარბად შთანთქმა, მაღალი ცვეთამტანობა. მატყლის ბოჭკო რქოვანი წარმონაქმნია. განასხვავებენ მატყლის ბოჭკოს ჯგუფებს: წმინდანს, უხეშს, გარდამავალსა და „მკვდარს“.

წმინდა ყველაზე წვრილი და დაკლაკნილი ბოჭკოა; უხეში უფრო მსხვილი, ნაკლებად კლაკნილია და გულს შეიცავს; გარდამავალს საშუალო ადგილი უკავია წმინდასა და უხეშ ბოჭკოს შორის; „მკვდარი“ ბოჭკო ძალზე უხეში და მტვრევადია.

მატყლის ძირითადი ტექნიკური თვისებებია: სიმსხო, სიგრძე, კლაკნილობა, სიმაგრე, ჭიმვადობა, დრეკადობა, ელასტიკურობა, ფერი, მბზინვარება. ცხვრის მატყლს განასხვავებენ შემადგენელი ბოჭკოების თანაფარდობის მიხედვით. ერთგვაროვანი მატყლი შედგება ერთი ტიპის წმინდა ან ნახევრად წმინდა ბოჭკოსაგან, არაერთგვაროვანი ანუ ნაირბეწვიანი — წმინდა, გარდამავალი, უხეში და ზოგჯერ მკვდარი ბოჭკოებისაგან. ერთგვაროვან მატყლში წმინდა და ნახევრად წმინდა ბოჭკოები ჯგუფდება და შტაპელით იკვრება; არაერთგვაროვანში კულულებად იკვრება წმინდა, ნახევრად წმინდა და უხეში ბეწვები. შტაპელები ან კულულები ცალკეული ბეწვებით კანძად ებმება. მატყლის დიდ უმეტესობას ცხვარი იძლევა, შემდეგ აქლემი, თხა და სხვა ცხოველბი. 1976 წელს ცხვრის მატყლის მსოფლიო წარმოება 2,6 მლნ. ტ შეადგენდა. 1976 წელს საქართველოში აწარმოეს 5,2 ათ. ტ მატყლი. სამრეწველო სტანდარტების მიხედვით არსებობს ნორმალური, გაყვითლებული, ჩეჩქიანი, ბირკიანი, ზადიანი და სხვა მატყლი. ფერის მიხედვით — თეთრი, ღია ნაცრისფერი, ფერადი. პრაქტიკული გამოყენება აქვს აგრეთვე თხისა და აქლემის მატყლს.

წარმოება

მატყლის წარმოების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით შეადგენს 1,3 მილიონ ტონას წელიწადში, რომლისგანაც დაახლოებით 60% მიდის ტანისამოსის საწარმოებლად. მატყლის ყველაზე დიდ მწარმოებელს წარმოადგენს ავსტრალია, სადაც უმეტესად აშენებენ მერინოსის ჯიშის ცხვარს.

მატყლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებია:

  1. ავსტრალიის დროშა ავსტრალია: 25%
  2. ჩინეთის დროშა ჩინეთი: 18%
  3. აშშ-ის დროშა აშშ: 17%
  4. ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია: 11%
  5. არგენტინის დროშა არგენტინა: 3%
  6. თურქეთის დროშა თურქეთი: 2%
  7. ირანის დროშა ირანი: 2%
  8. გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო: 2%
  9. ინდოეთის დროშა ინდოეთი: 2%
  10. სუდანის დროშა სუდანი: 2%
  11. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: 1%

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: