აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: hy:Աֆոնhy:Աթոս
Bot: 55 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q130321
ხაზი 50: ხაზი 50:


{{Link FA|he}}
{{Link FA|he}}

[[af:Berg Athos]]
[[ar:جبل آثوس]]
[[bg:Атон]]
[[br:Menez Athos]]
[[bs:Sveta Gora]]
[[ca:Athos]]
[[cs:Athos]]
[[cy:Mynydd Athos]]
[[da:Athos (bjerg)]]
[[de:Athos]]
[[el:Άγιο Όρος]]
[[en:Mount Athos]]
[[eo:Athos]]
[[es:Monte Athos]]
[[et:Áthos]]
[[fa:کوه آثوس]]
[[fi:Athos]]
[[fo:Athos]]
[[fr:Mont Athos]]
[[frp:Rèpublica monastica du Mont Atos]]
[[gl:Monte Athos]]
[[he:הר אתוס]]
[[hr:Brdo Atos]]
[[hu:Athosz-hegy]]
[[hy:Աթոս]]
[[io:Athos]]
[[is:Aþos]]
[[it:Monte Athos]]
[[ja:アトス山]]
[[jv:Mount Athos (otonom)]]
[[ko:아토스 산]]
[[la:Athus]]
[[lt:Atonas (Graikija)]]
[[mk:Света Гора]]
[[ml:മൗണ്ട് ആഥോസ്]]
[[nl:Athos (schiereiland)]]
[[nn:Áthos]]
[[no:Athos]]
[[pl:Athos]]
[[pt:Monte Atos]]
[[ro:Muntele Athos]]
[[ru:Афон]]
[[sh:Sveta Gora]]
[[simple:Mount Athos]]
[[sk:Athos (polostrov)]]
[[sr:Света гора]]
[[sv:Athos]]
[[th:เมานต์เอธอส]]
[[tr:Aynoroz]]
[[uk:Афон]]
[[vec:Mónte Athos]]
[[vi:Núi Athos]]
[[war:Bukid Athos]]
[[xmf:აიონ-ოროსი]]
[[zh:阿索斯山]]

01:06, 11 მარტი 2013-ის ვერსია

{{{სახელი}}}
კოორდინატები: 40°09′26″ ჩ. გ. 24°19′35″ ა. გ. / 40.15722° ჩ. გ. 24.32639° ა. გ. / 40.15722; 24.32639
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ფართობი 335,63 კმ²
აკვატორია ეგეოსის ზღვა
მოსახლეობა 2 262
ათონის მთის სამ განზომილებიანი ანალოგი

აიონ-ოროსი (ბერძნ. Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), იგივე ათონინახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ათონი (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო აქტე. ძვ. წ. 480 საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ქსერქსეს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.

VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე, „ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — „დიდი ლავრა“ აქ 963 წელს ააგო ათანასე ათონელმა. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და ათონის ივერთა მონასტერი. ბერძნებისა და ქართველების გარდა, აქ მონასტრები ააშენეს სერბებმა (ხილანდარი), ბულგარელებმა (ზოგრაფუ), რუსებმა (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, 1961 წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).

ბიზანტიის იმპერიის დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ, (1430) აიონ-ოროსი ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. I მსოფლიო ომის შემდეგ, აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია კარიასი (X საუკუნიდან).

ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.

აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ალექსიძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 235, თბ., 1975
  • Кондаков Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902;
  • Натроев А., Иверский монастырь на Афоне, Тфл., 1909;
  • Успенский П., История Афона, ч. 1—3, К., 1977;
  • Bies J., Mont Athos, P., 1963;
  • Le millenire du mont Sthos, 963—1963, Etudes et melanges, t. 1—2, (Chevetogne), 1963—1964;
  • Sherrard Ph., Athos the mountain of silence, Osf., (Toronto), 1960
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 454
ინგლ.რუს.ფრ.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA