დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q3651869 |
||
ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1813]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1813]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1853]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1853]] |
||
[[ca:David Dadiani]] |
|||
[[ru:Дадиани, Давид Леванович]] |
00:09, 11 მარტი 2013-ის ვერსია
დავით დადიანი (დ. 26 იანვარი, 1813 ― გ. 30 აგვისტო, 1853) — სამეგრელოს მთავარი (1846-1853), გენერალ მაიორი. მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე (1840-იდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნიკო დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პ. იოსელიანთან და მ. ბროსესთან.
ბიოგრაფია
დავით დადიანი დაიბადა 1813 წლის 26 იანვარს. სოფელ ჭაქვინჯის ციხის მახლობლად, სადაც მთავარ ლევან დადიანს ჰქონდა უბრალო ოდა. 26 იანვარი დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არის და მთავრის ოჯახი ამ დღეს, ამის შემდეგ, ყოველ წელს დღესასწაულობდა.
„გრიგოლ დადიანმა მოამბო: “დავითის მიმრქმელი იყო ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ლალა - პეპუ ჩიჩუა და ძიძა - როგორც მეგრელს ამის უთქმელობა არ მარგია - ივანე ორზოლიას ცოლი მაიკო.[1]“
|
სქოლიო
- ↑ დავით დადიანი და მისი დრო, იონა მეუნარგია,გვ.5
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
- მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939
- ქსე, ტ. 3, გვ. 339, თბ., 1978
|