აბუსერისძენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
Bot: Migrating 2 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2905985 (translate me)
ხაზი 6: ხაზი 6:


[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]

[[en:Abuserisdze]]
[[he:אבוסרידזה]]

07:35, 9 მარტი 2013-ის ვერსია

აბუსერისძენი, XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან კლარჯეთისა (არტანუჯის) და ხიხათა (აჭარის) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. XI საუკუნის II ნახევარში მათ დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში იყვნენ მხოლოდ ხიხათა ერისთავთერისთავები. XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე (გ. 1355). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგის დიდებულთა სიაში.

ლიტერატურა

  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975
  • აბუსერისძეები XI-XIV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში / ბიჭიკო დიასამიძე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი .- ბათუმი, 2008 .- ტ. III .- გვ.77-93