ჯონ ფონ ნოიმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: mn:Жон Фон Нейман
Bot: Migrating 68 interwiki links, now provided by Wikidata on d:q17455 (translate me)
ხაზი 28: ხაზი 28:
[[კატეგორია: დაბადებული 1903]]
[[კატეგორია: დაბადებული 1903]]
[[კატეგორია: გარდაცვლილი 1957]]
[[კატეგორია: გარდაცვლილი 1957]]

[[ar:جون فون نيومان]]
[[ast:John von Neumann]]
[[az:Con fon Neyman]]
[[bat-smg:Džuons vuon Neimans]]
[[be:Джон фон Нейман]]
[[bg:Джон фон Нойман]]
[[bn:জন ভন নিউম্যান]]
[[br:John von Neumann]]
[[bs:John von Neumann]]
[[ca:John von Neumann]]
[[cs:John von Neumann]]
[[cy:John von Neumann]]
[[da:John von Neumann]]
[[de:John von Neumann]]
[[el:Τζον φον Νόιμαν]]
[[en:John von Neumann]]
[[eo:John von Neumann]]
[[es:John von Neumann]]
[[et:John von Neumann]]
[[eu:John von Neumann]]
[[fa:جان فون نویمان]]
[[fi:John von Neumann]]
[[fr:John von Neumann]]
[[gl:John von Neumann]]
[[he:ג'ון פון נוימן]]
[[hr:John von Neumann]]
[[ht:John von Neumann]]
[[hu:Neumann János]]
[[hy:Ջոն ֆոն Նեյման]]
[[id:John von Neumann]]
[[io:John von Neumann]]
[[is:John von Neumann]]
[[it:John von Neumann]]
[[ja:ジョン・フォン・ノイマン]]
[[ko:존 폰 노이만]]
[[la:Ioannes de Neumann]]
[[lb:John von Neumann]]
[[lt:John von Neumann]]
[[lv:Džons fon Neimans]]
[[mk:Џон фон Нојман]]
[[ml:ജോൺ വോൺ ന്യൂമാൻ]]
[[mn:Жон Фон Нейман]]
[[mr:जॉन फोन न्यूमन]]
[[nl:John von Neumann]]
[[nn:John von Neumann]]
[[no:John von Neumann]]
[[pl:John von Neumann]]
[[pms:John von Neumann]]
[[pt:John von Neumann]]
[[ro:John von Neumann]]
[[ru:Нейман, Джон фон]]
[[sh:John von Neumann]]
[[simple:John von Neumann]]
[[sk:John von Neumann]]
[[sl:John von Neumann]]
[[sq:John von Neumann]]
[[sr:Џон фон Нојман]]
[[sv:John von Neumann]]
[[sw:John von Neumann]]
[[th:จอห์น ฟอน นอยมันน์]]
[[tr:John von Neumann]]
[[uk:Джон фон Нейман]]
[[vi:John von Neumann]]
[[vo:John von Neumann]]
[[yo:John von Neumann]]
[[zh:约翰·冯·诺伊曼]]
[[zh-classical:馮諾曼]]
[[zh-min-nan:John von Neumann]]

07:04, 9 მარტი 2013-ის ვერსია

ჯონ ფონ ნოიმანი, 1940 წ.

ჯონ ფონ ნოიმანი (28 დეკემბერი, 1903, ბუდაპეშტი8 თებერვალი, 1957, ვაშინგტონი), უნგრეთში დაბადებული ამერიკელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. ეკუთვნის შრომები ფუნქციონალურ ანალიზში, კვანტურ მექანიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში. უზარმაზარი წვლილი შეიტანა პირველი ელექტრონული გამომთვლელი მანქანების შექმნაში, მისმა თამაშთა თეორიამ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკაში.

ევროპული წლები

დაიბადა ბუდაპეშტში. სწავლობდა ქიმიას ბერლინის უნივერსიტეტში, 1926 წელს ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში მოიპოვა ქიმიკოსის დიპლომი. იმავე წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაიცვა რა დისერტაცია სიმრავლეთა თეორიაში.

1926–1929 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი. 1929–1930 წლებში კი – ჰამბურგის უნივერსიტეტში. იმ დროის მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება კვანტურ ფიზიკას და ოპერატორების თეორიას. ამ შრომების წყალობით კვანტური ფიზიკა და ოპერატორების თეორია ერთი და იმავე საგნად მოიაზრება.

ამერიკის წლები

1930 წელს ფონ ნოიმანი აშშ–ში მიიწვიეს პრინსტონისა და ნიუ–ჯერსის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, 1931 წელს კი ნიუ–ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, სადაც მომდევნო წელს ერგოიდული ჰიპოთეზის ზუსტი მათემატიკური ფორმულირება მოახდინა. 1932 წელს გამოქვეყნდა მისი ნაშრომი "კვანტური მექანიკის მათემატიკური საფუძვლები", რომელიც კლასიკურ სასწავლო სახელმძღვანელოდ იქცა. 1933 წელს ფონ ნოიმანი პრინსტონის უნივერსიტეტში გადავიდა სამუშაოდ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო.

1930–იანი წლების მეორე ნახევარში ნოიმანმა ფ.ჯ. მიურეისთან ერთად გამოაქვეყნა შრომათა სერია ოპერატორთა რგოლების შესახებ, რომლითაც დასაბამი მისცა ე.წ. ნოიმანის ალგებრას. ეს უკანასკნელი კი კვანტური ფიზიკის კვლევების უმთავრესი ინსტრუმენტი გახდა შემდგომში.

1937 წელს ფონ ნოიმანმა აშშ–ს მოქალაქეობა მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლოს–ალამოსის ატომურ ცენტრში კონსულტანტად მუშაობდა, სადაც მოახდინა ბირთვული იარაღის დეტონაციის აფეთქების მეთოდის გათვლები. მუშაობდა წყალბადის ბომბის შექმნაზეც. 1955 წელს კი აშშ–ს ატომური ენერგიის კომისიის წევრი გახდა.

ფონ ნოიმანის 150 შრომიდან 20 ეხება ფიზიკის პრობლემატიკას, დანარჩენი კი თანაბრად არის განაწილებული სუფთა მათემატიკასა და გამოყენებით მათემატიკას შორის, მათ შორის თამაშთა თეორიას და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

ფონ ნოიმანს ეკუთვნის ნოვატორული შრომები კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლებიც კომპიუტერის ლოგიკურ ორგანიზაციას, მანქანური მეხსიერების ფუნქციონირების პრობლემებს, ალბათური რიცხვების გენერაციას და თვითწარმოებად სისტემებს ეხება. 1944 წელს იგი, მათემატიკურ საკითხებში კონსულტანტის რანგში, შეუერთდა მოკლის და ეკერტის ჯგუფს, რომლებიც ENIAC-ის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. იმ დროისათვის ჯგუფი ახალი ტიპის გამომთვლელი მანქანის, EDVAC–ის შექმნას შეუდგა, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით მონაცემებს საკუთარ შიდა მეხსიერებაში ინახავდა. 1945 წელს ნოიმანმა გამოაქვეყნა "წინასწარი მოხსენება EDVAC–ის შესახებ", სადაც აღწერილი იყო თავად მანქანა და მისი ლოგიკური მოწყობილობანი. ამ ნაშრომში აღწერილი არქიტექტურა დღესდღეობით "ფონ ნოიმანის არქიტექტურის" სახელითაა ცნობილი და დღესდღეობით არსებულ თითქმის ყველა კომპიუტერის ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს. 1952 წელს ნოიმანმა პირველი კომპიუტერი, MANIAC I შექმნა, რომელიც მონაცემებს ინფორმაციის მოქნილ მატარებელზე ინახავდა.

ფონ ნოიმანის წარმატების მიზეზს ე.წ. "აქსიომატურ მეთოდს" ასახელებენ, რომლითაც ის ხელმძღანელობდა. იგი ყოველივეს განიხილავდა და აღწერდა უმთავრესი მახასიათებლების (ე.წ. აქსიომების) საშუალებით, რომლებიდანაც ყოველივე დანარჩენი გამომდინარეობს.

1956 წელს ატომური ენერგიის კომისიამ ჯონ ფონ ნოიმანი ენრიკო ფერმის პრემიით დააჯილდოვა კომპიუტერულ მეცნიერებებში შეტანილი წვლილისათვის.