მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 57 interwiki links, now provided by Wikidata on d:q58720 (translate me)
ხაზი 74: ხაზი 74:
[[კატეგორია:დაბადებული 1711]]
[[კატეგორია:დაბადებული 1711]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1765]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1765]]

[[ar:ميخائيل لومونوسوف]]
[[ay:Mikhaïl Lomonóssov]]
[[az:Mixail Lomonosov]]
[[be:Міхаіл Васілевіч Ламаносаў]]
[[be-x-old:Міхаіл Ламаносаў]]
[[bg:Михаил Ломоносов]]
[[bs:Mihail Vasiljevič Lomonosov]]
[[ca:Mikhaïl Lomonóssov]]
[[cs:Michail Lomonosov]]
[[cv:Ломоносов Михаил Васильевич]]
[[de:Michail Wassiljewitsch Lomonossow]]
[[el:Μιχαήλ Λομονόσοφ]]
[[en:Mikhail Lomonosov]]
[[eo:Miĥail Lomonosov]]
[[es:Mijaíl Lomonósov]]
[[et:Mihhail Lomonossov]]
[[eu:Mikhail Lomonosov]]
[[fa:میخاییل لومونسف]]
[[fi:Mihail Lomonosov]]
[[fr:Mikhaïl Lomonossov]]
[[fy:Michail Lomonosov]]
[[he:מיכאיל לומונוסוב]]
[[hr:Mihail Vasiljevič Lomonosov]]
[[hu:Mihail Vasziljevics Lomonoszov]]
[[hy:Միխայիլ Լոմոնոսով]]
[[id:Mikhail Lomonosov]]
[[it:Michail Vasil'evič Lomonosov]]
[[ja:ミハイル・ロモノーソフ]]
[[kk:Михаил Васильевич Ломоносов]]
[[ko:미하일 로모노소프]]
[[ku:Mîxaîl Lomonosov]]
[[kv:Ломоносов Михаил Васильевич]]
[[la:Michael Lomonosov]]
[[lt:Michailas Lomonosovas]]
[[lv:Mihails Lomonosovs]]
[[mk:Михаил Василевич Ломоносов]]
[[nl:Michail Lomonosov]]
[[no:Mikhail Lomonosov]]
[[oc:Mikhaïl Lomonosov]]
[[pl:Michaił Łomonosow]]
[[pt:Mikhail Lomonossov]]
[[qu:Mikhail Lomonosov]]
[[ro:Mihail Lomonosov]]
[[ru:Ломоносов, Михаил Васильевич]]
[[sh:Mihail Vasiljevič Lomonosov]]
[[simple:Mikhail Lomonosov]]
[[sk:Michail Vasilievič Lomonosov]]
[[sl:Mihail Vasiljevič Lomonosov]]
[[sq:Mikhail Lomonosov]]
[[sr:Михаил Ломоносов]]
[[sv:Michail Lomonosov]]
[[tr:Mihail Lomonosov]]
[[uk:Ломоносов Михайло Васильович]]
[[vep:Lomonosov Mihail]]
[[vi:Mikhail Vasilyevich Lomonosov]]
[[war:Mikhail Lomonosov]]
[[zh:米哈伊尔·瓦西里耶维奇·罗蒙诺索夫]]

16:58, 7 მარტი 2013-ის ვერსია

მიხეილ ლომონოსოვი
რუს. Михаил Васильевич Ломоносов
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი/19 ნოემბერი, 1711
დაბ. ადგილი არხანგელსკის გუბერნია, დენისოვკა, ახლანდ. სოფ. ლომონოსოვო
გარდ. თარიღი 4 აპრილი/15 აპრილი, 1765
გარდ. ადგილი პეტერბურგი, რუსეთი
დასაფლავებულია ლაზარევის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ასტრონომი[1] [2] [3] , გეოლოგი, ფიზიკოსი[4] [5] [6] , ქიმიკოსი[7] [8] [9] [10] , ენათმეცნიერი, პოეტი[10] , მწერალი[11] [12] [13] , ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, გამომგონებელი, მოზაიკოსი, გეოგრაფი[14] [15] [16] , უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, მხატვარი, მეცნიერი[10] და მთარგმნელი[10]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მარბურგის უნივერსიტეტი[17] , სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია[17] , Kyiv-Mohyla Academy, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი[18] და ფრაიბერგის სამთო აკადემია
განთქმული მოსწავლეები Stepan Rumovsky[18]
მეუღლე Elisabeth Christine Zilch
მამა Vasily Dorofeyevich Lomonosov[19]
დედა Elena Ivanovna Sivkova[19]
შვილ(ებ)ი Yelena Lomonosova[19]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

მიხეილ ვასილის ძე ლომონოსოვი (რუს. Михаил Васильевич Ломоносов; დ. 8 ნოემბერი/19 ნოემბერი, 1711, არხანგელსკის გუბერნია, სოფ. დენისოვკა (ახლანდ. სოფელი ლომონოსოვო) — გ. 4 აპრილი/15 აპრილი, 1765, პეტერბურგი) — მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი, ენციკლოპედისტი, ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოეტი, თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის შემქმნელი, მხატვარი, ისტორიკოსი, დამოუკიდებელი რუსული მეცნიერების მებაირახტრე.

ბიოგრაფია

1730 წელს ლომონოსოვმა დატოვა მამის ოჯახი და გაემგზავრა მოსკოვს. 1731 წელს სწავლას იწყებს ზაიკონოსასკის მონასტერთან არსებულ მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. 1735 წელს სხვა წარჩინებულ მოწაფეებთან ერთად ლომონოსოვი გაგზავნეს პეტერბურგში აკადემიის უნივერსიტეტში ჩასარიცხავად, ხოლო 1736 წელს მიავლინეს გერმანიაში ქიმიისა და მეტალურგიის შესასწავლად. საზღვარგარეთ ლომონოსოვი 1741 წლამდე დარჩა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ლომონოსოვი დაინიშნა (1742) მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კლასის ადიუნქტად, ხოლო 1745 წლის აგვისტოში აირჩიეს ქიმიის პროფესორის (აკადემიკოსის) თანამდებობაზე. 1746 წელს ლომონოსოვმა პირველმა დაიწყო საჯაროდ ლექციების კითხვა ფიზიკაში რუსულ ენაზე; გამოაქვეყნა ჰ. ვოლფის „ექსპერიმენტული ფიზიკა“ მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი. 1748 წელს ლომონოსოვის თხოვნით მისთვის ააშენეს რუსეთში პირველი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.

ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: 1748-მდე იგი ძირითად ფიზიკისა და ქიმიის საკითხებზე მუშაობდა, 1748-იდან უმეტესად ქიმიურ პროცესებს სწავლობდა, ხოლო 1753-იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად 1755 წელს მოსკოვში შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

ფაილი:MGU (Moscow State University) New building-3.jpg
მიხეილ ლომონოსოვის ძეგლი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლომონოსოვის მეცნიერული გამოკვლევები ქიმიასა და ფიზიკაში ემყარებოდა წარმოდგენებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აღნაგობის შესახებ. ლომონოსოვმა გადაწყვიტა ამ წარმოდგენების საფუძველზე დაეწერა დიდი „კორპუსკულური ფილოსოფია″. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა; მისი ფიზ. და ქიმ. შრომების დიდი ნაწილი უნდა განვიხილოთ როგორც მოსამზადებელი მასალა ამ სამუშაოსათვის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო მოძღვრების განვითარება მატერიის „არამგრძნობიარე″ (ე. ი. არასაგრძნობი) ნაწილაკების — „კორპუსკულების″ (მოლეკულების) შესახებ. ლომონოსოვს შესაძლებლად მიაჩნდა ნივთიერების ყველა თვისების ამომწურავად ახსნა კორპუსკულების სხვადასხვა წმინდა მექანიკური მოძრაობის შესახებ არსებული წარმოდგენების მეშვეობით (კორპუსკულები ატომებისაგან შედგება). ამრიგად, ლომონოსოვის თეორიაში არ არის განხილული ცეცხლის, სინათლის, სითბოს მატერიები და სხვა სპეც. მატერიები (მთელი სივრცის შემავსებელი ეთერის გამოკლებით). მან დაუშვა, რომ სითბოს განაპირობებს ნივთიერების ნაწილაკთა ბრუნვითი მოძრაობა. მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიას ლომონოსოვმა საფუძვლად დაუდო მოძრაობისა და მატერიის შენახვის ფილოს. პრინციპის თავისი ფორმულირება: „... ბუნებაში მომხდარი ყველა ცვლილება მდგომარეობის არსის მიხედვით ისეთია, რომ რამდენიც ერთ სხეულს წაერთმევა, იმდენივე დაემატება მეორეს. ბუნების ეს საყოველთაო კანონი ვრცელდება მოძრაობის წესებზეც: რადგან სხეული, რომელიც თავისი ძალით ამოძრავებს მეორეს, რამდენსაც თვითონ კარგავს, იმდენს ანიჭებს მეორეს, რომელიც მისგან მოძრაობას ღებულობს″ (Полн. собр., т. 3, 1952, с. 383). ლომონოსოვი თვლიდა, რომ ნივთიერებისა და მოძრაობის შენახვის კანონები ძირითადი კანონებია, რომლებიც არ მოითხოვს შემოწმებას ბუნებისმეტყველების აქსიომებით.

ლომონოსოვმა „ცეცხლოვანი მატერიის″ (ფლოგისტონის) შესახებ მოძღვრების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად გაიმეორა რობერტ ბოილის ცდა, რომელმაც დახშულ ჭურჭელში მოათავსა ლითონი და გააცხელა იგი. ჭურჭლის გახსნის შემდეგ ბოილმა აწონა ჭურჭელი მასში წარმოქმნილი ხენჯით, და აღმოაჩინა, რომ დამწვარი ლითონი უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე სუფთა ლითონი, რაც „ცეცხლოვანი მატერიის″ მინის კედლებში შეღწევით ახსნა. ლომონოსოვმა ბოილისაგან განსხვავებით ლითონის შემცველი ჭურჭლის გაცხელების შემდეგ მასში ჰაერი არ შეუშვა და წონა უცვლელი დარჩა. ლომონოსოვი დარწმუნდა, რომ „სახელოვანი რობერტ ბოილის აზრი მცდარია ვინაიდან გარე ჰაერის შეუშვებლად დამწვარი ლითონის წონა უცვლელი რჩება″. ამგვარად, ლომონოსოვმა თავისი თანამედროვე მეცნიერებისაგან განსხვავებით „ცეცხლოვანი მატერია″ გამორიცხა ქიმ. აგენტების სიიდან და ახლო მივიდა წვისა და ჟანგვის პროცესების სწორ გაგებასთან. ლომონოსოვს ღრმად ესმოდა ქიმიისა და ფიზიკის კავშირი. 1752-1753 წწ. მან წაუკითხა სტუდენტებს კურსი „ჭეშმარიტი ფიზიკური ქიმიის შესავალი″. ლომონოსოვმა დაამუშავა ქიმიური ობიექტების ფიზიკურად გამოსაკვლევი ხელსაწყოები (ვისკოზიმეტრი - სიბლანტის გასაზომად, რეფრაქტომეტრი - გარდატეხის მაჩვენებლის განსასაზღვრავად და სხვ.). ლომონოსოვი ყურადღებით იკვლევდა ატმოსფერული ელექტრობას გ. რიხმანთან ერთად. მათ დაამუშავეს სპეციალური აპარატურა — „მეხის მანქანა″. ლომონოსოვი უშვებდა, რომ ელექტრული ველი განპირობებულია ეთერის ნაწილაკების ბრუნვითი მოძრაობით. მნიშვნელოვანი იყო ლომონოსოვის მიერ ე. წ. „ღამის სამზერი მილის″ გამოგონება. უ. ჰერშელზე ადრე ლომონოსოვმა ააგო არეკვლითი (სარკული) ტელესკოპი, რომელსაც არ ჰქონდა დამატებითი ბრტყელი სარკე. 1761 წ. 26 მაისს მზის დისკოზე ვენერას გავლისას ლომონოსოვმა ამ უკანასკნელის ატმოსფერო აღმოაჩინა, რასაც დაუკავშირა ვენერას გავლისას მზის კიდის ერთგვარი განრთხმა. თავისივე კონსტრუქციის საქანის საშუალებით, რომლის ამპლიტუდა და რხევის მიმართულება დიდი სიზუსტით იზომებოდა, ლომონოსოვი დედამიწის გრავიტაციასაც იკვლევდა.

მიხეილ ლომონოსოვის საფლავი, სანქტ-პეტერბურგი.

1751-დან ლომონოსოვმა დაიწყო რუსეთის ისტორიის სისტემატური შესწავლა, მან შეადგინა ძვ. რუსეთის ისტორია 1054-მდე. აკრიტიკებდა ნორმალურ თეორიას და სხვ.

ლომონოსოვი რუსული ლიტერატურის რეფორმატორი იყო. 1739 წელს მან გერმანიიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას გამოუგზავნა „წერილი რუსული მოლექსეობის შესახებ″, რომელშიც რუსული სილაბურ-ტონური ლექსთწყობის თეორია ჩამოაყალიბა. ამ თეორიის პოეტური გამოხატულება იყო ლომონოსოვის პატრიოტული ოდა „ხოტინის აღებაზე″ (1739, გამოქვეყნდა 1751). საპროგრამო ლექსში „გაბაასება ანაკრეონთან″ (50-60-იანი წწ. მიჯნა) ლომონოსოვმა უარყო სატრფიალო ლირიკა და პოეზიას მაღალი მოქალაქეობრივი მისია დააკისრა, რომელსაც დღესასწაულებისათვის წერდა. მათ უმეტეს ნაწილს სახოტბო ელფერი ჰქონდა, რადგან ისინი დედოფალ ელისაბედ პეტრეს ასულის ტახტზე ასვლის გამო იყო შეთხზული, სინამდვილეში კი ისინი სამშობლოს ბედ-იღბალზე ღრმად ჩაფიქრებული პოეტის განცდებს ასახავდნენ. ლომონოსოვის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია დაუმთავრებელი პოემა „პეტრე დიდი″ (1760), ტრაგედიები: „ტამირა და სელიმი″ (1750), „დემოფონტი″ (1752), ასამდე ლექსი, ოდები, სახოტბო სიტყვები და სხვ.

ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთში მეტალურგიის წარმოების განვითარებას. იგი არაერთხელ უსვამდა ხაზს ჩრდილოეთ საზღვაო გზის ათვისების მნიშვნელობას რუსეთის პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების წინსვლაში. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე რუსეთის მოსახლეობის კვლავწარმოების საკითხებს.

თხზულებები

  • Полное собрание сочинений, т. 1—10, М. — Л., 1950—59;
  • Избранные труды по химии и физике, М., 1961;
  • Избранные произведения, [вступительная статья А. А. Морозова], М. — Л., 1965.

რესურსები ინტერნეტში

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 287.
  • Макаров В. К., Художественное наследие М. В. Ломоносова. Мозаики, М. — Л., 1950;
  • Радовский М. И., М. В. Ломоносов и Петербургская Академия наук, М. — Л., 1961;
  • М. В. Ломоносов в воспоминаниях и характеристиках современников, М. — Л., 1962;
  • Западов А. В., Отец русской поэзии. О творчестве Ломоносова, М., 1961;
  • Макеева В. Н., М. В. Ломоносов — составитель, редактор и рецензент лексикографических работ, "Вопросы языкознания", 1961, № 5;
  • Langevin L., Lomonossov, 1711—1765, sa vie, son oeuvre, P., 1967;
  • Shütz W., Michail W. Lomonossow, Lpz., 1970;
  • Mikhail Vasil’evich Lomonosov on the corpuscular theory, ed. by Н. Leicester, Camb., 1970.
  1. http://escholarship.org/uc/item/66q3s2sp.pdf
  2. http://www.mnn.com/earth-matters/space/stories/the-transit-of-venus-what-you-need-to-know
  3. http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-1-4471-0373-8.pdf
  4. http://unesdoc.unesco.org/images/0000/000013/001300eo.pdf
  5. http://surnames.behindthename.com/namesakes/list/scientists/name
  6. http://geniusrevive.com/en/geniuses.html?pid=72&sid=241:mikhail-lomonosov-the-founder-of-russian-science
  7. http://todayinsci.com/L/Lomonosov_Mikhail/LomonosovMikhail-Quotations.htm
  8. http://link.springer.com/chapter/10.1007%2F978-1-4419-8150-9_1
  9. http://link.springer.com/content/pdf/10.1007%2F978-1-4419-8150-9_1.pdf
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 The Fine Art Archive — 2003.
  11. Russia Famous Natives
  12. Felcher A. Public festivities and the making of a national poet: a case study of Alexander Pushkin's biography in 1899 and 1937 // European Review of History: Revue europeenne d'histoireTaylor & Francis, 2012. — Vol. 19, Iss. 5. — P. 767–788. — ISSN 1350-7486; 1469-8293doi:10.1080/13507486.2012.719013
  13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  14. http://www.123rf.com/photo_23311559_st-petersburg-monument-to-m-v-lomonosov-1711-1765.html
  15. http://www.123rf.com/photo_23447085_st-petersburg-monument-to-m-v-lomonosov-1711-1765.html
  16. http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0016706110001254
  17. 17.0 17.1 Ломоносов, Михаил Васильевич // Русский биографический словарь / под ред. Н. Д. Чечулин, М. Г. КурдюмовСПб: 1914. — Т. 10. — С. 593–628.
  18. 18.0 18.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  19. 19.0 19.1 19.2 Pas L. v. Genealogics — 2003.