რაინლანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინიატიურა|რაინლანდი (ყვითლად) '''რაინლანდი''', ''რ...
 
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
1822 წელს რაინისპირა მიწები [[პრუსია|პრუსიის]] რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.
1822 წელს რაინისპირა მიწები [[პრუსია|პრუსიის]] რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.


[[პირველი მსოფლიო ომი]]ს შედეგად რაინლანდის დემილიტარიზაცია მოახდინეს, [[საარი]] [[ერთა ლიგა]]ს გადაეცა სამართავად, ეიპენი და მალმედი [[ბელგია]]ს ერგო. 1918 წლის დეკემბერში [[ანტანტა|ანტანტის]] ჯარებმა კომპიენის დროებითი დაზავების თანახმად რაინის მხარის ოკუპაცია დაიწყეს. გარდა ამისა, ანტანტის არმიამ სტრატეგიული პლაცდარმები დაიკავა მდინარის მარჯვენა ნაპირზე 18 მილის რადიუსით, ცენტრები კი შემდეგ ქალაქებში განათავსეს: კელნში — დიდმა ბრიტანეთმა, კობლენცში — აშშ-მა, ხოლო მაინცში — საფრანგეთმა. კარტოგრაფიაში ზონირებასთან დაკავშირებული შეცდომის გამო ამერიკული და ფრანგული ზონები ვერ გადაიკვეთა და შედეგად მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მათ შორის ე.წ. გათიშვა მოხდა, რომელშიც 1919 წელს გამოცხადდა [[თავისუფალი სახელმწიფო ფლაშენჰალსი]].
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს შედეგად რაინლანდის დემილიტარიზაცია მოხდა, [[საარი]] [[ერთა ლიგა]]ს გადაეცა სამართავად, ეიპენი და მალმედი [[ბელგია]]ს ერგო. 1918 წლის დეკემბერში [[ანტანტა|ანტანტის]] ჯარებმა კომპიენის დროებითი დაზავების თანახმად რაინის მხარის ოკუპაცია დაიწყეს. გარდა ამისა, ანტანტის არმიამ სტრატეგიული პლაცდარმები დაიკავა მდინარის მარჯვენა ნაპირზე 18 მილის რადიუსით, ცენტრები კი შემდეგ ქალაქებში განათავსეს: კელნში — დიდმა ბრიტანეთმა, კობლენცში — აშშ-მა, ხოლო მაინცში — საფრანგეთმა. კარტოგრაფიაში ზონირებასთან დაკავშირებული შეცდომის გამო ამერიკული და ფრანგული ზონები ვერ გადაიკვეთა და შედეგად მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მათ შორის ე.წ. გათიშვა მოხდა, რომელშიც 1919 წელს გამოცხადდა [[თავისუფალი სახელმწიფო ფლაშენჰალსი]].

1920 წლის მარტში [[რურის აჯანყება|რურის აჯანყების]] პასუხად [[რაიხსვერი]]ს ნაწილები რურის მხარეში შეიჭრნენ და რურის წითელ არმიასთან გააჩაღეს ბრძოლა. დემილიტარიზებულ ზონაში გერმანული ჯარების შესვლის საპასუხოდ, ფრანგულმა ჯარებმა რაინი გადალახეს და მაინის ფრანკფურტის, დერმშტადტისა და ჰანაუს ოკუპირება მოახდინეს, შემდეგ კი დუისბურგსა და ჰომბურგს შემოეწყვნენ. ფრანგული ჯარები მხოლოდ 1920 წლის მაისში გაიყვანეს ამ ქალაქებიდან.

07:27, 7 მარტი 2013-ის ვერსია

რაინლანდი (ყვითლად)

რაინლანდი, რაინის მხარე (გერმ. Rheinland) — ისტორიული მხარე რაინის შუა დინებაში, მდებარეობს თანამედროვე გერმანიაში (რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწები).

რაინისპირეთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მნიშვნელობით ნაპოლეონის მიერ წარმოებულ ომებამდე უკიდურესი სიჭრელით გამოირჩეოდა:აქ ერთმანეთში იყო არეული საეკლესიო პრელატების (კელნის, მაინცისა და ტრირის არქიეპისკოპოსების), იულიხ-კლევე-ბერგის საჰერცოგოსა და მასზე დამოკიდებული გრაფების სამფლობელობი და თავისუფალი იმპერიული ქალაქები (მაგ: აახენი).

ბაზელის ზავის (1795) შემდეგ რაინის დასავლეთით მდებარე მიწები ფრანგების მიერ ციზრაინის რესპუბლიკად გადაკეთდა, რომელიც მოგვიანებით დეპარტამენტებად დაიყო და საფრანგეთის იმპერიის შემადგენლობაში მოხვდა. ეკლესიის მიწები სეკულარიზაციას, არისტოკრატი მმართველები კი — მედიატიზაციას დაუქვემდებარეს. რაინის მეორე ნაპირზე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები 1806 წელს რაინის კავშირში გაერთიანდნენ.

1822 წელს რაინისპირა მიწები პრუსიის რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.

პირველი მსოფლიო ომის შედეგად რაინლანდის დემილიტარიზაცია მოხდა, საარი ერთა ლიგას გადაეცა სამართავად, ეიპენი და მალმედი ბელგიას ერგო. 1918 წლის დეკემბერში ანტანტის ჯარებმა კომპიენის დროებითი დაზავების თანახმად რაინის მხარის ოკუპაცია დაიწყეს. გარდა ამისა, ანტანტის არმიამ სტრატეგიული პლაცდარმები დაიკავა მდინარის მარჯვენა ნაპირზე 18 მილის რადიუსით, ცენტრები კი შემდეგ ქალაქებში განათავსეს: კელნში — დიდმა ბრიტანეთმა, კობლენცში — აშშ-მა, ხოლო მაინცში — საფრანგეთმა. კარტოგრაფიაში ზონირებასთან დაკავშირებული შეცდომის გამო ამერიკული და ფრანგული ზონები ვერ გადაიკვეთა და შედეგად მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მათ შორის ე.წ. გათიშვა მოხდა, რომელშიც 1919 წელს გამოცხადდა თავისუფალი სახელმწიფო ფლაშენჰალსი.

1920 წლის მარტში რურის აჯანყების პასუხად რაიხსვერის ნაწილები რურის მხარეში შეიჭრნენ და რურის წითელ არმიასთან გააჩაღეს ბრძოლა. დემილიტარიზებულ ზონაში გერმანული ჯარების შესვლის საპასუხოდ, ფრანგულმა ჯარებმა რაინი გადალახეს და მაინის ფრანკფურტის, დერმშტადტისა და ჰანაუს ოკუპირება მოახდინეს, შემდეგ კი დუისბურგსა და ჰომბურგს შემოეწყვნენ. ფრანგული ჯარები მხოლოდ 1920 წლის მაისში გაიყვანეს ამ ქალაქებიდან.