უგო ჩავესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: vep:Čaves Ugo
r2.7.2) (ბოტის დამატება: als:Hugo Chávez
ხაზი 88: ხაზი 88:
{{Link GA|zh}}
{{Link GA|zh}}


[[als:Hugo Chávez]]
[[am:ሁጎ ቻቬዝ]]
[[am:ሁጎ ቻቬዝ]]
[[an:Hugo Chávez]]
[[an:Hugo Chávez]]

20:13, 6 მარტი 2013-ის ვერსია

უგო ჩავეს ფრიასი
უგო ჩავეს ფრიასი
ვენესუელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი 1999 – 5 მარტი, 2013
წინამორბედირაფაელ კალდერა
მემკვიდრენიკოლას მადურო მ/შ

დაბადებული28 ივლისი 1954
საბანეტა, ვენესუელის დროშა ვენესუელა
გარდაცვლილი5 მარტი, 2013
კარაკასი
მოქალაქეობავენესუელა
პოლიტიკური პარტიავენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტია
რელიგიაკათოლიკე

უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი (ესპ. Hugo Rafael Chávez Frías, დ. 28 ივლისი, 1954, საბანეტა, – გ. 5 მარტი, 2013[1], კარაკასი) — ვენესუელის პრეზიდენტი. როგორც ბოლივარიული რევოლუციის ლიდერი, ჩავესი ქადაგებდა დემოკრატიული სოციალიზმისა და ლათინური ამერიკის ინტეგრაციის პოლიტიკურ დოქტრინას. ის ასევე აკრიტიკებდა ნეოლიბერალიზმს, გლობალიზაციასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

კარიერით სამხედრო ოფიცერმა, ჩავესმა 1992 წლის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მემარცხენე მეხუთე რესპუბლიკური მოძრაობა დააფუძნა. ჩავესი პრეზიდენტად აირჩიეს 1998 წელს. მისი კამპანია ეყრდნობოდა ვენესუელის ღარიბი უმრავლესობითვის შემწეობის გაზრდას. ამავე პლატფორმით ის ხელახლა აირჩიეს 2000, 2006 და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ჩავესი ქვეყნის მასშტაბით ხელს უმართავს „ბოლივარიულ მისიებს“, რომელთა მიზანი დაავადებებთან, გაუნათლებლობასთან, საკვების უკმარისობასთან და სიღარიბესთან ბრძოლაა, სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად. საზღვარგარეთ, ჩავესი ვაშინგტონის კონსენსუსის წინააღმდეგ გამოდის და ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ მოდელებს უჭერს მხარს. ის ასევე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ჩავესის პოლიტიკასთან პოლარულად განსხვავებული გამოხმაურება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. აშშ-ის მთავრობის მტკიცებით ჩავესი ლათინურ ამერიკაში დემოკრატიისთვის საშიშროებას წარმოადგენს. თუმცა მრავალი სხვა ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს მის იდეოლოგიას და მოხარულია ამ ქვეყანასთან ორმხრივი სავაჭრო და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების დადების.

2011 წლის 30 ივნისს, უგო ჩავესმა განაცხადა, რომ 10 ივნისს ოპერაცია ჩაეტარებინა სიმსივნური უკრედების ამოსაკვეთად. 2012 წლის დეკემბერში მან მეორე ოპერაცია გაიკეთა. 2013 წლის 10 იანვარს ჩავესს საპრეზიდენტო ფიცი უნდა დაედო, მაგრამ ვენესუელის ეროვნული ასამბლეა ინაუგურაციის გადავადებას დასთანხმდა და კუბაში მყოფ პრეზიდენტს საშუალება მისცა მესამე სამედიცინო ჩარევაც ჩაეტარებინა. 2013 წლის 5 მარტს, ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Cawthorne, Andrew (5 March 2013). „Venezuela's Hugo Chavez dies from cancer: VP“. Reuters. ციტირების თარიღი: 5 March 2013.
  2. Castillo, Mariano (5 March 2013). „Venezuelan leader Hugo Chavez dies“. CNN. ციტირების თარიღი: 5 March 2013.

თარგი:Link FA თარგი:Link GA