ტერორიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: tt:Террорчылык
r2.7.2) (ბოტის დამატება: sco:Terrorism
ხაზი 79: ხაზი 79:
[[sah:Терроризм]]
[[sah:Терроризм]]
[[scn:Tirrurìsimu]]
[[scn:Tirrurìsimu]]
[[sco:Terrorism]]
[[sh:Terorizam]]
[[sh:Terorizam]]
[[si:ත්‍රස්තවාදය]]
[[si:ත්‍රස්තවාදය]]

09:58, 6 მარტი 2013-ის ვერსია

ტერორიზმი - ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.

ისტორია

ტერორიზმი სათავეს იღებს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში. უკვე 1605 წელს ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმს I–ის მოკვლა. ტერორისტული ჯგუფის,ნაროდნიკების მიერ 1881 წელს მოკლული იქნა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი. ტეორირისტული მოქმედების გეაგრაფია განსაკუთრებით მე–20 საუკუნეში გაიზარდა, კერძოდ კი მის მეორე ნახევარში. ტერორისტული აქტის მსხვერპლი 1914 წლის 28 ივნისს გახდა ავსტრია–უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი. 1934 წლის 9 ოქტომბერს მარსელში მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბართუ. დღეისათვის ტეორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში, აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით, ასევე წერილებსა თუ ამანათებში გაერკვეული ბეთქებადი საშუალებების მოთავსებით. 1972 წელს მიუნხენის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე 11 ებრაელი სპორტსმენის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტთა დაუნდობელმა მოქმედებამ. 1981 წელს თურქმა ტერორისტმა მუჰამედ ალი–ადქმა თავდასხმა მოაწყო რომის პაპ იოანე–პავლე II-ზე. არაბი ტეორორისტების მოქმედების შედეგად 1988 წელს შოტლანდიის საჰაერო სივრცეში ამერიკული თვითმფრინავი აფეთქდა, რომელმაც 270 კაცის სიცოცხლე იმსვერპლა. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, კერძოდ კი ისლამური სახელმწიფოები, მაგალითად, ლიბია ტერორიზმის ხელშემწყობია და ტერორისტებს აქ "თავისუფლებისათვის მებრძოლთ" უწოდებენ.