ჯიმ მორისონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.2) (ბოტის დამატება: nah:Jim Morrison
ხაზი 108: ხაზი 108:
[[lv:Džims Morisons]]
[[lv:Džims Morisons]]
[[mk:Џим Морисон]]
[[mk:Џим Морисон]]
[[nah:Jim Morrison]]
[[nl:Jim Morrison]]
[[nl:Jim Morrison]]
[[nn:Jim Morrison]]
[[nn:Jim Morrison]]

04:17, 5 მარტი 2013-ის ვერსია

ჯიმ მორისონი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეიმზ დუგლას მორისონი
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1943
დაბ. ადგილი მელბურნი[1] [2] [3] [4] [5] [6]
გარდ. თარიღი 3 ივლისი, 1971
გარდ. ადგილი პარიზი[7]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[8] [7] [9]
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი
აქტიური 1963—1971
ლეიბლ(ებ)ი Elektra, Columbia
ხელმოწერა
ჯიმ მორისონი ვიკისაწყობში

ჯეიმზ დუგლას მორისონი (ინგლ. Jim Morrison; დ. 8 დეკემბერი, 1943 — გ. 3 ივლისი, 1971) ჯგუფი დორსის სოლისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი.

ამ პროფესიებიდან იგი ყველაზე ცნობილია როგორც ცნობილი ჯგუფის „The Doors“ მომღერალი, სოლისტი. იგი როკის ისტორიაში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და როკზე შეყვარებულ ადამიანად. იგი ასევე იყო რამდენიმე გამოცემული წიგნების ავტორი. უყვარდა ლექსების წერა. ასევე იგი იყო რამდენიმე დოკუმენტრუი ფილმის პროდიუსერი.

ბიოგრაფია

ძველი წლები

მორისონი დაიბადა მელბურნში (ფლორიდა) 1943 წელს. ადმირალ ჯორჯ სტეფენ მორისონის და კლარა კლარკ მორისონის ოჯახში. მორისონს ჰყავდა და, ანა რობინი, რომელიც 1947 წელს დაიბადა ალბუკერკეში (ახალი მეხიკო) და ძმა ენდრიუ ლი მორისონი, რომელიც 1948 წელს დაიბადა ლოსალტოსში (კალიფორნია).

1947 წელს 4 წლის მორისონმა ნახა ის, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში, სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამდენიმე სიმღერაში (Dawn's Highway, Peace Frog, Ghost Song). მორისონს სჯეროდა, რომ ეს ავარია მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მორისონი ამბობდა, რომ ამ ავარიის დროს მკვდარი ინდოელი დაინახა, რომელიც გზის მეორე მხარეს იწვა. მოგვიანებით დაიწერა წიგნი „The Doors“, რომელშიც ამ ყველაფერზე დაწვრილებით არის ლაპარაკი.

ჯიმიმ თავისი პატარაობის ნახევარი სან-დიეგოში (კალიფორნია) გაატარა. 1958 წელს მორისონი ალამედას სკოლაში მიიღეს. მან დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა 1961 წლის ივნისში.

1964 წლის იანვარში მორისონი ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) გადავიდა. მან UCLA ფილმის სკოლა დაამთავრა. მისი ლოს-ანჯელესში ცხოვრების დროს იგი დაუმეგობრდა მრავალ ლოსანჯელესელ მწერალს.

დორსი

1965 წელს UCLA-ის დამთავრების შემდეგ მორისონმა „ციგნურ“ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ მას რამდენიმე შავთეთრი სურათიც გადაუღო. ცნობილი იყო როგორც „ახალგაზრდა ლომი“.

მორისონი და UCLA-ის სტუდენტი რეი მანზარეკი გახდნენ დორსის პირველი წევრები. ამის შემდეგ მათ დრამერი ჯონ დენსმორი და გიტარისტი რობი კრიგერიც შეუერთდნენ.

1966 წლის ივნისში „დორსი“ უკვე უკრავდა რამდენიმე ცნობილ ბარებში. ჯიმ მორისონმა ჯგუფი „ზემის“ სოლისტი ვან მორისონი გაიცნო და მათ ამის შემდეგ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა „გლორია“. ჯიმი მორისონმა ბევრი სიმღერა დაწერა, როგორებიცა: Light my fire, Love me two times, Love her madly, Touch Me.

„დორსის“ ჰიტი „Light My Fire“ გახდა ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა. მოგვიანებით „დორსი“ გამოვიდა ედ სალივანის შოუში. ედ სალივანმა მათ ორი სიმღერის „People Are Strange“ და „Light My Fire“-ის დაკვრა სთხოვა. მაგრამ მათ უნდა შეეცვალათ „Light My Fire“-ის სიტყვები. „Girl we couldn't get much higher“-ის ნაცვლად „Girl we couldn't get much better“ უნდა ემღერათ. მაგრამ ჯიმ მორისონმა პირდაპირ ეთერში მაინც „higher“ თქვა, რითაც სალივანი ძალიან გაანაწყენა და ამის შემდეგ ისინი მოუწვეულები აღარ იყვნენ. მოგვიანებით მორისონმა თქვა, რომ მას დაავიწყდა სიტყვების შეცვლა.

მეორე ალბომის „Strange Days“ გამოცემის შემდეგ „დორსი“ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდა. ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო. 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა შეეცვალა მისი გამოსვლები. მან წონაში მოიმატა, წვერები მოიშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. 1969 წლის კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და სცენაზევე დაწვა. მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა. ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა.

იხილეთ აგრეთვე

კლუბი 27

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


თარგი:Link FA

  1. http://www.imdb.com/name/nm0607186/
  2. http://www.allmusic.com/artist/jim-morrison-p13722/biography
  3. http://www.jimmorrisononline.com/
  4. http://lccn.loc.gov/n79140943
  5. http://data.bnf.fr/ark:/12148/cb11916928c
  6. http://catalogue.bnf.fr/ark:/12148/cb11916928c
  7. 7.0 7.1 Bauer P. Deux siècles d'histoire au Père LachaiseVersailles: 2006. — P. 575. — ISBN 978-2-914611-48-0
  8. L'HumanitéRF: 1993. — ISSN 0242-6870; 2496-8617
  9. Digital Public Library of America — 2010.