To Live Is to Die: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: eu:To Live Is to Die |
მ r2.7.3) (Robot: Modifying en:To Live Is to Die to en:...And Justice for All (album) |
||
ხაზი 61: | ხაზი 61: | ||
[[da:To Live Is to Die]] |
[[da:To Live Is to Die]] |
||
[[en: |
[[en:...And Justice for All (album)]] |
||
[[es:To Live Is to Die]] |
[[es:To Live Is to Die]] |
||
[[eu:To Live Is to Die]] |
[[eu:To Live Is to Die]] |
16:01, 25 თებერვალი 2013-ის ვერსია
„To Live Is to Die“ | |
---|---|
— მეტალიკა | |
ალბომიდან ...And Justice for All | |
გამომცემელი | 25 აგვისტო, 1988[1] |
ჩაიწერა | იანვარი–მაისი, 1988 სტუდიაში One On One ლოს-ანჯელესი, კალიფორნია[2] |
ჟანრი | თრეშ მეტალი |
ხანგრძლივობა | 9:49 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra, Vertigo |
ავტორ(ებ)ი |
კლიფ ბარტონი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი |
პროდიუსერი |
მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი |
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
To Live Is to Die | |
To Live Is to Die — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის უმეტესად ინსტრუმენტული კომპოზიცია და მერვე ტრეკი მათი მეოთხე სტუდიური ალბომიდან ...And Justice for All. კომპოზიცია თითქმის მთლიანად მინორულ ტონალობაშია შესრულებული, რაც მას დამამწუხრებელ ელფერს სძენს.
კომპოზიცია ეძღვნება ჯგუფის 1986 წლის ავტოკატასტროფაში დაღუპულ ბასისტს კლიფ ბარტონის. მუსიკა მოიცავს კლიფის მიერ სიკვდილის წინა პერიოდში დაწერილ რიფებს, რომელიც სიმღერებში არ ასახულა. სიმღერის სახელწოდება კლიფის საყვარელი ფრაზაა. To Live is to Die დასასრულისკენ შეიცავს რამდენიმე წინადადებას ტექსტის სახით, რომელიც დაწერილია კლიფის მიერ. აქედან, პირველი ორი ხაზი ეკუთვნის გერმანელ პოეტს პაულ გერჰარდტს, რომელიც პოპულარული გახდა 1981 წლის ფილმის ექსკალიბურის გამოსვლის შემდეგ. შემდეგი ორი ამერიკელ პოეტსა და მწერალს სტეფენ დონალდსონს.[3] ტექსტს ჰეტფილდი კითხულობს:
„When a man lies he murders
Some part of the world These are the pale deaths Which men miscall their lives All this I cannot bear To witness any longer Cannot the kingdom of salvation Take me home?...“ |
ტექსტის უკანასკნელი ორი ხაზი დაწერილია კლიფის მემორიალზეც.
ტრადიციულად, მეტალიკის ეს ინსტრუმენტალიც ალბომის დასასრულისკენ არის ჩასმული და ყველაზე გრძელია ალბომში. 9:49 წუთიანი ხანგრძლივობით იგი იყო ასევე მეტალიკის ყველაზე გრძელი სტუდიური ჩანაწერი ათი წლის განმავლობაში. 1996 წელს გამოვიდა სიმღერა The Outlaw Torn ალბომიდან Load, რომლის თავდაპირველი ჩანაწერი 10:48 წუთი იყო, ხოლო შემდგომ უკანასნელი ერთი წუთი ჩამოაჭრეს და დაამოკლეს 9:48-მდე, CD დისკზე რომ დატეულიყო. თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს, ამ დროისთვის, იგი ხანგრძლივობით მესამეა მეტალიკის სიმღერებს შორის და ჩამორჩება მხოლოდ სიმღერებს: Suicide & Redemption (9:57) ალბომიდან Death Magnetic და Mercyful Fate (11:12) ალბომიდან Garage Inc.. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ხუთი ქავერის პოპურს.
ჯეიმზ ჰეტფილდი უკრავს მეორე საგიტარო სოლოს შენელებული სექციის განმავლობაში. ეს კომპოზიცია მეტალიკის უკანასკნელი ტრეკია, რომლის დაწერაშიც კლიფის წვლილიცაა, და ჯგუფის ერთადერთი ინსტრუმენტალია, სადაც ჯეისონ ნიუსტედი უკავს ბას გიტარაზე. ცოცხლად სრულად არასოდეს შესრულებულა, თუმცა კომპოზიციის გარკვეული ნაწილები სრულდებოდა პოპურების შემადგენლობაში.
პერსონალი
- ჯეიმზ ჰეტფილდი — მთავარი ვოკალი, რიტმური გიტარა, მეორე გიტარის სოლო;
- კირკ ჰემეტი — მთავარი გიტარა;
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას გიტარა;
- ლარს ულრიხი — დრამები.