პროპაგანდა ფიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25: ხაზი 25:
[[hr:Kongregacija za evangelizaciju naroda]]
[[hr:Kongregacija za evangelizaciju naroda]]
[[id:Kongregasi bagi Penginjilan]]
[[id:Kongregasi bagi Penginjilan]]
[[it:Congregazione per l'Evangelizzazione dei Popoli]]
[[it:Congregazione per l'evangelizzazione dei popoli]]
[[ja:福音宣教省]]
[[ja:福音宣教省]]
[[ko:인류복음화성]]
[[ko:인류복음화성]]

08:25, 23 თებერვალი 2013-ის ვერსია

შტაბ–ბინა რომში

პროპაგანდა ფიდე (ლათ. სრული დასახელება Sacra Congregatio de Propaganda Fide, რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაცია) — რომის კათოლიკური ეკლესიის სამისიონერო ორგანიზაცია. შეიქმნა რომის პაპის გრიგოლ XV-ს 1622 წლის 22 ივნისის ბულას საფუძველზე. 1988 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ მოახდინა კონგრეგაციის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც იგი გადაკეთდა ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად (Congregatio pro Gentium Evangelizatione).

პროპაგანდა ფიდე საქართველოში

XVII საუკუნის 20-ანი წლებიდან საქართველოში კათოლიკე მისიონერები იწყებენ ჩამოსვლას. მათ აგზავნიდა "პროპაგანდა ფიდე", რომელიც მოწოდებული იყო კათოლიციზმის ქადაგებით გაეზარდათ რომის პოლიტიკური გავლენა ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში და ადგილებზე შეესწავლათ ირანთან დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტები. მისიონერებმა თავდაპირველად გორში დაიდეს ბინა, მაგრამ ქართლში როსტომის გამეფების შემდეგ ოდიშში გადაინაცვლეს, სადაც ლევან II დადიანი მათ საუკეთესო პირობებს ჰპირდებოდა. მისიის ოდიშში გადატანის იდეა, როგორც ჩანს, ნიკიფორე ჩოლაყაშვილს ეკუთვნოდა.

"პროპაგანდა ფიდეს" არქივში უამრავი მასალაა დაცული საქართველოს შესახებ. მისიონერები ყვებიან ქართულ კულტურაზე, გეოგრაფიაზე, პოლიტიკაზე. საცავში ინახება ქართველი მეფეებისა და რომის პაპის მიმოწერა, არსებობს 1600 წლით დათარიღებული ხის დაფა ქართული დამწერლობის ნიმუშით და კიდევ უამრავი მასალა, 1633 წლიდან მოყოლებული 1900-იან წლებამდე.

რესურსები ინტერნეტში