იასის საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: mk:Јашки мировен договор
r2.7.2) (Robot: Modifying it:Trattato di Iaşi to it:Trattato di Iași
ხაზი 30: ხაზი 30:
[[fr:Traité d'Iași]]
[[fr:Traité d'Iași]]
[[he:הסכם יאש]]
[[he:הסכם יאש]]
[[it:Trattato di Iaşi]]
[[it:Trattato di Iași]]
[[ja:ヤッシーの講和]]
[[ja:ヤッシーの講和]]
[[mk:Јашки мировен договор]]
[[mk:Јашки мировен договор]]

22:07, 20 თებერვალი 2013-ის ვერსია

რუსეთისთვის გადაცემული ტერიტორია (დაშტრიხული)

იასის სამშვიდობო ხელშეკრულება – დაიდო რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიებს შორის 1792 წლის 9 იანვარს (ძვ. სტ. 1791 წ. 29 დეკემბერი), 1787–1792 წლის რუსეთ–თურქეთის ომის შედეგად.

მოლაპარაკებები შედგა ქალაქ იასიში (რუმ. Iași), მოლდოვის სამთავროში (დღეს, რუმინეთის ტერიტორიაზე). რუსეთის მხრიდან მონაწილეობდნენ თავადი გრიგორი ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ – თავადი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბეზბოროდკო. თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა დიდი ვეზირი იუსუფ–ფაშა.

რუსეთის სახელით ზავს ხელი მოაწერეს სამოილოვმა, ხოსე დე რიბასმა და სერგეი ლაზარეს ძე ლაშქარიოვმა, თურქეთის სახელით – რეის ეფენდიმ (საგარეო საქმეთა მინისტრი), აბდულა ეფენდიმ, იბრაჰიმ ისმეტ ბეიმ და მეჰმედ ეფენდიმ.

ხელშეკრულების ძალით რუსეთს გადაეცა მთელი ჩრდილო შავიზღვისპირეთი, ყირიმის ჩათვლით და გააძლიერა მისი პოლიტიკური პოზიციები კავკასიასა და ბალკანეთში. რუსეთს გადაეცა მიწები მდ. სამხრეთ ბუგსა და დნესტრს შორის, რითიც დადგინდა საზღვარი. ამგვარად, მომავალი ბესარაბიის გუბერნიის ტერიტორიები თურქეთის ბატონობის ქვეშ დარჩა.

კავკასიაში საღვარი აღდგა მდ. ყუბანზე. თურქეთმა უარი განაცხადა საქართველოს მიმართ პრეტენზიაზე და ვალდებულება აიღო, რომ მის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს არ განახორციელებდა.

1794 წელს, იასის ხელშეკრულებით მიღებულ მიწაზე, დაარსდა ქალაქი ოდესა.

ლიტერატურა

  • Hans Uebersberger: Russlands Orientpolitik in den letzten zwei Jahrhunderten. Band 1: Bis zum Frieden von Jassy. Deutsche Verlagsanstalt, Stuttgart 1913, (Veröffentlichungen der Gesellschaft für neuere Geschichte Österreichs ZDB 568217-4).

რესურსები ინტერნეტში