ჰაინრიხ VI (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
*''Alberic of Troisfontaines'', ''Chronicon''
*''Alberic of Troisfontaines'', ''Chronicon''
*''David Abulafia'', ''Frederick II''
*''David Abulafia'', ''Frederick II''



==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
http://www.britannica.com/EBchecked/topic/261867/Henry-VI
http://www.britannica.com/EBchecked/topic/261867/Henry-VI


{{საღვთო რომის იმპერიის მონარქები}}

[[კატეგორია:საღვთო რომის იმპერატორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1165]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1197]]


[[ar:هنري السادس (إمبراطور روماني مقدس)]]
[[ar:هنري السادس (إمبراطور روماني مقدس)]]

18:34, 19 თებერვალი 2013-ის ვერსია

ჰაინრიხ VI-ის პორტრეტი

ჰაინრიხ VI (დ. ნოემბერი 116528 სექტემბერი 1197) — გერმანიის მეფე 1190—1197 წლებში, საღვთო რომის იმპერატორი 1191—1197 წლებში და სიცილიის მეფე 1194—1197 წლებში.

ჰაინრიხი იყო ფრიდრიხ I-ისა და ბეატრიქს ბურგუნდიელის მეორე ვაჟი. 1169 წლის ივნისში, 4 წლის ასაკში, ის რომაელთა მეფედ აკურთხეს. იმპერიის სადავეების მამისგან გადაბარების შემდეგ, რომელიც ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობდა, ჰაინრიხმა ჩაახშო საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგ, ჰაინრიხ „ლომი“ს აჯანყება.

1184 წელს ჰაინრიხ VI დაინიშნა კონსტანცია სიცილიელზე და 1186 წლის 27 იანვარს ისინი მილანში დაქორწინდნენ. კონსტანცია იყო უილიამ II სიცილიელის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, რომლის სიკვდილის შემდეგ, 1189 წლის ნოემბერში, ჰაინრიხს შესძლებლობა მიეცა სიცილიის სამეფო ტახტს დაპატრონებოდა. თუმცა ამ დროს შეიტყო, რომ 1190 წლის 10 ივნისს, თურქეთის პროვინცია კილიკიაში დაიღუპა. ამის შემდეგ ჰაინრიხმა გერმანიის ტახტი დაიკავა.

1191 წლის აპრილში ჰაინრიხ I რომის პაპმა ცელესტინ III-მ იმპერატორად აკურთხა. გაცილებით რთული აღმოჩნდა სიცილიის ტახტის დაკავება. სამხრეთ იტალიის ბარონებმა თავიანთ მეფედ როჯერ II სიცილიელის შვილიშვილი, ლეჩეს გრაფი ტანკრედი გამოაცხადეს. 1194 წლის თებერვალში ტანკრედი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა უილიამ III სიცილიელმა. თუმცა, ჰაინრიხი განაგრძობდა სიცილიისთვის ბრძოლას. 1194 წლის 20 ნოემბერს ჰაინრიხმა მცირედი წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ მიაღწია სიცილიის სამეფოს დედაქალაქ პალერმოში, ხოლო 25 დეკემბერს სამეფო ტახტი დაიკავა.

1197 წელს, უცხოელი მეფის ტირანულმა მმართველობამ გამოიწვია იტალიაში ამბოხება, რაც განსაკუთრებით სამხრეთ სიცილიაში იკვეთებოდა, თუმცა აჯანყება გერმანულმა არმიამ ძალის გამოყენებით ჩაახშო. იმავე წელს, ჰაინრიხი აწყობდა ჯვაროსნულ ლაშქრობას, თუმცა 1197 წლის 28 სექტემბერს ის მალარიით გარდაიცვალა; ამის მიუხედავად, ჰაინრიხი თვლიდა რომ ის მოწამლეს.

ჰაინრიხის შვილს ფრიდრიხ II კანონით ორივე ტახტის, სიცილიისა და საიმპერიო ტახტის მემკვიდრე იყო, თუმცა ის გაცილებით გვიან, 1215 წელს, ოტო IV ბრაუნშვაიგელის შემდგომ მიაღწია მიზანს.

ლიტერატურა

  • Alberic of Troisfontaines, Chronicon
  • David Abulafia, Frederick II

რესურსები ინტერნეტში

http://www.britannica.com/EBchecked/topic/261867/Henry-VI


ka:ჰაინრიხ VI