ტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ბოტის დამატება: ceb:Canis aureus
ხაზი 39: ხაზი 39:
[[ca:Xacal comú]]
[[ca:Xacal comú]]
[[ce:ЧагӀалкх]]
[[ce:ЧагӀалкх]]
[[ceb:Canis aureus]]
[[cs:Šakal obecný]]
[[cs:Šakal obecný]]
[[da:Guldsjakal]]
[[da:Guldsjakal]]

22:31, 16 თებერვალი 2013-ის ვერსია

ტურა

ტურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  ძაღლი
სახეობა:  ტურა
ლათინური სახელი
Canis aureus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 3744

ტურა (Canis aureus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველებით, თევზებითა და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანია.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტურა&oldid=2316818“-დან