რომანოზ IV დიოგენე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „რომანოზ IV (ბიზანტია)“ გადაიტანა გვერდზე „რომანოზ IV დიოგენე“
r2.7.1) (ბოტის დამატება: id:Romanos IV Diogenes
ხაზი 35: ხაზი 35:
[[hr:Roman IV. Diogen]]
[[hr:Roman IV. Diogen]]
[[hu:IV. Rómanosz bizánci császár]]
[[hu:IV. Rómanosz bizánci császár]]
[[id:Romanos IV Diogenes]]
[[it:Romano IV Diogene]]
[[it:Romano IV Diogene]]
[[ja:ロマノス4世ディオゲネス]]
[[ja:ロマノス4世ディオゲネス]]

23:38, 15 თებერვალი 2013-ის ვერსია

რომანოზ IV დიოგენე (გ. 1071) – ბიზანტიის იმპერატორი 1068-1071 წლებში. წარმოშობით კაბადოკიელი ფეოდალი.

ბიოგრაფია

რომანოზი კონსტანტინე X დროს არმიის სარდალი იყო. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მან აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი იმპერატრიცა ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მომდევნო 1068 წელს იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა.

რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, თუმც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორი ტყვედ ჩაიგდა ხელში. ზავის გარანტიით და 1.000.000 ბიზანტიური დრაჰმა გამომსასყიდი ფულის აღთქმის შემდეგ ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. ამასობაში იმპერატორის მოწინააღმდეგეებმა ტახტზე კონსტანტინე X-ის ვაჟი მიხაელ VII დუკა აიყვანეს, რომანოზ IV ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში დაამარცხეს, ღალატით შეიპყრეს და თვალები დათხარეს. რამდენიმე დღის შემდეგ რომანოზ დიოგენე გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა