ცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23: ხაზი 23:
==მითოლოგია==
==მითოლოგია==


[[ფაილი:Apocalypse_vasnetsov.jpg|thumb|400px|ა. ვასნეცოვი, "აპოკალიფსის ოთხი მხედარი", 1887 წ.]]
[[ფაილი:Apocalypse_vasnetsov.jpg|thumb|500px|ა. ვასნეცოვი, "აპოკალიფსის ოთხი მხედარი", 1887 წ.]]
როგორც ჩანს, ცელს ძველი ბერძნებიც იცნობდნენ: ზევსის მამა, ღმერთი [[კრონოსი]] ხშირად გამოისახებოდა ცელით ხელში. უკვე ქრისტიანულ სიმბოლიკაში, [[აპოკალიფსის ოთხი მხედარი]] ხშირად გამოისახებოდა ცელით შეიარაღებული (განსაკუთრებით, ერთი მათგანი, [[სიკვდილი]]). ეს ძირითადად ეყრდნობოდა ბიბლიურ რწმენას იმის შესახებ, რომ სიკვდილის ანგელოზი არის "სულების მთიბავი".
როგორც ჩანს, ცელს ძველი ბერძნებიც იცნობდნენ: ზევსის მამა, ღმერთი [[კრონოსი]] ხშირად გამოისახებოდა ცელით ხელში. უკვე ქრისტიანულ სიმბოლიკაში, [[აპოკალიფსის ოთხი მხედარი]] ხშირად გამოისახებოდა ცელით შეიარაღებული (განსაკუთრებით, ერთი მათგანი, [[სიკვდილი]]). ეს ძირითადად ეყრდნობოდა ბიბლიურ რწმენას იმის შესახებ, რომ სიკვდილის ანგელოზი არის "სულების მთიბავი".



22:53, 14 თებერვალი 2013-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ტრადიციული ხისტარიანი ცელი

ცელი — ხელით მოსახმარი ტრადიციული იარაღი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ბალახის მოთიბვის ან მოსავლის აღებისათვის. თანამედროვე ეპოქაში ფართო მასშტაბებით შეცვალა კომბაინებმა, ტრაქტორულმა მანქანებმა, გაზონების სათიბელებმა, მაგრამ ტექნიკისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში ჯერ კიდევ გამოიყენება.

დიზაინი

ცელს გააჩნია ხის ტარი, რომლის სიგრძე დაახლოებით 170 სანტიმეტრს შეადგენს (საშუალოდ შეესაბამება ადამიანის სიმაღლეს), ხანდახან ლითონის ან პლასტიკური მასალის ტარსაც იყენებენ. ტარი შეიძლება იყოს სწორი ან სიგმოიდური ფორმისა. კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიებს სამგანზომილებიან სივრცეში გააჩნიათ სიმრუდეები, რაც უკეთ შეესაბამება ერგონომიულ დიზაინს. ტარს გააჩნია ორი სახელური, რომელიც მასთან მართი კუთხით არის დამაგრებული, ერთი _ ზედა მესამედში და ერთიც _ დაახლოებით ტარის შუაში. ქვედა ბოლოზე დამაგრებულია გრძელი, ოდნავ მორკალული მჭრელი პირი, დაახლოებით 60-90 სანტიმეტრი სიგრძისა, ისიც ტარის მართობულად. ცელი ძირითადად მზადდება მემარჯვენე მუშაკებზე გათვლით, სწორი დაჭერის დროს ტარის მარცხნივ მდებარეობს მჭრელი პირი და მთიბავი თიბავს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული სწრაფი მოძრაობებით. თეორიულად, შეიძლება დამზადდეს ცაციებისათვის მოსახმარებელი ცელი და ცაცია მუშაკი გათიბავს საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობებით.

ცელის გამოყენება

გამოყენება

ცელის საშუალებით მუშაობას თიბვას უწოდებენ. ზმნა "ცელვა", "მოცელვა" ქართულში ოდნავ სხვა აზრით გამოიყენება: წაქცევა უეცარი ბიძგის ან ფეხებიდან საყრდენის უეცრად გამოცლის მეშვეობით. თიბვა მემარჯვენეებისათვის შემდეგნაირად ხორციელდება: ზედა სახელურზე მაგრდება მარცხენა ხელი, შუა სახელურზე _ მარჯვენა და თითქმის გაშლილი ხელებით, ისე რომ მჭრელი პირი მიწის ზედაპირის პარალელური რჩება, მთიბავი (ხშირად მთელი ტორსის დახმარებით) სწრაფად ამოძრავებს ცელს მარჯვნიდან მარცხნისკენ. ცელი გრძელ რკალს შემოწერს და მთიბავის მარცხნივ აგროვებს მოთიბულ ბალახს. თიბვა ხორციელდება მდგრადი რიტმის შენარჩუნებით; თიბვას თან ახლავს დამახასიათებელი ხმა და სურნელი; ეს მეტად დამღლელი და დიდი ენერგიის ხარჯვით მიმდინარე პროცესია. მთიბავი ხშირად ისვენებს და ამ დროით სარგებლობს მჭრელი პირის გალესვისთვის. სწორი ტექნიკა მდგომარეობს რკალების საშუალებით ბალახის თანაბარი ფართობის მოთიბვაში. დამწყებების ხშირი შეცდომაა სწორი კუთხით, მართკუთხედის ფართობზე მოთიბვა, რაც გაცილებით დამღლელი და არაეფექტურია. ნიადაგთან ძალიან ახლოს თიბვამ შეიძლება დააბინძუროს ცელის პირი და მალე დააბლაგვოს იგი. დიდი გამოცდილება და სიმარჯვეა საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგიდან თანაბარ და ეფექტურ დისტანციაზე გვეკავოს ცელის პირი თიბვისას.

ისტორია

ცელი გამოგონებული იქნა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 500 წელს ჩვ.წ.აღ-მდე და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მასიურად შევიდა მხოლოდ ჩვ. წ. აღ-ის მე-12 ან მე-13 საუკუნეებში.

ევროპელთაგან ალბათ ერთ-ერთი პირველები, რომაელები იცნობდნენ ცელს სახელით falx foenaria (განსხვავებით ნამგლისაგან, რომელსაც უწოდებდნენ falx messoria)[1]. ძველი სკვითები იყენებდნენ ამ იარაღს და ზოგიერთ ენაში (მაგ., ინგლისურ ენაში) ცელი და სკვითი ერთნაირად იწერება[2].


მითოლოგია

ა. ვასნეცოვი, "აპოკალიფსის ოთხი მხედარი", 1887 წ.

როგორც ჩანს, ცელს ძველი ბერძნებიც იცნობდნენ: ზევსის მამა, ღმერთი კრონოსი ხშირად გამოისახებოდა ცელით ხელში. უკვე ქრისტიანულ სიმბოლიკაში, აპოკალიფსის ოთხი მხედარი ხშირად გამოისახებოდა ცელით შეიარაღებული (განსაკუთრებით, ერთი მათგანი, სიკვდილი). ეს ძირითადად ეყრდნობოდა ბიბლიურ რწმენას იმის შესახებ, რომ სიკვდილის ანგელოზი არის "სულების მთიბავი".

ცელი ეროვნულ კულტურებში

ცელი ჯერ კიდევ შეუცვლელ იარაღს წარმოადგენს ფერმერებისათვის განვითარებად ქვეყნებში და მთიან რეგიონებში.

რუმინეთში, მაგალითად, აპუსენის მთიანეთში თიბვა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური საქმიანობაა და საშუალოდ 2-3 კვირა გრძელდება იქაური მთიბავისათვის. რადგანაც თიბვა დამღლელი ფიზიკური სამუშაოა და მასში დახელოვნება შედარებით რთულია, ფერმერები ერთმანეთს ეხმარებიან ნადად, გუნდად გაერთიანებთ. თიბვის ყოველდღიური შრომის შემდეგ ფერმერები ხშირად აწყობენ პატარა ქეიფს, სადაც ცეკვავენ, სვამენ და პურობენ, მაგრამ უფრთხილდებიან ფორმას, რათა შეძლონ შემდგომი დღის მძიმე შრომის ატანა.

ბალკანეთის სხვა რეგიონებში, მაგალითად, სერბიულ ქალაქებში, თიბვის შეჯიბრებებსაც აწყობენ და გამარჯვებულს ჯილდოდ ვერცხლის პატარა ცელით აჯილდოვებენ. უფრო პატარა დაბებში თიბვას უყურებენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის ნაწილს და მეგობრული შეჯიბრებების გამარჯვებულებს უხვად აჯილდოვებენ სასმელ-საჭმელით, რომლებსაც აქვთ უფლება, დამარცხებულებს გაუყონ დოვლათი.

ბასკეთში ცელით თიბვის შეჯიბრება ჯერ კიდევ პოპულარული ტრადიციული სპორტია, რომელსაც სეგალარიცას უწოდებენ (ბასკური სიტყვიდან "სეგა": ცელი). თითოეული მონაწილე ცდილობს, რომ უფრო ადრე მოთიბოს თავისი ფართობი, ვიდრე მოწინააღმდეგეები მოახერხებენ ამას.

გორიცკოში იმართება ხოლმე თიბვის საერთაშორისო შეჯიბრება, სადაც მთიბავები ავსტრიიდან, უნგრეთიდან, სერბიიდან და რუმინეთიდან ან ზოგჯერ აზიის შორეული ქვეყნებიდანაც კი ეჯიბრებიან ერთმანეთს თავიანთი ეროვნული მეთოდის წარმოჩენით. 2009 წ. იაპონელმა მთიბავმა მოახდინა ბრინჯის სათიბი ცელის დემონსტრირება. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სისწრაფემ, რითაც ადგილობრივი მთიბავები თიბავდნენ, მაგრამ შენიშნა, რომ ასეთი დიდი ზომის ცელი ვერასდროს ვერ გამოდგებოდა იაპონიაში.

ჰორნინდალის მუნიციპალიტეტს ნორვეგიაში სამი ცელის პირი აქვს თავის გერბზე.

ცელი ამერიკული გარეუბნების პრაქტიკაში ისევ ბრუნდება ამ ბოლო დროს, რადგანაც "მას არ სჭირდება ბენზინი, არ არის ხმაურიანი, მისი საშუალებით მუშაობა ზედმეტ კალორიებს კარგად წვავს და ბალახსაც კარგად ჭრის".

რესურსები ინტერნეტში


სქოლიო

  1. Sir William Smith, "Dictionary of Greek and Roman Antiquities"
  2. Jack Herer, "Flesh of The Gods" (Emboden, W.A., Jr., Praeger Press, NY, 1974.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცელი&oldid=2313130“-დან