სიმსივნე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: pa:ਰਾਜਫੋੜਾ
r2.7.1) (ბოტის წაშლა: it:Neoplasia#Comportamento biologico: benignità e malignità
ხაზი 108: ხაზი 108:
[[io:Kancero]]
[[io:Kancero]]
[[is:Krabbamein]]
[[is:Krabbamein]]
[[it:Neoplasia#Comportamento biologico: benignità e malignità]]
[[ja:悪性腫瘍]]
[[ja:悪性腫瘍]]
[[jv:Kanker]]
[[jv:Kanker]]

18:21, 9 თებერვალი 2013-ის ვერსია

ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე, 2004 წლის მონაცემებით.[1]
  არაა მონაცემები
  ≤ 55
  55-80
  80-105
  105-130
  130-155
  155-180
  180-205
  205-230
  230-255
  255-280
  280-305
  ≥ 305

სიმსივნე — ბლასტომა, ახალწარმონაქმნი, ქსოვილების არანორმალურად ჭარბი ზრდა.

დახასიათება

სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).

წარმოშობა

სიმსივნის ქსოვილოვანი წარმოშობა და ხასიათი ასახულია მათ სახელწოდბებში - ქსოვილის სახელს, რომლისგანაც ვითარდება სიმსივნე ემატება დაბოლოება "ომა". მაგალითად, ფიბრომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე. განვითარებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან; მიომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე განვითარებულია კუნთოვანი ქსოვილისაგან. ზოგიერთი სიმსივნე განსაკუთრებულ სახელს ატარებს, მაგალითად, ეპითელიუმური ქსოვილისაგან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს კარცინომა ეწოდება. (ბერძნულად καρκίνος - კიბო) ხოლო შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებულს - სარკომა. ზოგ ქვეყანაში ყველა ავთვისებიანი სიმსივნე კიბოს (კანცერის) სახელწოდებითაა ცნობილი.

დიფერენციაცია

კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანიებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების - მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).
სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.

განსაზღვრება

სიმსივნის განვითარების მიზეზებსა და ნორმალური უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნის (მალიგნიზაციის) მექანიზმების შესახებ ცნობილია, რომ სიმსივნურ ზრდას იწვევს ვირუსი (ე.წ. ონკოგენური ანუ სიმსივნისმბადი ვირუსი), ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება (კანცეროგენული ნივთიერებების), მაიონიზებელი გამოსხივება, თამბაქოს კვამლში შემავალი ერთ-ერთი არომატული ნახშირწყალბადი - ბენზპირენი ფილტვის კიბოს განვითარების ძირითადი ფაქტორია. ეპიდემიოლოგიური დაკვირვებები ადასტურებენ, რომ გარკვეული ქვეყნისა თუ რეგიონისათვის დამახასიათებელია სიმსივნეების ესა თუ ის სახე. იაპონიაში - კუჭის სიმსივნე, ინგლისში - ფილტვის, აფრიკაში - ღვიძლის, ახლო აღმოსავლეთში - პირის ღრუს და საყლაპავის.
ადამიანებს შორის სიმსივნის სიხშირე დაკავშირებულია მოსახლეობის პოპულაციის თავისებურებასთან. მაგალითად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია, სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უჭირავს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია სარძევე ჯირკვლის, კანის, საშვილოსნოს, კუჭისა და ფილტვის კიბოო.

სიმსივნის დიაგნოსტიკა

სიმსივნის დიაგნოსტიკისათვის მიმართავენ ავადმყოფის კლინიკურ-ინსტრუმენტულ გამოკვლევას, კერძოდ, რენტგენოლოგიურს, რადიოიზოტოპულს, თერმოგრაფიულს, ენდოსკოპიურს, ციტოლოგიურს, მორფოლოგიურს, ბიოქიმიურს და იმუნოლოგიურ მეთოდებს. სიმსივნის ხასიათის დასადგენად (ვერიფიკაცია) გადამწყვეტია ბიოფსია და ბიუფსიური მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა. სიმსივნის ხასიათთან ერთად აუცილებელია დაავადების სტადიის დადგენაც, რადგან მკურნალობის ტაქტიკა და მეთოდები სხვადასხვა სტადიის დროს - სხვადასხვაგვარია. ეფექტური მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ამოცნობას მის ადრეულ სტადიაში, როდესაც პროცესი ტკივილისა და გამოკვეთილი კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ავადმყოფები როგორც წესი ექიმს არ მიმართავენ. ამიტომ ადრეულ სტადიაში სიმსივნის დადგენას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი მოსახლეობის პერიოდულ პროფილაქტიკურ გასინჯვას, რაც მიზნად ისახავს არამარტო სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას, არამედ კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას.

მკურნალობა

სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ ქირურგიულ, სხივურ და სამკურნალწამლო საშუალებებს, აგრეთვე მათ სხვადასხვანაირ კომბინაციას. მკურნალობის მეთოდების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სიმსივნის ლოკალიზაცია, ხასიათი (შენება), სტადია და მრავალი სხვა ფაქტორი. მაგალითად, კუჭისა და ნაწლავების კიბოს დროს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს; კანის, ტუჩის, საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს სხივურ მეთოდს; ლევკოზის, ქორიონეპითელოზის დროს - ქიმიოთერაპიულ მეთოდს; სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს სამივე ამ მეთოდის კომბინაციას და ასე შემდეგ.

სიმსივნე ცხოველებში

ცხოველებში სიმსივნე ფართოდაა გავრცელებული. დაავადების სიხშირე ცხოველის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ავადდება ყველა სახეობის ცხოველი, განსაკუთრებით ძაღლი და ქათამი. დიაგნოზს ადგენენ დაავადებული ცხოველის კლინიკური ნიშნებითა და გამოკვლევის შედეგად. მკურანლობა მეტწილად ქირურგიულია, იყენებ აგრეთვე სათანადო პრეპარატებსა და ჰორმონულ საშუალებებს.

სიმსივნე მცენარეებში

მცენარეებში სიმსივნე შეიძლება გამოიწვიოს სოკოებმა, ბაქტერიებმა, ვირუსებმა, მწერებმა, ნემატოდებმა აგრეთვე დაბალი ტემპერატურის მოქმედებამ. უმრავლესად ავადდება ფესვი, ძირხვენები, გორგლები, ღეროები, შედარებით იშვიათად ფოთლები. ბრძოლის ღონისძიებები მიმართულია სიმსივნის გამომწვევი მიზეზის სალიკვიდაციოდ.

ლიტერატურა

  • შარაშიძე ლ., ქსე, ტ. 9, გვ. 357, თბ., 1985

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. WHO Disease and injury country estimates. World Health Organization (2009). ციტირების თარიღი: Nov. 11, 2009.

თარგი:Link FA თარგი:Link GA