ცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
==ისტორია==
==ისტორია==


ცელი გამოგონებული იქნა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 500 წელს ჩვ.წ.აღ-მდე და ევროპაში მასიურად შევიდა უკვე ჩვ. წ. აღ-ის მე-12 ან მე-13 საუკუნეებში.
ცელი გამოგონებული იქნა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 500 წელს ჩვ.წ.აღ-მდე და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მასიურად შევიდა მხოლოდ ჩვ. წ. აღ-ის მე-12 ან მე-13 საუკუნეებში.

The scythe was invented in about 500 BC and appeared in Europe during the 12th and 13th centuries. Initially used mostly for mowing grass, it replaced the sickle as the tool for reaping crops by the 16th century, the scythe allowing the reaper to stand rather than stoop. In about 1800 the addition of light wooden fingers above a scythe blade produced a form of scythe called the cradle which soon replaced the simple scythe for reaping grain and mowing other tall vegetation such as reeds. In the developed world, all of these have now largely been replaced by motorized lawnmowers and combine harvesters.
ევროპელთაგან ალბათ ერთ-ერთი პირველები, რომაელები იცნობდნენ ცელს სახელით falx foenaria (განსხვავებით ნამგლისაგან, რომელსაც უწოდებდნენ falx messoria)<ref>Sir William Smith, "Dictionary of Greek and Roman Antiquities" </ref>. ძველი სკვითები იყენებდნენ ამ იარაღს და ზოგიერთ ენაში (მაგ., ინგლისურ ენაში) ცელი და სკვითი ერთნაირად იწერება<ref>Jack Herer, "Flesh of The Gods" (Emboden, W.A., Jr., Praeger Press, NY, 1974.)</ref>.





19:14, 8 თებერვალი 2013-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ცელი — ხელით მოსახმარი ტრადიციული იარაღი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ბალახის მოთიბვის ან მოსავლის აღებისათვის. თანამედროვე ეპოქაში ფართო მასშტაბებით შეცვალა კომბაინებმა, ტრაქტორულმა მანქანებმა, გაზონების სათიბელებმა, მაგრამ ტექნიკისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში ჯერ კიდევ გამოიყენება.

დიზაინი

ცელს გააჩნია ხის ტარი, რომლის სიგრძე დაახლოებით 170 სანტიმეტრს შეადგენს (საშუალოდ შეესაბამება ადამიანის სიმაღლეს), ხანდახან მეტალის ან პლასტიკური მასალის ტარსაც იყენებენ. ტარი შეიძლება იყოს სწორი ან სიგმოიდური ფორმისა. კიდევ უფრო დახვეწილი ვერსიებს სამგანზომილებიან სივრცეში გააჩნიათ სიმრუდეები, რაც უკეთ შეესაბამება ერგონომიულ დიზაინს. ტარს გააჩნია ორი სახელური, რომელიც მასთან მართი კუთხით არის დამაგრებული, ერთი _ ზედა მესამედში და ერთიც _ დაახლოებით ტარის შუაში. ქვედა ბოლოზე დამაგრებულია გრძელი, ოდნავ მორკალული მჭრელი პირი, დაახლოებით 60-90 სანტიმეტრი სიგრძისა, ისიც ტარის მართობულად. ცელი ძირითადად მზადდება მემარჯვენე მუშაკებზე გათვლით, სწორი დაჭერის დროს ტარის მარცხნივ მდებარეობს მჭრელი პირი და მთიბავი თიბავს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული სწრაფი მოძრაობებით. თეორიულად, შეიძლება დამზადდეს ცაციებისათვის მოსახმარებელი ცელი და ცაცია მუშაკი გათიბავს საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობებით.

გამოყენება

ცელის საშუალებით მუშაობას თიბვას უწოდებენ. ზმნა "ცელვა", "მოცელვა" ქართულში ოდნავ სხვა აზრით გამოიყენება: წაქცევა უეცარი ბიძგის ან ფეხებიდან საყრდენის უეცრად გამოცლის საშუალებით. თიბვა მემარჯვენეებისათვის შემდეგნაირად ხორციელდება: ზედა სახელურზე მაგრდება მარცხენა ხელი, შუა სახელურზე _ მარჯვენა და თითქმის გაშლილი ხელებით, ისე რომ მჭრელი პირი მიწის ზედაპირის პარალელური რჩება, მთიბავი (ხშირად მთელი ტორსის დახმარებით) სწრაფად ამოძრავებს ცელს მარჯვნიდან მარცხნისკენ. ცელი გრძელი რკალს შემოწერს და მთიბავის მარცხნივ აგროვებს მოთიბულ ბალახს. თიბვა ხორციელდება მდგრადი რიტმის შენარჩუნებით; ეს მეტად დამღლელი და დიდი ენერგიის ხარჯვით მიმდინარე პროცესია. მთიბავი ხშირად ისვენებს და ამ დროით სარგებლობს მჭრელი პირის გალესვისთვის. სწორი ტექნიკა მდგომარეობს რკალების საშუალებით ბალახის თანაბარი ფართობის მოთიბვაში. დამწყებების ხშირი შეცდომაა სწორი კუთხით, მართკუთხედის ფართობზე მოთიბვა, რაც გაცილებით დამღლელი და არაეფექტურია. ნიადაგთან ძალიან ახლოს თიბვამ შეიძლება დააბინძუროს ცელის პირი და მალე დააბლაგვოს იგი. დიდი გამოცდილება და სიმარჯვეა საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგიდან თანაბარ და ეფექტურ დისტანციაზე გვეკავოს ცელის პირი თიბვისას.


ისტორია

ცელი გამოგონებული იქნა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 500 წელს ჩვ.წ.აღ-მდე და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მასიურად შევიდა მხოლოდ ჩვ. წ. აღ-ის მე-12 ან მე-13 საუკუნეებში.

ევროპელთაგან ალბათ ერთ-ერთი პირველები, რომაელები იცნობდნენ ცელს სახელით falx foenaria (განსხვავებით ნამგლისაგან, რომელსაც უწოდებდნენ falx messoria)[1]. ძველი სკვითები იყენებდნენ ამ იარაღს და ზოგიერთ ენაში (მაგ., ინგლისურ ენაში) ცელი და სკვითი ერთნაირად იწერება[2].

  1. Sir William Smith, "Dictionary of Greek and Roman Antiquities"
  2. Jack Herer, "Flesh of The Gods" (Emboden, W.A., Jr., Praeger Press, NY, 1974.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცელი&oldid=2301016“-დან