რბილი ხორბალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: zh:普通小麦
r2.7.2) (ბოტის დამატება: gl:Triticum aestivum
ხაზი 36: ხაზი 36:
[[fi:Vehnä]]
[[fi:Vehnä]]
[[fr:Blé tendre]]
[[fr:Blé tendre]]
[[gl:Triticum aestivum]]
[[ha:Alkama]]
[[ha:Alkama]]
[[hsb:Prawa pšeńca]]
[[hsb:Prawa pšeńca]]

12:29, 6 თებერვალი 2013-ის ვერსია

რბილი ხორბალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ხორბალი
სახეობა:  რბილი ხორბალი
ლათინური სახელი
Triticum aestivum

რბილი ხორბალი (Triticum aestivum) — ხორბლის ჰექსაპლოიდური სახეობა (სომატურ უჯრედში 42 ქრომოსომაა). თავთავი ფხიანი ან უფეხოა, მარცვალი — შიშველი, თეთრი, წითელი ან ყვითელი. შედარებით ზამთარგამძლე. გვალვაამტანი და ადრეულა მცენარეა, ძლიერ პლასტიკური, მოჰყავთ მიწათმოქმედების ყველა ქვეყანაში. მოიცავს 200-მდე სახესხვაობას. ცნობილია რბილი ხორბლის მრავალი საგაზაფხულო და საშემოდგომო ჯიში.

საქართველოში უმეტესად რბილი ხორბალია გავრცელებული. იგი მოიცავს უძველეს აბორიგენულ ჯიშებს — სხვადასხვა ეკოტიპის დოლის პურს, იფქლს, ხულუგოს, გომბორულას, რაჭულას და სხვა. საქართველოში გავრცელებულ ხორბლის ჯიშებს შორის ყველაზე მეტი ფართობი უკავია უფხო 1.

ლიტერატურა