მირქმა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ja:聖燭祭
r2.7.1) (ბოტის დამატება: sl:Svečnica
ხაზი 41: ხაზი 41:
[[sh:Prikazanje Gospodinovo u Hramu]]
[[sh:Prikazanje Gospodinovo u Hramu]]
[[sk:Obetovanie Pána]]
[[sk:Obetovanie Pána]]
[[sl:Svečnica]]
[[sr:Сретење Господње]]
[[sr:Сретење Господње]]
[[sv:Kyndelsmässodagen]]
[[sv:Kyndelsmässodagen]]

14:51, 2 თებერვალი 2013-ის ვერსია

მირქმა, XV საუკუნის რუსული ხატი

მირქმაქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული. იგი VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.