ასო (ნიშანი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: fa:حرف (زبانشناسی) |
მ ბოტის დამატება: zh-yue:單隻字母 |
||
ხაზი 116: | ხაზი 116: | ||
[[yi:אות]] |
[[yi:אות]] |
||
[[zh:字母]] |
[[zh:字母]] |
||
[[zh-yue:單隻字母]] |
08:54, 1 თებერვალი 2013-ის ვერსია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ასო (ნიშანი)}} |
ასო არის ანბანური დამწერლობის სისტემის შემადგენელი ნაწილი და წერილობითი ნიშანი, გრაფემა, რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად, ან ცალკე, იხმარება ფონემის, მისი ძირითადი ვარიანტის ან მათს თანამიმდევრობათა გადმოსაცემად[1]. ისეთ სრულყოფილ დამწერლობებში, როგორიცაა ქართული, თითოეული ასო გადმოსცემს მხოლოდ ერთ ფონემას. თუმცა, ზოგჯერ, ერთი ასო გადმოსცემს ორ (ან მეტ) ფონემას(მაგ., ლათინურში x=/ks/, ბერძნულში Ψ=/ps/) და პირიქით — ერთზე მეტი ასო აღნიშნავს ერთ ფონემას(მაგ., ინგლისური sh=/š/, გერმანული sch=/š/, ფრანგული eau=/o/, პოლონური sz=/š/, cr=/č'/ და სხვა).
ერთი და იგივე ასო, ზოგჯერ, იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოცვაში იხმარება, გამოყენებულია სხვადასხვა ფონემის აღსანიშნად. მაგალითად, ინგლისური o იხმარება /ow/, /a/, /ə/, /ɔ/-ს გადმოსაცემად, s გადმოსცემს s-სა და z-ს; რუსული o a-სა და o-ს და სხვა.
არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად(მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულში pomme(=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ინგლისურში duke(=/dju:k/) ბოლო e არ იკითხება და სხვა[1].
ზოგიერთ დამწერლობათა სისტემაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს ვარიანტები(ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, არაბული ق(იზოლირებული), ـقـ(შუაში) გადმოსცემენ კ-ს და სხვა.
ასოები სხვადასხვა დამწერლობებში
ბერძნული ანბანი: Α, Β, Γ, Δ, Ε, Ζ, Η, Θ, Ι, Κ, Λ, Μ, Ν, Ξ, Ο, Π, Ρ, Σ, Τ, Υ, Φ, Χ, Ψ, Ω
ქართული ანბანი: ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ, ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 637.