უინსტონ ჩერჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying ms:Sir Winston Churchill to ms:Winston Churchill
ხაზი 212: ხაზი 212:
[[mn:Уинстон Черчилль]]
[[mn:Уинстон Черчилль]]
[[mr:विन्स्टन चर्चिल]]
[[mr:विन्स्टन चर्चिल]]
[[ms:Sir Winston Churchill]]
[[ms:Winston Churchill]]
[[my:ချာချီ၊ ဆာဝင်စတန်၊ လင်းနတ်၊ စပင်ဆာ]]
[[my:ချာချီ၊ ဆာဝင်စတန်၊ လင်းနတ်၊ စပင်ဆာ]]
[[nap:Winston Churchill]]
[[nap:Winston Churchill]]

16:06, 26 იანვარი 2013-ის ვერსია

სერ უინსტონ ჩერჩილი
Sir Winston Churchill
სერ უინსტონ ჩერჩილი Sir Winston Churchill
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1951 – 7 აპრილი, 1955
მონარქი  ჯორჯ VI
ელისაბედ II
წინამორბედიკლემენტ ეტლი
მემკვიდრეენტონი იდენი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1940 – 27 ივლისი, 1945
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედინევილ ჩემბერლენი
მემკვიდრეკლემენტ ეტლი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929
პრემიერ-მინისტრისტენლი ბოლდვინი

შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 1910 – 24 ოქტომბერი, 1911
პრემიერ-მინისტრიჰერბერტ ჰენრი ასკვიტი

დაბადებული30 ნოემბერი, 1874
ბლენჰეიმი, ოქსფორდშირი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვლილი24 იანვარი, 1965
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული (1900–1904, 1924–1964)
ლიბერალური (1904–1924)
მეუღლეკლემენტინა ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორით. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

უინსტონ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნეომბერს ჰერცოგ მალბოროს საგვარეულო მამულში ბლენჰეიმების სასახლეში დაიბადა. ჩერჩილის მამა - ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, მე-7 ჰერცოგ მალბოროს მე-3 შვილი, ცნობილი პოლიტიკოსი, თემთა პალატის დეპუტატი იყო კონსერვატიული პარტიიდან, ეკავა ფინანსთა კანცლერის თანამდებობა. დედა - ლედი რენდოლფ ჩერჩილი, ქალიშვილობაში ჯენი ჯერომი (ინგლ. Jennie Jerome), მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი იყო.

როგორც მამა, გატაცებული პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე დედა, აქტიურად ჩაბმული მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში, აქცევდნენ შვილს მცირე ყურადღებას. 1875 წლიდან ბავშვის აღზრდა ძიძას, ელიზაბეტ ენ ევერესტს (ინგლ. Elizabeth Anne Everest) მიანდეს. მას ძლიერ უყვარდა აღსაზრდელი და თვითონაც ჩერჩილის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იყო ყოველთვის.

როდესაც ჩერჩილს მე-8 წელი შეუსრულდა, იგი სენტ-ჯორჯის მოსამზადებელ სკოლაში გაგზავნეს. სკოლაში მოქმედებდა ფიზიკური სასჯელი და უინსტონი, რომელიც მუდმივად არღვევდა დისციპლინას, ხშირად ხდებოდა სასჯელის მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც მისმა ძიძამ, რომელიც რეგულარულად აკითხავდა, აღმოაჩინა ბავშვის ტანზე დალურჯებები, მაშინვე აცნობა დედას და უინსტონიც დები ტომსონების სკოლაში გადაიყვანეს, ბრაიტონში. წარმატებები სწავლაში, განსაკუთრებით გადასვლის შემდეგ გაუმჯობესდა, მაგრამ ყოფა-ქცევის ატესტაცია შემდეგნაირად ჟღერდა:

«  მოსწავლეთა რაოდენობა კლასში — 13. ადგილი — მე-13. »

1886 წელს, მან მძიმე ფილტვების ანთება გადაიტანა. სუსტმა ჯანმრთელობის და საეჭვო მიღწევების გამო სწავლაში, მშობლებმა იგი არა იტონში (სადაც მალბოროების მრავალი თაობა აღიზარდა), არამედ ჰეოროუში (ინგლ. Harrow School) გაგზავნეს. 1889 წელს იგი "სამხედრო კლასში" გადავიდა, სადაც საერთოსაგანმანათლებლო საგნების შესწავლასთან ერთად, მოსწავლეებს სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ. სკოლა მან იმ 12 მოსწავლესთან ერთად დაამთავრა, რომლებმაც შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, უინსტონმა განსაკუთრებულ წარმატებას ისტორიის საგანში მიაღწია. ჰეროუში ის ფარიკაობით დაკავდა და 1892 წელს სკოლის ჩემპიონიც გახდა.

1893 წლის 28 ივნისს, ჩერჩილმა მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში სენდჰიორსტში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დაბალი შედეგის გამო (92 102-დან) ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. სენდჰიორსტში ის 1893 წლის სექტემბრიდან 1894 წლის დეკემბრამდე სწავლობს და ამთავრებს მე-20 130 სტუდენტიდან (სხვა ცნობებით მე-8 150-დან). 1895 წლის 20 თებერვალს ჩერჩილს უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ანიჭებენ.


იმავე წელს მან რამდენიმე მძიმე დანაკლისი განიცადა : იანვარში კვდება მამამისი, ხოლო ივლისში პერიტონიტისგან მისი საყვარელი ძიძა.

ამერიკული სამსახური და პირველი ლიტერატურული გამოცდილება

ჩინის მიღების შემდეგ ჩერჩილი მისი უდიდებულესობის ჰუსართა პოლკში ირიციხება. შესაძლებია, სახელდობრ მაშინ გააცნობიერა მან, რომ სამხედროს კარიერი მას არცთუ ძალიან იზიდავდა: "რაც უფრო დიდ ხანს ვმსახურობ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ჩემთვის არაა" წერდა იგი ლედის რენდოლფს 1895 წლის 16 აგვისტოს.

1895 წელს, დედის ფართო სანაცნობო ხაზის დახმარებით ჩერჩილი კუბაში გაგზავნეს, გაზეთ "დეილი გრაფიკის" (ინგლ. Daily Graphic) სამხედრო კორესპონდენტის რანგში, რათა გაეშუქებინა ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება ესპანელების წინააღმდეგ, მაგრამ ამას მოჰყვა რეალური საქმე. ესპნელთა მეთაურობის ქვეშ, იგი პირველად მოხვდა ცეცხლის ხაზში. გაზეთმა მისი 5 სტატია გამოაქვეყნა, რომელთაგან რამდენიმე "ნიუ-იორკ ტაიმსმაც" დაბეჭდა. სტატიებმა მკითხველის მოწონება დაიმსახურა და ჰონორარმაც 25 გინეა შეადგინა, რაც იმ დროსითვის ჩერჩილისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ესპანეთის მთავრობამ კი მედლით "წითელი ჯვრით"დააჯილდოვა და ამან დაუდო ჩერჩილის სკანდალური პიროვნების პოპულარობას სათავე, დაეჭვდა რა ბრიტანურლი პრესა კორესპონდენტის ნეიტრალურობაში. ჯილდობეთან და ლიტერატურულ სახელთან ერთად, მან კუბაში ორი ჩვევა შეიძინა, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა: კუბური სიგარების სიყვარული და სადილის შემდგომი დასვენება - სიესტა. ბრიტანეთისკენ უკანა გზაზე, ჩერჩილი პირველად ჩადის ამერიკაში.

1896 წლის ოქტომბერში პოლკი მიემგზავრება ინდოეთში და ბინას იდებს ბენგალურუში. ჩერჩილი ბევრს კითხულობს, ცდილობს რა ამით აინაზღაუროს უნივერსიტეტის განათლების არ ქონის დანაკლისი და ასევე ხდება პოლოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე პოლკში. თანაპოლკელებთა თქმით, ის კეთილსინდისიერად ეპყრობოდა ოფიცრის მოვალეობებს და დიდ დროს უთმობდა ჯარისკაცებთან და სერჟანტებთან ერთად მუშაობას, მაგრამ სამსახურის რუტინა მასთვის ძალიან დამღლელი იყო, ორჯერ აიღო შვებულება ინგლისში (მათ შორის დედოფალ ვიქტორიას 60 წლიანი მმრთველობის აღსანიშნავად), მოგზაურობდა ინდოეთში, მოინახულ კალკუტა და ჰაიდარაბადი.

1897 წლის შემოდგომაზე ჩერჩილს კვლავ დედის სანაცნობო წრის შუამდგომლობით გზავნიან მალაკანდის მთიან ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც საექსპედიციო კორპუსი ცდილობს ჩაახშოს პუშტუნების (პირველ რიგში მოჰმანდების) ტომების აჯანყება. ეს კამპანია კუბურ კამპანიაზე სახიფათო და მკაცრი აღმოჩნდა. ოპერაციის მსვლელობის დროს ჩერჩილმა დიდი სიმამაცე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ რომ რისკი უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული იყო ბრავადოს მიერ და არა აუცილებლობით. ის წერდა დედას: "ყველაფერზე მეტად ამ ცხოვრებაში მე მივისწრაფვი რომ მოვიპოვო მამაცის რეპუტაცი"

ბებიისათვის, ჰერცოგინია მალბოროსადმი მიწერილ წერილში, ის თანაბრად აკრიტიკებს ორივე მხარეს სისასტიკეს და თვითონ კამპანიის უაზრობას:

"პუშტუნების ტომები დაჭრილებს აწამებენ და მკვდრებს კი ასახიჩრებენ. ჯარისკაცები არასდროს ტოვებენ ტყვედ ჩავარდნილ მოწინააღმდეგეს ცოცხლად, მიუხედავად იმისა, დაჭრილია თუ არა. ფრონტის საავადმყოფოები და ავადმყოფებით დატვირთული კონვოები მტრისთვის განსაკუთრებულ სამიზნეებს წარმოადგენენ, ვანადგურებთ რეზერვუარებს, რომლებიც წყლის ერთადერთი წყაროა ზაფხულში და მათ წინააღმდეგ ახალ, "დუმ-დუმის" ტყვიებს ვიყენებთ... რომელთა გამანადურებელი ეფექტი უბრალოდ საშინელია.

...

ფინანსურად ეს დამანგრეველია. მორალურად გაუმართლებელი. სამხედრო თვალსაზრისით კამპანიის აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პოლიტიკურად კი დიდი შეცდომაა."

წერილი პირველად "დეილი ტელეგრაფში" გამოაქვეყნეს, კამპანიის დასრულების შემდეგ კი 8500 ეგზამპლარით გამოსცეს მისი წიგნი მალაკანდის საველე კორპუსის ისტორია (ინგლ. The Story of the Malakand Field Force). წიგნის დაჩქარებული გამოცემის გამო, გაიპარა უამრავი ტიპოგრაფიული შეცდომა, ჩერჩილმა სულ 200–მდე დაითვალა და შემდეგ ყოველთვის მოითხოვდა მათ შესწორებას გამომცემლობის მიერ.

მალაკანდიდან მშვიდობიანად დაბრუნების შემდეგ, ჩერჩილი ცდილობს მოიპოვოს საგზური ჩრდილოეთ აფრიკისკენ, რათა გააშუქოს მაჰდისტის აჯანყება სუდანში. სურვილს, წასულიყო მორიგ ჟურნალისტურ მისიაზე, მეთაურთა კეთილი ნება არ ხვდომია წილად, ამიტომ ჩერჩილი პრემიერ–მინისტრ ლორდ სოლსბერს სწერს, სადაც გულახდილად ამბობს, რომ წასვლის მიზანი არ არის მხოლოდ ჟურნალისტური სურვილი გააშუქოს ისტორიული მომენტი, არამედ ეს შემთხვევა მისთვის არის საშუალება, რომ აღიდგინოს ფინანსური წონასწორობა, რომელიც წიგნის გამოცემამ საგრძნობლად შეარყია. შედეგად მისი თხოვნა კმაყოფილდება, მას მაღალშტატიან ლეიტენანტის თანამდებობაზე ნიშნავენ, მხოლოდ დაჭრის ან სიკვდილის შემთხვევაში მატერიალურ ხარჯებს სამინისტრო არ უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულთა მხარეს იყო რიცხვობრივი უპირატესობა, ანგლო–ეგვიპტური კავშირის არმია მაინც ერთი ნაბიჯით წინ იყო, ვინაიდან იგი უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი – მრავალჯერიანი სასროლი იარაღი, არტილერია, კანონიური ნავები და იმ დროინდელი ტექნიკის უკანასკნელი გამოძახილი – მაქსიმის ტყვიამფრქვევი. გენერალურ ბრძოლაში, ამდურმანში ჩერჩილმა პირადად მიიღო მონაწილეობა ბრიტანეთის არმიის კავალერიის შეტევაში. მან თავად აღწერა ეს ეპიზოდი:

"შევმართე ცხენი ჩორთზე და გავჭენდი მოწინააღმდეგისკენ პისტოლეტის სროლით, რამდენიმე მოვკალი – 3 ნამდვილად – 2 საეჭვოა – 1 ძალიან საეჭვოა." (ინგლ.I pulled to a trot and rode up to individuals firing my pistol in their faces and killing several — 3 for certain — 2 doubtful — one very doubtful)

რეპორტაჟში ის ინგლისის ჯარების მეთაურს, მომავალ კაბინეტის კოლეგას გენერალ კიტჩენერს აკრიტიკებს, ტყვეებისა და დაჭრილების მკაცრი მოპყრობისა და ადგილობრივი ჩვეულებების უპატივცემულობის გამო. "ის დიდი გენერალია, მაგრამ არავის იგი აქამდე დიდ ჯენტლმენობაში არ დაუდანაშაულებია" – თქვა მის შესახებ ჩერჩილმა კერძო საუბარში, მისი კრიტიკის სიზუსტე მალე გახდა საზოგადოების ყურადღების საგანი. თუმცა კრიტიკა მეტწილად სამართლიანი იყო, მასზე საზოგადოების რეაქცია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა, პუბლიცისტის პოზიცია და გულახდილობა უმცროსი ოფიცრის სამსახურეობრვ მოვალეობას ვერ შეეწყო.

კამპანიის დასრულების შემდეგ ჩერჩილი ბრუნდება ინდოეთში, რთა მონაწილეობა მიიღოს საერთონაციონალურ ტურნირზე პოლოში. მოკლევადიანი შესვენების დროს ის რამდენჯერმე ჩნდება კონსერვატორების მიტინგზე ინგლისში. პრაქტიკულად ტურნირის დასრულებისთანავე, სადაც მისმა გუნდმა დაძაბულ ფინალში გაიმარჯვა, 1899 წლის მარტში ის სამხედრო საქმეს თავს ანებებს.

დებიუტი პოლიტიკაში

სამხედრო სამსახურის თავის დანებების პერიოდში ჩერჩილმა გარკვეულ წრეებში მოიპოვა სახელი როგორც ჟურნალისტმა, მისი წიგნი კი სუდანურ კამპანიაზე "ომი მდინარეზე" (ინგლ. The River War) ბესტსელერი გახდა.

1899 წლის ივლისში მან წინადადება მიიღო კენჭი ეყარა პარლამენტში კონსერვატიული პარტიიდან ოლდჰემში. პირველი მცდელობა დაეკავებინა ადგილი თემთა პალატაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ არა ჩერჩილის მიზეზით: ოლქში ნონკონფორმისტები მომძლავრდნენ და ამომრჩევლებიც უკმაყოფილონი იყვნენ კონსერვატორების ინიციატივით მიღებული ახალი კანონით "კანონი საეკლესიო წილზე" (ინგლ. The Clerical Tithes Bill), რომლის მიხედვითაც ანგლიკანური ეკლესია ადგილობრივი გადასახადებიდან ფინანსდებოდა. ჩერჩილმა წინასაარჩევნო კამპანიაში განაცხადა, რომ ის ამ კანონს არ ეთანხმებოდა, მაგრამ მისმა განცხადებამ არ იქონია გავლენა შედეგზე და ორივე მანდატი ოლდჰემიდან ლიბერალებს დარჩათ.

ანგლო–ბურული ომი

1899 წლის შემოდგომისთვის ბურის რესპუბლიკებთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა და როდესაც სექტემბერში ტრანსვაალისა და ნარინჯისფერმა რესპუბლიკამ, ინგლისის წინადადებაზე, ოქროს საბადოზე მომუშავე ინგლისელ მუშებს ჰქონოდათ საამომრჩევლო უფლებები, განაცხადა უარი, ნათელი გახდა რომ ომი გარდაუვალი იყო.

18 სექტემბერს "დეილი მეილის" მფლობელებმა ჩერჩილს შესთავაზეს წასულიყო სამხრეთ აფრიკაში სამხედრო კორესპონდენტის რანგში. ჩერჩილმა "დეილი მეილს" პასუხი არ დაუბრუნა და ამ წინადადებით "მორნინგ პოსტის" რედაქტორს მიმართა, რომელთანაც სუდანის კამპანიის დროს მუშაობდა, პასუხად რედაქტორმა თვიური ხელფასი 250 ფუნტის სახით და ყველანაირი ხარჯის დაფარვა შესთავაზა. ეს იყო დიდი თანხა (თითქმის 8 ათასი ფუნტი თანამედროვე ექვივალენტით), ყველაზე მეტი ვიდრე ოდესმე შეუთავაზებიათ ჟურნალისტისთვის და ჩერჩილიც უყოყმანოდ დასთანხმდა. ის ინგლისიდან 14 ოქტომბერს გაემგზავრა, ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ.

15 ნოემბერს ჩერჩილი გაჰყვა დაზვერვით რეიდს ჯავშნიანი მატარებლით, რომელსაც კაპიტანი ჰოლდეინი (ინგლ. Haldane) მეთაურობდა, ნაცნობი მალაკანდუდან. ცოტა ხანში მატარებელი ბურების არტილერიამ დაცხრილა. ცეცხლიდან სწაფად თავის დახსნის მცდელობისას, მატარებელი უკანა სვლით დიდი სიჩქარით შეასკდა რიყის ქვებს, რომლითაც გადაკეტილი იყო რკინიგზა.

ჩერჩილი გზის გაწმენდის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ჰოლდეინი ცდილობდა უზრუნველყო თადაცვა მომუშავეთათვის. თვითმხილველთა გადმოცემით, ჩერჩილი უშიშრად მოქმედებდა ცეცხლის ქვეშ, მაგრამ როდესაც გზა გაიწმინდა, გამოირკვა, რომ წამყვანი ვაგონის გზა გადაჭრილი იყო ტყვიამფრქვევით და ერთადერთი რაც ჰოლდეინს შეეძლო გაეკეთებინა - ეს მძიმედ დაჭრილებით ორთქმავლის დატვირთვა და უკან გაგზავნა იყო. დაახლოებით 50 ინგლისელი დარჩა მტრის შეუჩერებელი ძალის წინააღმდეგ. ბურებმა ჰოლდეინი ჯარისკაცებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ჩერჩილი გაქცევას შეეცადა მაგრამ იგი მტრის კავალერისტებმა შეაჩერეს. ტყვეები ომის ტყვეთა საერთო ბანაკში მოათავსეს, რომელიც სახელმწიფო სკოლა პრეტორიაში იყო მოწყობილი.

ლიტერატურა

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA