ვილნიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: se:Vilnius
r2.7.3) (Robot: Modifying tl:Vilnius to tl:Vilna
ხაზი 218: ხაზი 218:
[[tg:Вилнюс]]
[[tg:Вилнюс]]
[[th:วิลนีอุส]]
[[th:วิลนีอุส]]
[[tl:Vilnius]]
[[tl:Vilna]]
[[tpi:Vilnius]]
[[tpi:Vilnius]]
[[tr:Vilnius]]
[[tr:Vilnius]]

10:10, 26 იანვარი 2013-ის ვერსია

ქალაქი
ვილნიუსი
Vilnius
დროშა გერბი


Unitas, Iustitia, Spes
ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიტვა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 54°41′00″ ჩ. გ. 25°17′00″ ა. გ. / 54.68333° ჩ. გ. 25.28333° ა. გ. / 54.68333; 25.28333
ქალაქის მერი Remigijus Šimašius[1]
დაარსდა XIII საუკუნე
პირველი ხსენება 1323
ამჟამინდელი სტატუსი 1387
ფართობი 401 კმ²
ცენტრის სიმაღლე 112
მოსახლეობა 542,809 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 370
საფოსტო ინდექსი 01001
ოფიციალური საიტი vilnius.lt
ვილნიუსი — ლიეტუვა
ვილნიუსი

ვილნიუსილიტვის რესპუბლიკის დედაქალაქი დაარსდა 1353 წელს აღმოსავლეთ ლიტვაში, იქ სადაც მდინარე ნერისს მარცხენა მხრიდან მდინარე ვილია შეერთვის. თავად, ქალაქის სახელიც ამ მდინარისგან წარმოდგება და ნიშნავს ,,ქალაქს ვილიაზე." იგი ევროპის შუაგულში მდებარეობს. ევროპის გეოგრაფიული ცენტრი ვილნიუსის ცენტრიდან სულ 26 კილომეტრის დაშორებითა ჩრდილოეთით.

დაარსება და ისტორია

ვილნიუსის დაარსებას ლეგენდა მისტიურ საბურველში ხვევს. იგი მოგვითხრობს რომ ერთხელაც ლიტვის დიდ ჰერცოგს, გედიმინასს შვენტარაგიოს წმინდა ველზე ნადირობისას როგორ შემოაღამდა და ღამის გათევა წმინდა ბორცვის ძირს გადაწყვიტა. (ამ დროს ლიტველები კვლავ წარმართულ კულტებს ეთაყვანებოდნენ). ძილში კი ესიზმრა წმინდა ბორცვის თავზე მდგომი რკინის მგელი, რომელიც ათასობით მგლის ხმის დარი ხმით ყმუოდა. მისანმა ჰერცოგს ასე აუხსნა ნანახის მნიშვნელობა–მას უნდა დაეარსებინა ქალაქი, რომელიც რკინის მგელივით ძლიერი იქნებოდა, მისი დიდების ხმა შორს გავარდებოდა ამ რკინის მგლის ხმის მსგავსად. ამ ქალაქს ათასობით მოქალაქე ეყოლებოდა, ზუსტად ისევე, როგორც რკინის მგლის ხმა ათასობით ხმას მოიცავდა...

და დაარსდა კიდევაც ახალი ქალაქი, ლიტვის მესამე და საბოლოო დედაქალაქი ვილნიუსი, რომლის უმთავრესი და ერთ–ერთი სიმბოლო დღესაც ბორცვის თავზე მდგარი რკინის მგელია, ცას რომ შეჰყმუის... თუმცა ისტორიკოსები შედარებით ბანალურად ხსნიან ქალაქის დაარსების საკითხებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ XIII საუკუნიდან იწყება ტევტონთა ორდენის აგრესიული ექსპანსია ბალტიისპირულ მიწებზე და ლიტვის მმართველები იძულებულები ხდებიან თავიანთი რეზიდენცია უფრო აღმოსავლეთით გადაიტანონ–დააშორონ სახიფათო დასავლეთ და სამხრეთ–დასავლეთ საზღვარს. თანაც პრუსიიდან მომავალი ტევტონთა რაინდებისთვის ვილნიუსამდე მისავლელი გზა იმ პერიოდში არცთუ მანდამაინც კომფორტულობით გამოირჩევა. მათ უნდა გადალახონ თვალუწვდენელი ტრამალები, დაბურული და უღრანი ტყეები, გაუვალი და ყოველგვარი ქვეწარმავლით და შხამიანი ანაორთქლებით გაჟღენთილი ჭაობები. ამდენად, ეს ბუნებრივი ფარები ვილნიუსს საუკეთესოდ ემსახურებოდა დასაცავად. გარდა ამისა თავად ქალაქის დაარსების მიკროუბანიც, ნერისის და ვილიას შესართავიც სტრატეგიული (იმ დროის თვალსაზრისით) გამოირჩევა. წმინდა გორა და სხვა ბორცვები შეერთების ადგილს თავს დაჰყურებენს და მეტ–ნაკლებად, წარმატებით შესაძლებელია მათთან თავის შეფარება. წმინდა ბორცვის ქვევით კი შვენტარაგიოს ფართო ვაკე იშლება, სადაც ადვილი ჩასატარებელია სამხედრო მანევრები.

ვილნიუსი, თავის ორ წინამორბედზე, კერნავესა და ტრაკაიზე აღმოსავლეთით მდებარეობს. თუმცა დღეს, ვილნიუსის არნახული ტერიტორიული გაფართოების შესაბამისად კერნავე და განსაკუთრებით ტრაკაი ლამის მის გარეუბნებად იქცნენ. ვილნიუსისთვის არანაკლებ დასაცავ ძალას მათი ციხე–სიმაგრეები (განსაკუთრებით ტრაკაის ცნობილი კომპლექსი) წარმოადგენდა და ისინიც ფაქტიურად ვილნიუსის დასავლეთ ფორპოსტებად იქცნენ. თუმცა ყოველივე ზემოთქმული ცხადია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ვილნიუსს დასავლეთიდან მტერი არასოდეს მოსდგომოდეს. ტევტონთა ორდენის არმიებს მრავალჯერ გაუნადგურებიათ ვილნიუსი, მაგრამ იგი ფერფლიდან აღმდგარი კვლავ იკლებდა სასიცოცხლო ძალას. უკანასკნელი სამხედრო დარტყმა ქალაქს II მსოფლიო ომის წლებში მიადგა, როცა ფაშისტმა და საბჭოთა არმიებმა მანდამაინც დიდი მორიდება არ გამოიჩინეს ლიტვის დედაქალაქის მიმართ. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ვილნიუსს ვარშავის ცნობილი ტრაგიკული ბედი არ გაუზიარებია და საფუძვლებამდე არ განადგურებულა.

ახალდაარსებულმა ქალაქმა სწრაფი ტემპებით იწყო ზრდა–გაფართოება. ისტორიულ წყაროებში ცნობილია, რომ დიდმა ჰერცოგმა გედემინასმა, ვილნიუსის დამაარსებელმა თუ როგორ გაუგზავნა თხოვნა და მოწოდება დასავლელ და აღმოსავლელ ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს, დიპლომატიურ თუ სასულიერო მისიებს კონტაქტები დაემყარებინათ ლიტვის ახალ დედაქალაქთან; რომელიც მათ უფლებების დაცვას, პრივილეგიებს, სითბოთი მიღებას და საერთოდ, ყველანაირ საუკეთესო პირობებს სთავაზობდა. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ მალე ვილნიუსი აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთ ცნობილ ქალაქად გვევლინება. ვილნიუსის პოლიტიკურ, მატერიალურ–ეკონომიკურ და კულტურულ–საგანმანათლებლო წინსვლას მისთვის ე.წ. ,,მაგდებურგის სამართლის" გადაცემამაც შეუწყო ხელი. ეს სიტემა წარმოადგენდა ევროპის გარკვეულ ქალაქთა ალიანს (ცნობილ ჰანზის კავშირის ანალოგს, სადაც ლიტვის მეორე ქალაქი–კაუნასიც შედიოდა), რომელთაშორისაც განსაკუთრებული ურთიერთობა მყარდებოდა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში. მაგრამ ვილნიუსისთვის ყველაზე მთავარი მოვლება მაინც დედაქალაქის სტატუსი იყო. ამიერიდან მას უნდა ეკისრა მთელი ქვეყნის მესაჭეობა, მისთვის გულის და ტვინის ფუნქციების შესრულება. უნდა ითქვას, რომ პროვინციებმაც სცნეს ახალი დედაქალაქი და ვილნიუსმაც მალე მთელი ქვეყნის სიყვარულიც დაიმსახუროს. ახლაც ხშირია გამოთქმა, რომ ,,დაე, განადგურდეს მთელი ლიტვა, მაგრამ ვილნიუსიდან ერთი აგური მაინც გადარჩეს!"

თუმცა ვილნიუსმა შემდეგ დაკარგა დედაქალაქის ფუნქცია. უფრო სწორად იგი, ასე ვთქვათ, მეორე დედაქალაქი გახდა ახალი ევროპული მოვლენის_ჟეჩ–პოსპოლიტასი, ახალი ორერთიანი სახელმწიფოსი, რომელიც XV საუკუნეში ლუბლიანას უნიის ძალით პოლონეთმა და ლიტვამ შექმნეს. ამჯერად ვილნიუსი სახელმწიფოს ახალი მოსახლეებისთვის–პოლონელებისთვისაც ისეთივე ძვირფასი გახდა, როგორიც იყო ის ლიტველთათვის. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში ვილნიუსში დაიბადა და მის უნივერსიტეტში სწავლობდა დიდი პოლონელი მწერალი ადამ მიცკევიჩი. რომელსაც პოლონელებმა 1919–1939 წლებში ვილნიუსის ოკუპაციისას ვილნიუსში ძეგლი დაუდგეს. ხოლო როდესაც ვილნიუსი კვლავ ლიტვას დაუბრუნდა, მავანმა და მავანმა მისი დემონატაჟი მოითხოვა, მაგრამ თავად ლიტველები შეეწინააღმედგნენ ამ ბარბაროსულ აქტს და დღეს დიდი პოლონელი მოღვაწის ძეგლი კვლავ ამშვენებს ვილნიუსის ძველ უბანს. მეტიც, საბჭოთა ეპოქაში, თავად ლიტველებმა ძეგლთან იქვე განალაგეს ბარელიეფები, რომელიც მიცკევიჩის ცნობილი პოემის ,,პან ტადეუშის" სიუჟეტებს ასახავს.

რუსეთის იმპერიის პროვინციულ ვილნას და ლიტვის სსრ დედაქალაქ ვილნიუსს არ დაუკარგავს თავისი ლიტვური სული. თუმცა რუსები ყველანაირად ცდილობდნენ მის რუსიფიცირებას. სრულიად ახალი დრო დადგა ვილნიუსისთვის მთელ ქვეყანასთან ერთად, როცა 1990 წელს ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ვილნიუსს პანევროპული ოჯახის ახალი წევრის მართვა დაევალა.

2009 წელს, ავსტრიის ქალაქ ლინცთან ერთად ვილნიუსს პატივი ექნება უმასპინძლოს პანევროპულ კულტურის დღეებს. ამ გრანდიოზულ მოვლენას ადექვატური ასახვა ექნება ვილნიუსისთვის. იგი ავსტრიის ქალაქ ლინცთან ერთად ევროპის დედაქალაქად გამოცხადდება 2009 წლისთვის.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA

  1. https://en.delfi.lt/archive/lithuania-makes-its-choice-odd-unions-raise-some-side-line-others.d?id=80648545