ქორწინება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: my:လက်ထပ်ထိမ်းမြားခြင်း
r2.7.3) (ბოტის დამატება: th:การสมรส
ხაზი 168: ხაზი 168:
[[ta:திருமணம்]]
[[ta:திருமணம்]]
[[te:పెళ్ళి]]
[[te:పెళ్ళి]]
[[th:การสมรส]]
[[tl:Kasal (institusyon)]]
[[tl:Kasal (institusyon)]]
[[tr:Evlilik]]
[[tr:Evlilik]]

18:38, 15 იანვარი 2013-ის ვერსია

ტერმინს „ქორწინება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქორწინება (მრავალმნიშვნელოვანი).

ქორწინება — თითქმის ყველა კულტურაში წარმოადგენს ქალის და კაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით.

ქორწინების რელიგიური ასპექტი

ქრისტიანული ქორწინება

ქორწინება შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან: როგორც კანონი ბუნებისა, დაწესებული შემოქმედის, ჩვენი ზეციური მამის, ღმერთის მიერ და როგორც საიდუმლო ახალი აღთქმის ეკლესიისა. ქორწინება თავისთავად კურთხეულია და სუფთა თავისი ღვთიური წარმოშობით, მაგრამ ვინაიდან ადამიანი მოქცა ცოდვის გავლენის ქვეშ და აჰყვა გამრყვნელ გრძნობებს, უფალმა იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო ქორწინებისა.

ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს.


ჯვრისწერა — ძველ რომაულ სამართალში ქორწინება განიხილებოდა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის დადებული ხელშეკრულება და ამგვარად, ქორწინება მკაცრად განსაზღვრულ სამოქალაქო ურთიერთობად ითვლებოდა, რომელსაც გარეგნულად ნაკლები კავშირი ჰქონდა ადამიანურ ურთიერთობებთან (3). რომის სამართალი ქორწინებას მხოლოდ ერთსადაიმავე საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელთა შორის უშვებდა. ასევე მარტივი იყო განქორწინებაც. თვით მოსეს რჯულიც კი უშვებდა განქორწინებას გამარტივებული წესით, განსაკუთრებით მამაკაცის მხრიდან.

მხოლოდ ახალი აღთქმის ეკლესიაში განისაზღვრა ქორწინების, როგორც საღმრთო საიდუმლოს ხასიათი. „რომელნიცა ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“. საეკლესიო სამართალი არ გარდადრეკილა „არცა მარჯვულ, არცა მარცხულ“, ანუ ქორწინება არც მხოლოდ იურიდიულ ფაქტად მოუნათლავს და არც მხოლოდ საღმრთო საიდუმლოდ, „არამედ ვიდოდა იგი გზასა სამეუფოსა“, ანუ შეაზავა ეს ორი ცნება და განსაზღვრა ქორწინების (ჯვრისწერის), როგორც იურიდიული ფაქტის ბუნება, და ამავე დროს, აღიარა მისი დიდი სარწმუნოებრივი მნიშვნელობა.

ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულება ნაკურთხი და უფლებამოსილი მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ წმიდა ტრაპეზზე. რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით ჯვრისწერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება გიორგი მთაწმიდლის განწესებით და მხოლოდ ტაძარში. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯვრისწერის მონასტერში აღსრულება დაუშვებელია. ამასთან, ჯვრისწერა არაა მიზანშეწონილი, რომ აღესრულოს მღვდელმონაზონის მიერ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ჯვრისწერის დამაბრკოლებელი გარემოებებია:

ა) მექორწილეთა ხორციელი ნათესაობა; ბ) მექორწილეთა სულიერი ნათესაობა; გ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სამღვდელო ან სამონაზვნო დასში შედის; დ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი წარმართია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს უკანასკნელი პირობას დადებს, რომ მოინათლება; ე) მექორწილეთა ასაკი და სულიერი მდგომარეობა.

გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს შუასაუკუნეებში ეკლესია არ აკურთხებდა ჯვრისწერას სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლის შორის. ეს არასწორია. უბრალოდ ხალხში არსებული ტრადიცია იმდენად ძლიერი იყო, რომ თავადი და გლეხი თვითონ არ ქორწინდებოდნენ (4). ეკლესია, ცხადია, ვერ დაავალდებულებდა ბატონებსა და ყმებს ექორწინათ ერთმანეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დაშვებული იყო. ეს ხომ უფლება იყო და არა ვალდებულება!

ჯვრიწერის საიდუმლო, რომელიც დღეს ფაქტობრივად დღესდღეობით აღესრულება საქართველოს ეკლესიაში, შედგება ორი ნაწილისაგან: წინდობისა და გვირგვინოსნებისაგან. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ორი მსახურება ცალ-ცალკე აღესრულოს. წინდობისას იკურთხება ბეჭდები და დაახლოებით საერო ნიშნობას უტოლდება. წინდობა არ წარმოადგენს საიდუმლოს და არ იწვევს იურიდიულ შედეგებს. ჯვრისწერა აღსრულებულად ითვლება გვირგვინოსნების შემდეგ და მექორწილენი ითვლებიან ჯვარდაწერილად.

ჯვრისწერა არის ცოლ-ქმრის საუკუნო შეერთება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში ხდება ჯვრისწერის გაუქმება. ასევე დასაშვებია ხელმეორე ჯვრისწერა. ჯვრისწერის გაუქმების საფუძვლებია:

ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება; ბ) ერთ-ერთი მეუღლის ბერად ან მონაზვნად აღკვეცა მე-რის თანხმობით; გ) გვირგვინის ახდა, ანუ განქორწინება.

გვირგვინის ახდა აღესრულება ადგილობრივი მღვდელმთა-ვრის მიერ და დასაშვებია მრუშების და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისას. „რომელმანცა ცოლი თ სი თ ნიერ მრუშებისა, მან იმრუშა“ - მითითებულია წმიდა სახარებაში.

საქართველოში ჯვრისწერის რეგისტრაციას მხოლოდ ეკლესია ახდენდა. მსგავსივე მდგომარეობა იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1920 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონით „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ“ გაუქმდა ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი და იგი მხოლოდ ფორმალური სახით დარჩა. ქორწინების რეგისტრაცია კი ხდებოდა სახელმწიფოს სპეციალურ ორგანოებში. ცხადია, ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ჯვრისწერა ფაქტობრივად აიკრძალა. დადებითი ძვრა საქართველოს დამოუკიდებლობას (1991 წ.) არ მოჰყოლია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსმა 1920 წლის კანონის მსგავსად განსაზღვრა, რომ „რელიგიური ქორწინება არავითარ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს“. არადა, მრავალი ევროპული სახელმწიფო ჯვრისწერას აღიარებს თავისი სრული სახით, როგორც სარწმუნოებრივ, ისე სამართლებრივი კუთხით. კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლით სახელწმიფომ ცნო ჯვრისწერა. თუმცა რეგისტრაცია მაინც მხოლოდ ოფიციალურ ორგანოში ხდება.

რესურსები ინტერნეტში

მუსულმანური ქორწინება

იუდაისტური ქორწინება

ქორწინების სამართლებრივი ასპექტი

სხვადასხვა ერების საქორწილო რიტუალები

რომაული ტრადიციები[1]

რომში პატარძლის წინ მიჰქონდათ ჩირაღდანი ქალღმერთ ცერერას საპატივცემლოდ. შემდეგ კი მას წყალს ასხავდნენ. პლუტარქეს აზრით ეს მამაკაცური საწყისის — ცეცხლის და ქალური საწყისის — წყლის შეერთების სიმბოლო იყო. სხვა აზრით კი პატარძალი წყლით და ცეცხლით დანიწმინდებოდა.

პატარძალს თმას უყოფდნენ შუბის წვერით.

დღესასწაულებში კი ქორწინდნებოდნენ ქვრივები და არა ქალიშვილები.

რომაელებში მიუღებელი იყო ახლო ნათესავებზე ქორწინება.

ქორწილის დროს ინთებოდა ხუთი სანთელი, არც მეტი და არც ნაკლები.

პატარძალს არ შეეძლო ქმრის სახლში საკუთარი ფეხით შესვლა, იგი მეუღლეს უნდა აეყვანა ხელში და შეეტანა. სავარაუდოდ ეს ტრადიცია იმის აღმნიშვნელია, რომ პირველი რომაელების ცოლები მოტაცებულები იყვნენ და თვითონ არ შესულან ქმრების სახლებში.[2]

გათხოვებისას საცოლე ასეთ ფორმულას წარმოთქვამდა „სადაც შენ ხარ გაიუსი, იქ მეც ვარ გაია“. ეს იყო ქალის ქმრის გვარში შესვლის სიმბოლო.[3]

ქორწილში რომაელები მღეროდნენ ტალასიუსს. პლუტარქეს აზრით, იმიტომ, რომ ταλασία ტალასია ბერძნულად მატყლს ნიშნავს, პატარძალს კი ქმრის სახლში ცხვრის მატყლს უფენდნენ და მას თან თითსტარი და სართავი უნდა წაეღო. მეორე ვერსიით კი საბინელი ქალების მოტაცებისას იყო რომაელი ტალასიუსი, რომლისთვისაც აარჩიეს ყველაზე ლამაზი ქალი და როდესაც მიჰყავდათ მასთან ყვიროდნენ „ტალასიუს, ტალასიუს“.

პირველ საქორწილო ღამეს ცოლ-ქმარი აუცილებლად სრულ სიბნელეში უნდა დარჩენილიყვნენ სექსისთვის.

მაისში ქორწინება არ იყო მიღებული. სავარაუდოდ იმიტომ, რომ აპრილი ეძღვნებოდა ვენერას ხოლო ივნისი იუნონას, ამიტომ რომაელებს ერჩივნათ ან აპრილში ან ივნისში ქორწინება, რადგან ორივე ეს ქალღმერთი იყო ოჯახის მფარველი.

ცოლს და ქმარს შეეძლოთ ერთმანეთისთვის საჩუქრების ჩუქება. ასევე არ შეიძლება საჩუქრის მიღება სიძისგან ან სიმამრისგან.

როდესაც ქმარი ბრუნდებოდა მოგზაურობიდან, მას წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა ცოლი. სავარაუდოდ ეს იყო ცოლისადმი ნდობის მაჩვენებელი, ვინაიდან უეცარი დაბრუნება შესაძლოა შეფასებულ ყოფილიყო, როგორც ცოლის საეჭვო საქმიანობაზე წასწრების მცდელობა.

შენიშვნები

  1. მასალები აღებულია პლუტარქეს ნაშრომიდან რომაული საკითხები
  2. იხ. რომულუსის ბიოგრაფია. იგულისხმება საბინელი ქალების მოტაცება.
  3. აქ იგულისხმება გვარის სახელი და არა კერძო სახელი გაიუსი. შემდეგ გვარი გაიუსი გადაკეთდა გავიუსად.