გერნზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (Robot: Modifying tl:Guernsey to tl:Gernesey
ხაზი 113: ხაზი 113:
[[tg:Гернси]]
[[tg:Гернси]]
[[th:เกิร์นซีย์]]
[[th:เกิร์นซีย์]]
[[tl:Guernsey]]
[[tl:Gernesey]]
[[tr:Guernsey]]
[[tr:Guernsey]]
[[tt:Гернси]]
[[tt:Гернси]]

15:48, 9 იანვარი 2013-ის ვერსია

ციხესიმაგრე კორნეტი გერნზიზე
გერნზის დროშა
გერნზის მდებარეობა

გერნზი (ინგლ. Guernsey, ფრანგ. Guernesey) — კუნძული ლა-მანშის სრუტეში (წმ. მალოს ყურეში), 130 კმ. ბრიტანეთის სამხრეთ ნაპირიდან და 48 კმ. საფრანგეთის ნაპირებიდან; ერთერთი კუნძული ნორმანდიის კუნძულების ხუთეულიდან (სხვა დიდი კუნძულებია ამავე ჯგუფიდან - ჯერსი, ოლდერნი, სარკი); სიდიდით (ფართობი - 63 კმ²) მეორე ამ ჯგუფში.

მოსახლეობა — 65031 (ივლისი 2004). დედაქალაქი — სენტ-პიტერ-პორტი. ოფიციალური ენები — ინგლისური, ფრანგული. გერნსის ტერიტორია სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექვემდებარება ბრიტანეთის იურისდიქციას მაგრამ გააჩნია ავტონომიური თვითმმართველობა. ფულის ერთეულია გერნსის ფუნტი, კურსით იგი ფაქტიურად უტოლდება ბრიტანულ ფუნტს (რომელიც ასევე თავისუფალ მიმოქცევაშია კუნძულზე). გერნსის ეკონომიკის დომინირებს ფინანსური სექტორი; აქ გაუქმებულია სავალუტო კონტროლი, გამარტივებულია ბიზნეს ოპერაციები და მოქმედებს მარტივი საგადასახადო სისტემა, დიდი ყურადღება ექცევა საბანკო კონფიდენციალობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას (ოფ-შორული ზონა).

ისტორია

933 წლიდან ნორმანდიის კუნძულები შევიდა ნორმანდიის სამეფოს მმართველობაში. 1066 წელს ნორმანდიის ჰერცოგი საკუთარ ჯარს განალაგებს სასექსში და იკურთხება მეფე უილიამ I-ად. ნორმაანდიის საგრაფო, ნორმანდიის კუნძულების ჩათვლით, გაერთიანდა ინგლისის და ნორმანდიის კომბინირებულ სამეფოდ. 138 წლის შემდეგ მეფე ჯონი კარგავს ნორმანდიის უმეტეს ნაწილს, მაგრამ გერნსი და სხვა ნორმანდიის კუნძულები რჩება ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ. ამ დროისთვის კუნძულზე მოქმედებს საკუთარი მმართველობითი სისტემა და განვითარებულია პარლამენტარიზმის ინსტიტუტი, დღეისთვისაც ამ ტერიტორიაზე ტრადიციული თვითმმართველობა არსებობს.

ღირსშესანიშნაობა

1993 წლიდან ხორციელდება კუძულის სამხედრო ფასეულობების დაცვის პროგრამა. გერნსის სანაპიროზე განლაგებულია მრავალი ციხე-სიმაგრე, ფორტი, სამეთვალყურეო კოშკი, როგორც კუნძულის სამხედრო წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლი. კუნძულის გეოგრეფიული მდებარეობა ყოველთვის განაპირობებდა მის სამხედრო სტრეატეგიულ მნისვნელობას.

ცნობილი ადამიანები გერნზიდან

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:ბრიტანეთის დამოკიდებულებები

თარგი:Link FA