ტარტუს უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
Medgeorgia (განხილვა | წვლილი) No edit summary |
Medgeorgia (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
|ქალაქი= [[ტარტუ]] |
|ქალაქი= [[ტარტუ]] |
||
|შტატი= |
|შტატი= |
||
|ქვეყანა= {{დროშა|ესტონეთი}} |
|ქვეყანა= {{დროშა|ესტონეთი}} |
||
|კამპუსი= |
|კამპუსი= |
||
|ფერები= თეთრი, ლურჯი |
|ფერები= თეთრი, ლურჯი |
12:07, 8 იანვარი 2013-ის ვერსია
ტარტუს უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1632 (1710–1802 წწ დახურული) |
დამფუძნებელი (-ები) | გუსტავ II ადოლფი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ვოლი კალმი |
სტუდენტი | 13 000[1] |
ქალაქი | ტარტუ |
ქვეყანა | ესტონეთი |
ფერები | თეთრი, ლურჯი |
მეტსახელი | UT |
კავშირები | Atomium Culture, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Coimbra Group, Utrecht Network, Guild of European Research-Intensive Universities[3] და DataCite[4] |
https://www.ut.ee |
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტ. Tartu Ülikool, ლათ. Universitas Tartuensis) — კლასიკური უნივერსიტეტი ესტოენეთში ქალაქ ტარტუში, დააარსა შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა 1632 წელს ლივონიაში, Academia Gustaviana-ს სახელწოდებით. გახდა შვედეთის მეორე უნივერსიტეტი -(უპსალას უნივერსიტეტის შემდეგ) — Universitas Gustaviana.
მეფე გუსტავ II ადოლფმა აკადემიის პირველ რექტორად თავისი პირველი მასწავლებელი და დამრიგებელი, ლივონიის, უნგრეთის და კარელიის გენერალ-გუბერნატორი იოჰან შუტე დანიშნა.
XVIII საუკუნეში, ესტონეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ დაიხურა, თუმცა ალექსანდრე I-მა 1802 წელს კვლავ გახსნა სასწავლებელი.
უნივერსიტეტი გაწევრებულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში - უტრეხტის ქსელი.
ფაკულტეტები და დეპარტამენტები
უნივერსიტეტში არის 9 ფაკულტეტი (საღვთისმეტყველო, იურიდიული, მედიცინის, ფილისოფიის, ეკონომიკური, მათემატიკა-ინფორმატიკის, ფიზიკური აღრდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიის, სოციალური და საგანმანათლებლო მეცნიერებათა ფაკულტეტები) და 5 კოლეჯი (ევროპის, ნარვის, პიარნუს და ტიურის კოლეჯები, აგრეთვე [[ვილიანდი]ს კულტურის აკადემია]). სტუდენტების რიცხვი 2009 წლის ბოლოს იყო — 17,000-ზე მეტი (საშუალოდ 600 უცხოელი სტუდენტი).უნივერსიტეტში მუშაობს 3 200 ადამიანი (აქედან 180 პროფესორი, აგრეთვე 500-ზე მეტი მკვლევარი).
კამპუსი
ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი — ესტონეთის კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. შენობა 1804—1809 წლებში არქიტექტორ იოჰან ვილჰემ კრაუზეს პროქტით აშენდა, ძველ მარიამის ტაძრის ადგილზე.
ცნობილი პერსონები
უნივერსიტეტის რექტორი 1892 წელს საიდუმლო მრჩეველი, პროფესორი ოტომარ მეიკოვი იყო.
1821-1853 წლებში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი ფრიდრიხ კარლ გერმან კრუზე იყო.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო იული ფერდინანდ მაციონი (დ. 1817, 22 აპრილი, რიგა - გ.† 1885, 20 დეკემბერი, კიევი) - ექიმი-თერაპევტი და პათოლოგი,წმიდა ვლადიმირის უნივერსიტეტის პათოლოგიის და პათ. ანატომიის პროფესორი, ალექსანდრიული საავადმყოფოს პირველი დირექტორი (1875 - 1885 წწ).
1886-1896 წლებში ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის პროფესორი მედიცინის ფაკულტეტიზე გახლდათ გერმანელი სპეციალისტი რობერტ კუბერტი.
უნივერსიტეტის პერსონალი
- გუსტავ ფლორი, ენტომოლოგი