დარიშხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ceb:Arsenico
r2.7.3) (ბოტის დამატება: kk:Мышьяк
ხაზი 192: ხაზი 192:
[[jbo:arseniko]]
[[jbo:arseniko]]
[[jv:Arsenik]]
[[jv:Arsenik]]
[[kk:Мышьяк]]
[[ko:비소]]
[[ko:비소]]
[[koi:Мышьяк]]
[[koi:Мышьяк]]

23:36, 7 იანვარი 2013-ის ვერსია

დარიშხანი / Arsenicum (As)
ელემენტის რიგითი ნომერი 33
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა
მომწვანო მეტალოიდი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
74,92159 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 139 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 946,2(9,81) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Ar] 3d10 4s2 4p3
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 120 პმ
იონური რადიუსი (+5e)46 (-3e)222 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,18 [1]
ელექტროდული პოტენციალი 0
ჟანგვის ხარისხი 5, 3, −3
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 5,73 (რუხი დარიშხანი) /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 25,05[2] /(·მოლი)
თბოგამტარობა (50,2) ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა
დნობის სითბო კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 876
აორთქლების სითბო 32,4 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 13,1 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა რომბოედრული
მესრის პერიოდი 2,805 n/ Å
შეფარდება 285
დებაის ტემპერატურა {{{24}}}
ემისიური სპექტრი


დარიშხანი
33As
74,92159
[Ar] 3d10 4s2 4p3
დარიშხანის ატომის სქემა

დარიშხანი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტია, ატომური ნომერია 33, აღინიშნება სიმბოლოთი As. მარტივი ნივთიერება წარმოადგენს ფოლადის ფერ მყიფე ნახევარლითონს მეტალოიდს.

ისტორია

სახელწოდების წარმომავლობა

“დარიშხანი”-ს სახელწოდება ეტიმოლოგიურად იშიფრება როგორც “დარი შხამისა” ანუ “შხამის შესადარი”, “შხამის მსგავსი”. დარიშხანი პირველად მოიხსენიება ა. მაგნუსის მიერ 1250 წელს. დარიშხანი არის ძლიერი საწამლავი. რუსულში სახელწოდებას мышьяк უკავშირებენ მისი ნაერთების გამოყენებას თაგვებისა და ვირთხების განადგურებას. ბერძნული სახელწოდება ἀρσενικόν მოდის სპარსული زرنيخ (zarnik) — «ყვითელი აურიპიგმენტიდან». ხალხური ეტიმოლოგია მას უკავშირებს ძვ. ბერძნ. ἀρσενικός — მამრობითი, კაცური[3].

1789 წელს ა. ლ. ლავუაზიემ გამოყო მეტალოიდი დარიშხანი დარიშხანის ოქსიდისაგან (III) («თეთრი დარიშხანი»), დაამტკიცა, რომ ეს დამოუკიდებელი მარტივი ნივთიერებაა, და ელემენტს მიანიჭა სახელი «არსენიკუმი».

ბუნებაში

დარიშხანი — გაბნეული ელემენტია. დედამიწის ქერქში მისი შემცველობაა მასის 1,7×10−4%. ზღვის წყალში 0,003 მგრ/ლ[4]. ეს ნივთიერება შეიძლება თვითნაბად მდგომარეობაში იყოს ბუნებაში, არის ლითონის მაგვარი ბზინვარე რუხი ნაჭუჭის ან მკვრივი მასებისმაგვარი, რომელიც შედგება პატარა მაცვლებისაგან. ცნობილია მიახლოებით 200 დარიშხან შემცველი მინერალი. მცირე კონცენტრაციით ხშირად შეიცავს ტყვიის, სპილენძის და ვერცხლის მადანი. საკმაოდ ხშირად ბუნებაში გვხვდება დარიშხანის ორი ნაერთი გოგირდთან: ნარინჯისფერ-წითელი გამჭვირვალე რეალგარი AsS და ლიმონისფერ-ყვითელი აურიპიგმენტი As2S3. მინერალი რომელსაც გააჩნია სამრეწველო მნიშვნელობა არის — არსენოპირიტი (დარიშხანის კოლჩედანი) FeAsS ან FeS2•FeAs2 (46 % As), ასევე მოიპოვებენ დარიშხანიან კოლჩედანსლელინგიტი (FeAs2) (72,8 % As), სკოროდიტი FeAsO4 (27 — 36 % As). დარიშხანის უდიდესი ნაწილი მოიპოვება დარიშხან შემცველი ოქროს, ტყვია-თუთიის, სპილენძის კოლჩედანის და სხვა მადნების პარალელურად დამუშავებისას.

საბადოები

დარიშხანის მთავარი სამრეწველო მინერალს წარმოადგენს — არსენოპირიტი FeAsS. სპილენძ-დარიშხანის დიდი საბადო მდებარეობს საქართველოში, შუა აზიაში და ყაზახეთში, აშშ, შვედეთში, ნორვეგიაში და იაპონიაში, დარიშხან-კობალტის — კანადაში, დარიშხან-კალას — ბოლივიაში და ინგლისში. ამას გარდა, ცნობილია ოქრო-დარიშხანის საბადოები აშშ-ში და საფრანგეთში. რუსეთი ფლობს დარიშხანის ბევრ საბადოს იაკუტიაში, ურალზე, ციმბირში, ჩუკოტკაზე და ა.შ. [5].

მიღება

ლითონური დარიშხანის (რუხი დარიშხანი) მიღების ხერხის აღმოჩენას მიაწერენ შუასაუკუნეების ალქიმიკოსს ალბერტ დიდს, რომელიც XIII ს-ში ცხოვრობდა. თუმცა ადრე ბერძენმა და არაბმა ალქიმიკოსებმა იცოდნენ თავისუფალი დარიშხანის მიღება, «თეთრი დარიშხანის» გახურებისას (დარიშხანის ტრიოქსიდი) სხვადასხვა ორგანულ ნვთიერებებთან.

არსებობს დარიშხანის მიღების ბევრი ხერხი: ბუნებრივი დარიშხანის სუბლიმაცია, დარიშხანის კოლჩედანის თერმული დაშლის ხერხი, დარიშხანიანი ანჰიდრიდის აღდგენა და სხვა.

ეხლა ლითონური დარიშხანის მისაღებად ყველაზე ხშირად ახურებენ არსენოპირიტს ღუმელებში ჰაერის მიუწოდებლად. ამ დროს თავისუფლდება დარიშხანი, რომლის ორთქლები კონდენსირდება და გარდაიქმნება მყარ დარიშხანად რკინის მილებში, რომელიც ღუმელიდან გამოდიან, და განსაკუთრებულ კერამიკულ მიმღებებში. ნარჩენებს ახურებენ ღუმელში ჰაერის მიწოდებით, და მაშინ დარიშხანი გარდაიქმნება As2O3. ლითონური დარიშხანი მიიღება ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, და დარიშხან შემცველი მადნების ძირითადი ნაწილი მუშავდება თეთრ დარიშხნად, ანუ დარიშხანის ტრიოქსიდი — დარიშხამიანი ანჰიდრიდი As2О3.

გამოყენება

დარიშხანი გამოიყენება ტყვიის შენადნობების ლეგირებისათვის, რომელიც საფანტის დასამზადებლად გამოიყენება, რადგანაც საფანტს კოშკური ხერხით ჩამოხმისას, დარიშხანის შენადნობს ტყვიასთან აქვს მკაცრად სფერული ფორმა, და ამას გარდა, ტყვიის სიმტკიცე და სიმაგრე იზრდება.

განსაკუთრებული სიწმინდის დარიშხანი (99,9999 %) გამოიყენება მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნახევარგამტარი მასალების სინთეზისათვის — არსენიდები და რთული ალმასისმაგვარი ნახევარგამტარები.

დარიშხანის სულფიდური ნაერთები - აურიპიგმენტი და რეალგარი - გამოიყენებიან ფერწერაში როგორც საღებავი და ტყავის გადამამუშავების დარგში როგორც ტყავიდან თმების მოცილების საშუალება.

პიროტექნიკაში რეალგარი გამოიყენება «ბერძნული», ან «ინდური» ცეცხლის მისაღებად, ცეცხლისა, რომელიც ჩნდება რეალგარის გოგირდის და ნიტრიტების ნარევის წვისას (კაშკაშა-თეთრი ალი).

ბევრი დარიშხანის ნაერთი, ძალიან მცირე დოზებით გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება სისხლის სიმცირესთან საბრძოლველად მძიმე დაავადებების დროს, რადგანაც ის ახდენს მნიშვნელოვან კლინიკურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის მთელ რიგ ფუნქციებზე, კერძოდ კი, სისხლის წარმოქმნაზე. დარიშხანის არაორგანული ნაერთებიდან, დარიშხანიანი ანჰიდრიდი გამოიყენება მედიცინაში აბების დასამზადებლად და ასევე გამოიყენება სტომატოლოგიაში პასტის მაგვარი ფორმით როგორც მანეკროტიზირებელი საშუალება. ამ პრეპარატს უწოდებენ «დარიშხანს» და გამოიყენებენ სტომატოლოგიაში ნერვის ამოღების დროს (იხ. პულპიტი). თანამედროვე პრაქტიკაში დარიშხანის პრეპარატები ნერვის ამოღებისას გამოიყენება ძალიან იშვიათად თავისი ტოქსიკურობის გამო, ეხლა შემუშავებულია სხვა მეთოდები ნერვის უმტკივნეულო ამოღებისა ადგილობრივი ანასტეზიის გამოყენებით.

ბიოლოგიური როლი და ფიზიოლოგიური მოქმედება

დარიშხანი და ყველა მისი ნაერთი წამოადგენენ საწამლავებს. დარიშხანით მოწამლვისას, შეიმჩნევა ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, კუჭის აშლილობა, ცენტრ. ნერვიული სისტემის მოქმედების დაკნინება. დარიშხანით მოწამლვის სიმპტომები ძალიან წააგავს ქოლერის სიმპტომებს, რაც იძლეოდა საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში შეენიღბათ დარიშხანის (ყველაზე ხშირად, დარიშხანის ტრიოქსიდი) გამოყენება როგორც მომაკვდინებელი საწამლავი საშუალებისა. საფრანგეთში დარიშხანის ტრიოქსიდის ფხვნილმა თავისი მაღალი «ეფექტურობის» გამო მიიღო სახელწოდება «მემკვიდრეობის ფხვნილი» (ფრანგ. poudre de succession). არსებობს ვარაუდი, რომ დარიშხანის ნაერთით იქნა მოწამლული ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე. 1832 წელს გაჩნდა საიმედო ხარისხოვანი რეაქცია დარიშხანზე — მარშის ტესტი, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა მოწამლვის დიოგნოსტიკის ეფექტიანობა.

ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგში და წყალში არის დარიშხანის სიჭარბე, ადამიანებში ის გროვდება ფარისებრ ჯირკვალში და იწვევს ენდემურ ჩიყვს.

დახმარება და საწამლავ საწინააღმდგო საშუალება დარიშხანით მოწამლვის დროს: ნატრიუმის ტიოსულფატის Na2S2O3 წყალხსნარების მიღება, კუჭის გამორეცხვა, რძისა და ხაჭოს მიღება; სპეციფიკური საწამლავ საწინააღმდეგო საშუალება — უნიტიოლი. დარიშხანის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში არის 0,5 მგრ/მ³.

დარიშხანთან მუშაობენ ჰერმეტულ ბოქსებში, დამცავი სპეცტანსაცმის გამოყენებით. მაღალი ტოქსიკურობის გამო დარიშხანის ნაერთები გამოიყენებოდა გერმანიის მიერ პირველ მსოფლიო ომში როგორც საწამლავი ნივთიერება .

დასავლეთის ქვეყნებში დარიშხანი უმეტესწილად ცნობილი იყო როგორც ძლიერი საწამლავი, ხოლო ამავ დროს ჩინეთში ტრადიციულ მედიცინაში ის თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება სიფილისისა და პსორიაზის წინააღმდეგ. ეხლა კი მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ დარიშხანი დადებით ეფექტს იძლევა ლეიკემიის მკურნალობისას. ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დარიშხანი ებრძვის ცილებს რომლებიც კიბოს უჯრედების ზრდაზე არიან პასუხისმგებელი.

დარიშხანი მცირე დოზებით კანცეროგენია, მას გამოიყენებდნენ როგორც წამალს, «სისხლის გასაუმჯობესებლად» (ეგრეთ წოდებული «თეთრი დარიშხანი», მაგალითად «ბლო დარიშხანის აბები», და სხვა.), და შეიტანა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ავთვისებიანი სიმსივნეებთან, ონკოლოგიურ დააავადებებთან ბრძოლაში.

ინდოეთში ცნობილი გახდა ტექნოგენური ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ - წყალშემცველი შრეებიდან წყლის გადაჭარბებული რაოდენობის აღების გამო დარიშხანი ხვდებოდა სასმელ წყალში. რამაც გამოიწვია ათიათასობით ადამიანის ტოქსიკური და ონკოლოგიური დაავადება.

ითვლებოდა, რომ «დარიშხანის მიკროდოზები, რომლებიც შეყავდათ მზარდ ორგანიზმში, ხელს უწყობდა ადამიანის და ცხოველის ძვლების ზრდას როგორც სიმაღლეში ისე სიფართეში, ცალკეულ შემთხვევაში ძვლების ზრდა შეიძლება გამოწვეულ იქნას დარიშხანის მიკროდოზებით, სიმაღლის ზრდის ბოლო პერიოდში»[6].

ასევე ითვლებოდა, რომ «დარიშხანის მცირე დოზით დიდი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში ორგანიზმი იმუშავებდა იმუნიტეტს: ეს ფაქტი დადგენილია როგორც ადამიანების ისე ცხოველების მიმართაც. ცნობილია შემთხვევები, როდესაც დარიშხანის მომხმარებლბი ღებულობდნენ ისეთ დოზებს, რომლებიც რამდენჯერმე აღემატებოდა სასიკვდილო დოზას, და რჩებოდნენ ჯანმრთელები. ცხოველებზე ცდებმა აჩვენეს, ამ ჩვევის თავისებურებები. ნათელი გახდა, რომ ცხოველები, რომლებიც მიეჩვივნენ დარიშხანის მიღებას, სწრაფად იღუპებოდნენ, თუკი დარიშხანის მნიშვნელოვნად ნაკლები დოზა შეყავდათ სისხლში ან კანის ქვეშ.» თუმცა ასეთი «შეჩვევა» ატარებს ძალიან შეზღუდულ ხასიათს, ე.წ. «მწვავე ტოქსიკურიბის» მიმართ, და ვერ იცავს ახალწარმონაქმნებისაგან. მიუხედავად ამისა, ეხლაც იკვლევენ დარიშხანის მიკროდოზების ზემოქმედებას კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში.

კალიფორნიაში ტბა მონოში ნაპოვნი იქნა ბაქტერია GFAJ-1, რომლის დნმ-ის შემადგენლობაში ფოსფორის მაგივრად შედის დარიშხანი[7][8][9].

დარიშხანი ვეტერინარიაში გამოიყენება, როგორც ძალიან ეფექტური გელმენტოზის საწინააღმდეგო საშუალება ცხვრების სამკურნალოდ.

ზოგიერთ ცოცხალ ორგანიზმში დარიშხანი არის აუცილებელი ელემენტი, სადაც ის იკავებს ფოსფორის ადგილს ბიოქიმიურ რეაქციებში. უფრო დაწვრილებით იხ. სტატიაში ცხოვრება დარიშხანის საფუძველზე.

დარიშხანით დაბინძურება

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქ. სკოპინში რიაზანის ოლქში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ადგილობრივი მეტალურგიული კომბინატის (სმკ «მეტალურგი») საყრელებზე ჩამარხული იქნა მიახლოებით ერთნახევარი ათასი ტონა მტვერისმაგვარი ნარჩენები დარიშხანის მაღალი შემცველობით. იმის გათვალისწინებით, რომ 5 მილიგრამი დარიშხანი საკმარისია, რათა მოიწამლოს ადამიანი, ამ საყრელზე არის 200 მილიარდზე მეტი სასიკვდილო დოზა დარიშხანი[10].

ცნობილია ასევე სამხედრო მრეწველობის ნარჩენებით დაბინძურება ქალაქ სვირსკის ახლოს რომლებიც დარიშხანს შეიცავენ[11] [12].

იხილეთ აგრეთვე

კატეგორია:დარიშხანის ნაერთები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Arsenic: electronegativities. WebElements. ციტირების თარიღი: 2010-08-05.
  2. რედკოლ.:კნუნიანცი ი.ლ. (მთ. რედ.), ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად, ტ. 3, მოსკოვი: საბჭოთა ენციკლოპედია, 1992. — გვ. 639, 50 000 ეგზ., ISBN 5—85270—039—8 Invalid ISBN.
  3. Frisk H., Griechisches etymologisches Wörterbuch, Band I, Heidelberg: Carl Winter’s Universitätsbuchhandlung, 1960.
  4. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. 1, 1965
  5. ონლაინ ენციკლოპედია Кругосвет. დარიშხანი.
  6. Фармакология проф. Николаева. 1943 г. 1-е издание
  7. ნაპოვნია ბაქტერია დნმ-ში დარიშხანის შემცველობით. Лента.Ру (3 декабря 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2010-12-03.
  8. Dwayne Brown, Cathy Weselby. (2 декабря 2010) NASA-Funded Research Discovers Life Built With Toxic Chemical. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2010-12-03.
  9. Alla Katsnelson, Arsenic-eating microbe may redefine chemistry of life(ინგლისური), Nature, 2 დეკემბერი 2010, doi:10.1038/news.2010.645.
  10. სვირიდოვა ოლგა.. Чисто рязанское отравление (html). Независимая газета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
  11. В Свирске коровы дают молоко с мышьяком
  12. ირკუტსკის ოლქის ეკოლოგიური მდგომარეობა



თარგი:Link FA თარგი:Link FA