ჩარლზ დარვინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (Robot: Modifying sq:Çarls Darvin to sq:Charles Darwin
r2.7.3) (ბოტის დამატება: new:चार्ल्स डार्विन
ხაზი 139: ხაზი 139:
[[nds-nl:Charles Darwin]]
[[nds-nl:Charles Darwin]]
[[ne:चार्ल्स डार्विन]]
[[ne:चार्ल्स डार्विन]]
[[new:चार्ल्स डार्विन]]
[[nl:Charles Darwin]]
[[nl:Charles Darwin]]
[[nn:Charles Darwin]]
[[nn:Charles Darwin]]

19:32, 7 იანვარი 2013-ის ვერსია

ჩარლზ რობერტ დარვინი

ნატურალისტი
მშობლიური სახელი Charles Robert Darwin
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1809
შრუზბერი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1882
დაუნი, ინგლისი
ხელმოწერა

ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin); (დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი – გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

ბიოგრაფია

7 წლის ჩარლზ დარვინი.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA