კეიტ ბოსუორთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: bg:Кейт Босуърт
r2.7.3) (ბოტის დამატება: simple:Kate Bosworth
ხაზი 194: ხაზი 194:
[[ru:Босуорт, Кейт]]
[[ru:Босуорт, Кейт]]
[[sh:Kate Bosworth]]
[[sh:Kate Bosworth]]
[[simple:Kate Bosworth]]
[[sr:Кејт Бозворт]]
[[sr:Кејт Бозворт]]
[[sv:Kate Bosworth]]
[[sv:Kate Bosworth]]

00:52, 5 იანვარი 2013-ის ვერსია

კეიტ ბოსუორთი
Kate Bosworth
საქმიანობა მსახიობი

კეთრინ ენ „კეიტ“ ბოსუორთი[1] (ინგლ. Kate Bosworth; დ. 2 იანვარი, 1983) — ამერიკელი კინომსახიობი. ბოსუორთმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, სადაც შეასრულა ბელა ბენქსის როლი.[2] 2002 წელს ითამაშა ფილმში „ცისფერი სიამოვნება“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „უონდერლენდი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ველ კილმერი, ხოლო 2006 წელს კევინ სპეისისთან ერთად ითამაშა ფილმში „ზღვასთან“. 2008 წლის იანვარში კეიტი გახდა ამერიკული დიზაინ-სტუდიის Calvin Klein-ის სახე.

ბიოგრაფია

კეიტ ბოსუორთი, 2006 წელს

კეიტ ბოსუორთი დაიბადა 1983 წლის 2 იანვარს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჟელესში, დედამისის დიასახლისის პატრისიის და მამამისის ყოფილი ტოპ-მენეჯერის ჰაროლდ ბოსუორთის ოჯახში.[3][4] ექვსი წლის ასაკში ოჯახმა დატოვა სან-ფრანცისკო. ჰაროლდ ბოსუორთის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა ქვეყანაში.[3] კეიტი ძირითადად გაიზარდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებში).[3] ბოსუორთი ყოველთვის იყო დაინტერესებული საცხენოსნო სპორტით. 14 წლის ასაკში იგი გახდა ამ სპორტის სახეობის ჩემპიონი.[3][5] იგი დაიბადა ჰეტეროქრომიით, რის გამოც მარჯვენა თვალი ყავისფერი აქვს, ხოლო მარცხენა თვალი — ცისფერი ფერის.[6]

ბოსუორთის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „ცხენების მომთვინიერებელი“. კინოკრიტიკოსებმა კინო დადებითად შეაფასეს.[7] 2000 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, თუმცა მომდევნო ხანში სერიები გაუქმდა.[6] იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ტიტანების გახსენება“.[2] 2001 წელს ბოსუორთი საცხოვრებლად გადადის ლოს-ანჟელესში. 2002 წელს გადაიღეს ფილმში „ცისფერი ტალღა“. ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა პიტერ ტრევერსმა ფილმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბოსუორთი არის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ვარსკვლავი..“.[8] საერთო ჯამში ფილმს დადებითად შეხვდნენ და აშშ-ში ფილმა მოაგროვა $40 მილიონი აშშ დოლარი.[9] „ცისფერი სიამოვნება“-ში წარმატებული როლის შესრულების შემდეგ კეიტმა ითამაშა ფილმებში „სექსის წესები“ (2002) და „უონდერლენდი“ (2003). 2004 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „შეხვედრა ვარსკვლავთან“, რომელიც გააკრიტიკეს და ამასთანავე კინო ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე წელს განასახიერა სანდრა დის სახე ფილმში „ზღვასთან“, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მარცხი განიცადა. ბოსუორთი რამდეჯერმე გამოჩნდა Revlon-ის გამოცემაში და ინგლისურ გასართობ ჟურნალში სახელწოდებით FHM-ის გამოკითხვაში მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები, სადაც დაიკავა მე-60 ადგილი.[10][11]


2006 წელს კეიტმა როლი მიიღო ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“,[12] რომელიც ძირითადად დადებითად შეფასდა.[13] ამავე წელსვე სიგურნი უივერთან ერთად როლი შეასრულა ფილმში „გოგონა პარკში“. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „21“ და „მეომრის გზა“. 2000 წელს კეიტ ბოსუორთი მიიღეს პრისტონის უნივერსიტეტში, თუმცა მოგვიანებით იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.[14] არის ნებაყოფლობითი ორგანიზაციის Appalachia Service Project წევრი.[15]

2002-2006 წლებში კეიტი ხვდებოდა მსახიობ ორლანდო ბლუმს,[6][16][17] 2006 წლიდან კი ჯეიმზ რუსოს, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს მარკ ჯეკობსის წვეულებაზე. ჯეიმზ რუსომ ბოსუორთისთვის დაწერა სიმღერა "To Make You Mine". კეიტ ბოსუორთი ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე მსახიობთან ალექსანდრე სკარსგორდთან.[18].

ფილმოგრაფია

ფილმოგრაფია
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1997 მეშვიდე ცა სტუდენტი ეპიზოდი: "ვინ იფიქრებდა?"
ეპიზოდი: "ვინ ლაპარაკობს?"
1998 ცხენების მომთვინიერებელი ჯუდითი
2000 ახალჩამოსულები კორტნი დოჰერტი
2000 ტიტანების გახსენება ემა ჰოიტი
2000 ახალგაზრდა ამერიკელები ბელა ბენქსი 8 ეპიზოდი
2002 ცისფერი ტალღა ენ მარი ჩედვიკი
2002 სექსის წესები კელი
2003 უონდერლენდი დაუნ შილერი
2004 შეხვედრა ვარსკვლავთან როზალი ფატჩი
2004 ზღვასთან სანდრა დი
2005 ფუტკრების სეზონი ჩალი
2006 სუპერმენის დაბრუნება ლოის ლეინი
2007 გოგონა პარკში ლუიზა
2008 21 ჯილი
2010 მკვდარი ცუდი ობერტონები მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2010 სულელები მერჯი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო
2010 მეომრის გზა ლინი
2011 პატარა ჩიტები ბონი მიულერი
2011 ნათესავები ალისა
2011 საუკეთესო მეგობრები და ბავშვი დინა
2011 თივის ძაღლები ემი სამერი
2012 Movie 43 არლენი

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Her middle name is "Ann" rather than "Anne". State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Lists Catherine Ann Bosworth born January 2, 1983 in Los Angeles, California. At Ancestry.com
  2. 2.0 2.1 Hello Magazine Filmography — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Hello Magazine Profile — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  4. Coleman, Sandy (2002-09-01). „THREAT OF BRUSH FIRES REMAINS“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 2010-09-02. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  5. Bosworth Gives Up Her Horse Riding Dream. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 7, 2006.
  6. 6.0 6.1 6.2 Kate Bosworth. People.com. ციტირების თარიღი: July 25, 2011. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "People" defined multiple times with different content; $2
  7. Horse Whisperer, The (1998): Reviews. Metacritic (1998-05-15). ციტირების თარიღი: 2009-08-12.
  8. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  9. Business Data for Blue Crush (2002). IMDB.com. ციტირების თარიღი: May 25, 2006.
  10. Susan Sarandon and Kate Bosworth join Revlon. Cosmetic Business (2004-04-10). ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  11. Soriano, César G. (2005-03-23). „Jolie sizzles atop 'FHM' sexiest list“. USA Today. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  12. Kate Bosworth is the New Lois Lane in "Superman Returns. clickthecity.com (2006-06-09). ციტირების თარიღი: 2007-08-17.
  13. Superman Returns (2006): Reviews. Metacritic (2006-06-28). ციტირების თარიღი: 2008-11-14.
  14. Coogan, Anna. (2008-07-24) On the cover: Kate Bosworth. Herald. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  15. Kate Bosworth Biography. Celebrity Elle. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  16. Love At First Sight For Bloom. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 6, 2006.
  17. Orlando Bloom, Kate Bosworth Split Up. People (2005-01-31). ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  18. Alexander Skarsgard and Kate Bosworth Split : People.com